ჩრდილოეთ ესპანეთში, ასტურიის პროვინციის ერთი-ერთი სამლოცველოს მღვდელმა 28 ადგილობრივს კურთხევა მისცა, აღედგინათ მე-15 საუკუნის სკულპტურა, რომელზეც ღვთისმშობელი იესოსთან ერთადაა გამოსახული. მოყვარული მხატვრების შემოქმედებამ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. ამის შესახებ BBC წერს.
ხის სადა სკულპტურაზე ჩვილი იესოს შესამოსელი კაშკაშა მწვანედ შეღებეს, ღვთისმშობლის თავსაბურავი - ვარდისფრად და ამავე ფერით მოუხატეს თვალები.
მრევლის ერთ-ერთი წევრი, მარია ლუისა მენენდესი, რომელმაც სკულპტურების შეღებვაში მიიღო მონაწილეობა, ამბობს: „მე არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ ეს საქმე ყოველთვის მომწონდა. ამ ფიგურას კი, ნამდვილად სჭირდებოდა შეღებვა. მე ისინი ისე შევღებე, როგორც მომეწონა, - იმ ფერებში, რომელიც ჩემთვის მისაღებია. მეზობლებს ის ძალიან მოეწონათ“.
ნამუშევარი არ მოეწონათ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს. ასტურიის სამთავროს ხელმღვანელის მრჩეველი განათლების საკითხებში, ჯენარო ალონსო ამბობს, რომ „ეს ჯავრის ამოყრა უფრო იყო, ვიდრე რესტავრაცია“.
ესპანეთის ხელოვნების კონსერვაციის ასოციაციაში კი ფაქტი ისტორიული ძეგლის დარბევად შეაფასეს.