გაცნობიერებული სექსის იდეა საკმაოდ მარტივია და მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა სექსის დროს სხვაზე არაფერზე უნდა იფიქროს. სექსოლოგების თქმით, გაცნობიერებულ სექსს მნიშვნელოვნად შეუძლია ფიზიკური და ემოციური სიჯანსაღის განმტკიცება, ის საშუალებას აძლევს ადამიანს სრულად კონცენტრირდეს სხეულებრივ შეგრძნებებზე, რაც ბევრად სასიამოვნო სექსუალურ განცდებს იწვევს, - წერს ბრიტანული Independent-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით, რომლებიც აღნიშნავენ რომ თუკი გაცნობიერებულობის არსს და ზოგადად, ამ ტერმინს ჩვეულებრივ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში იყენებენ, ნელ-ნელა მან ინტიმური ურთიერთობების სფეროშიც შეაღწია.
სექსოლოგების თქმით, გავრცელებული სექსუალური დაუკმაყოფილებლობა შეიძლება დაკავშირებულია იმასთან, რომ ბევრი სექსს აღიქვამს, როგორც მოქმედებას, რომელიც მიზნის მიღწევისკენაა მიმართული, რამაც შეიძლება გააჩინოს შფოთი და ინტიმურობის დეფიციტი, ეს კი გაცნობიერებული სექსის საპირისპირო რამ არის.
ექიმების რჩევაა, ადამიანებმა სექსის დროს მეტი ყურადღება მიაქციონ როგორც საკუთარი ასევე პარტნიორის სხეულის რეაქციებს, ასევე, გათავისუფლდნენ საძინებლებში ნებისმიერი ელექტრომოწყობილობებისაგან, რომ მაგალითად ტელეფონის ზარის გამო არ მოცდნენ.
„გაცნობიერებულ სექსს შეუძლია უფრო ძლიერი ორგაზმის გამოწვევა, თუმცა მთავარი მიზანი ეს არ არის. ზეწოლისგან გათავისუფლება ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით თქვენ მოდუნდებით სექსის დროს და შესაბამისად კულმინაციასაც მიაღწევთ“, - ნათქვამია სტატიაში.