აშშ-ში ჯონ ლენონის გამოსახულებით საფოსტო მარკა გამოუშვეს

აშშ-ში ჯონ ლენონის გამოსახულებით საფოსტო მარკა გამოუშვეს

 

მარკა 44 დოლარი ეღირება. ახალი მარკის პრეზენტაცია ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ინფორმაციას NY Daily News-ი ავრცელებს. 

ცერემონიას მუსიკოსის ქვრივი იოკო ონო და შვილი შონ ლენონი ესწრებოდნენ.

„მე ვიცი, რომ მამას სწორედ ასეთი აღიარება გაეხარდებოდა. მას ისეთივე გრძნობა ექნებოდა, როგორც მე და დედას ახლა გვაქვს“, - თქვა შონ ლენონმა.

მარკაზე ჯონ ლენონის ფოტოა გამოსახული. ფოტო 44 წლის წინ ბობ გრუზნომ გადაიღო.