აკი ბაშოს ტურნირს ტოჩინოშინი იაპონელ ჩიოტარიუსთან დაპირისპირებით გახსნის

აკი ბაშოს ტურნირს ტოჩინოშინი იაპონელ ჩიოტარიუსთან დაპირისპირებით გახსნის

ტოკიოში, დღეს, რიოკოგუ კოკუგიკანის დარბაზში აკი ბაშოს ტურნირი იწყება. ტურნირის ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა. ამ ბაშოზე მონაწილეობს ყველა სუმოისტი, როგორც უმაღლეს დივიზიონში ასევე ჯურიო ლიგაშიც. სექტემბრის ტურნირზე იქნება სამივე იოკუძუნა: კაკურიუ, ჰაკუჰო და კისენასოტო. ტურნირი 15 დღეს გაგრძელდება.

ეს ბაშო ქართველი სუმოისტისთვის მნიშვნელოვანია. ტოჩინოშინი თუ კაჩი-კოშის (დადებით ბალანს) ვერ დააფიქსირებს ოძეკობას დაკარგავს.

ცნობილია ვის დაუპირისპირდებიან ქართველები პირველი ორი ბრძოლის დროს. ტოჩინოშინის მეტოქეები მეორე მაეგაშირები იქნებიან.

ბაშოს ტოჩინოშინი იაპონელი ჩიოტარიუსთან დაპირისპირებით გახსნის, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 4:2-ზე აქვს. ბოლოს მას ივნისში ნაცუ ბაშოზე დაუპირისპირდა და იორიკირით დაამარცხა.