შექმნეს ტექსტი, რომლითაც ადამიანის გულის ასაკის დადგენა შეიძლება

შექმნეს ტექსტი, რომლითაც ადამიანის გულის ასაკის დადგენა შეიძლება

ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო 30 წელს გადაცილებულ მოსახლეობას მოუწოდებს, ჩაერთონ ონლაინტესტში და გაარკვიონ, რა ასაკისაა მათი გულები. მათ ამის სურთ გაარკვიონ, გაზრდილია თუ არა ქვეყანაში გულის დაავადებათა რისკი. ამის შესახებ BBC წერს. 

სააგენტოში ფიქრობენ, რომ 75 წლამდე ადამიანებში გულის სხვადასხვა დაავადებათა და ინფაქტის პრევენცია შესაძლებელია, თუ პრობლემას დროულად აღმოაჩენენ და იმკურნალებენ. 

ბოლო მონაცემებით, სააგენტოს კვლევაში მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გაირკვა, რომ გამოკითხულთა 78%-ის გულის ასაკი იმაზე მეტია, ვიდრე თავად ადამიანი. მათგან 34%-ის გული 5 წლით უფროსი ადამიანის გულივით მუშაობდა, 14%-ის შემთხვევაში კი, გულის ასაკი ადამიანის ასაკს 10 წლით აღემატებოდა.

სააგენტო ავრცელებს რჩევებს, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს ადამიანმა საკუთარი გულის ფუნქციონირება:

თამბაქოს მოხმარების შეწყვეტით;

აქტიური ცხოვრების წესით;

წონის კონტროლით, 

ჯანსაღი საკვებით;

ზედმეტად ცხიმიანი საკვებისგან თავის შეკავებით;

თევზის ჭამით;

ნაკლები ალკოჰოლის მოხმარებით;

შეფუთული საკვების ეტიკეტის კარგად წაკითხვით და მავნე შემადგენლობის შემთხვევაში, პროდუქტზე უარის თქმით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გულის დაავადებები სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის მსოფლიოში პირველ ორ ადგილს იკავებს. ყველაზე ხშირად ადამიანები გულის იშემიური დაავადებით კვდებიან. მეორე ადგილზეა ინსულტი.