11 ოქტომბერს ინტერნეტი მსოფლიო მასშტაბით შეფერხებით იმუშავებს

11 ოქტომბერს ინტერნეტი მსოფლიო მასშტაბით შეფერხებით იმუშავებს

ინტერნეტის მომხმარებლები 11 ოქტომბერს ქსელის მუშაობაში შეიძლება პრობლემებს წააწყდნენ, რადგან „პირველად ისტორიაში“ იცვლება კრიპტოგრაფიკული გასაღები (KSK). ამის შესახებ ინფორმაციას დომეინის სახელებისა და IP-მისამართების რეგულაციის კორპორაცია ICANN-ი ავრცელებს. 

კორპორაციაში აცხადებენ, რომ KSK-ს შეცვლის შედეგი მინიმალური იქნება, თუმცა ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა პრობლემა გაუჩნდეს დომეინის სახელის აკრეფისას. 48 საათის განმავლობაში, გასაღების განახლების შემდეგ, ისინი მიიღებენ შემდეგ გზავნილს - server failure ან SERVFAIL.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 11 ოქტომბერი - ეს წინასწარი თარიღია და მას ჯერ კიდევ სჭირდება რატიფიცირება.