მოსკოვში, პოლიციამ 29 წლის მამაკაცი სექს-მუშაკის მკვლელობისათვის დააკავა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.
მან 23 წლის ქალი საკუთარ სახლში აიყვანა და მისგან, შესაბამისი ანაზღაურების დაპირების სექსუალური მომსახურება მიიღო.
ინტიმური კავშირის დამყარების შემდეგ, მან უარი განაცხადა ქალისთვის ფული გადაეხადა. ქალის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, მამაკაცმა იგი მეოთხე სართულის აივნიდან გადმოაგდო.
მამაკაცი დაკავებულია და მან დანაშაული აღიარა.