ჰავაის კუნძულებს ძლიერი ქარიშხალი „ოლივია“ უახლოვდება. ქარიშხლის სიმძლავრე ჯერჯერობით მე-2 კატეგორიას არ აღემატება და ჰავაის შტატის დედაქალაქს, ჰონოლულუს 2 ათას კილომეტრზე მეტი აშორებს, თუმცა მის გაძლიერებას და ჰავაის კუნძულებამდე მიღწევას ვარაუდობენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ჯერჯერობით ჰავაიზე ძლიერი წვიმა და ქარია.
ჰონოლულუს ამინდის სააგენტოს ინფორმაციით, ქარიშხალი ჰავაის მომდევნო კვირაში დაატყდება თავს და ამ პროგნოზის სიზუსტე დღითიდღე უფრო იზრდება.
ერთი თვეც არაა გასული, რაც აშშ-ის ამ შტატს ჰარიშხალმა „ლეინმა“ გადაუარა. ქარის სიმძლავრემ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბა. სტიქიამ რამდენიმე ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დროებით დაიკეტა სკოლები, ოფისები, გზები.
არსებობს ქარიშხლების 5 კატეგორია. მათგან მე-5 კატეგორია ყველაზე ძლიერია. ჰავაის აგვისტოში მე-3 კატეგორიის ქარიშხალმა გადაუარა.