"ამ ბიჭებმა გადარეულ ზღვას წაართვეს ორი ტუტუცი ვაჟკაცი, გადარჩენილებმა კი იკითხეს, ჩვენი შლოპანცები იყო აქ და სადააო"- რა მოხდა ქობულეთში

ჟურნალისტი სოფო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში ქობულეთში გადაღებულ ფოტოსა და ვიდეოს ავრცელებს და წერს: 

"ამ სამმა პატარა ბიჭმა ნახევარსაათიანი ბრძოლის მერე გადარეულ ზღვას წაართვა ორი ტუტუცი ვაჟკაცი. პირველი, რაც მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გადარჩენილებმა იკითხეს, ჩვენი შლოპანცები იყო აქა და სადააო"- წერს ჩიკვეტაძე.