აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ფოტოები თეთრმა სახლმა გააყალბა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოებში იმაზე მეტი ხალხი ჩანს, ვიდრე სინამდვილეში იყო. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
მას შემდეგ რაც ტრამპის ინაუგურაცია შედგა, პრეზიდენტმა დაიჩივლა, რომ მისი ფიცის დადების ცერემონიას იმაზე ნაკლები ხალხი მივიდა, ვიდრე - ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე, ფოტოგრაფებმა ფოტოები გააყალბეს და მეორე დღეს, 21 იანვარს, როცა თეთრი სახლის მაშინდელმა პრესმდივანმა, შონ სპაისერმა ბრიფინგი ჩაატარა, მის უკან ეკრანზე გამოჩნდა ყალბი ფოტოები.
ბარაკ ობამას ინაუგურაცია ვაშინგტონში 2009 წლის 20 იანვარს შედგა, ტრამპის კი - 2017 წელს.