ნინო კალანდაძე - „საქართველოში ბოიფრენდის ინსტიტუტი აუცილებელია“

ნინო კალანდაძე - „საქართველოში ბოიფრენდის ინსტიტუტი აუცილებელია“

(იბეჭდება შემოკლებით)

პარლამენტართათვის შემოღებული მკაცრი ეტიკეტის და ჩაცმის სტილის მიუხედავად, 27 წლის ნინო კალანდაძე მაინც ახერხებს რომ ერთობ შესამჩნევ ფორმაში გამოცხადდეს სხდომებზე და კოლეგა მამაკაცების ყურადღება მოკლე კაბის მეშვეობით „დაუნდობლად“ გაფანტოს.

ნინომამაკაცების უმეტესობა ფიქრობსრომ ერთ ქალში სილამაზე და ჭკუა ერთდროულად იშვიათად იყრის თავსარ გაღიზიანებთ ასეთი თვალსაზრისი?

- მაღიზიანებს, თუმცა ნამდვილად არიან ქალები, რომლებიც ყურადღებას  მხოლოდ ვიზუალურ მხარეს უთმობენ. ქალების ამგვარი კატეგორია ჯეროვნად არ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ბევრია ისეთიც, რომელსაც გარეგნობაზე ზრუნვა ხელს არ უშლის, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაც აკეთოს. საერთოდ, გარეგნობა და გონება ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.

თქვენ ერთ-ერთ მომხიბვლელ პარლამენტარად ითვლებითმკაცრი ეტიკეტის მიუხედავადმაინც ახერხებთ „სექსუალურად“ ჩაიცვათროგორ ინარჩუნებთ სასურველ ფორმას და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ვიზუალური მხარე?

- ჩემს გარეგნობას არც ისე დიდ ყურადღებას ვუთმობ. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვა. მნიშვნელოვანია სწორი კვება, საკმარისი ძილი და ვარჯიში თუნდაც დღეში ნახევარი საათი. თუმცა, დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ხშირად ამასაც ვერ ვახერხებ. სამწუხაროდ, ნერვიულობა ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ ვცდილობ, ნაკლებად ვინერვიულო და თავისუფალ დროს სუფთა ჰაერზე ვისეირნო.

სილამაზის სალონს ხშირად სტუმრობთრა თანხა გიჯდებათ თავის მოვლა?

- სილამაზის სალონში არ დავდივარ. ეს არაა ადგილი, სადაც ყოფნა მსიამოვნებს. თუმცა, პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც ყოველმხრივ მოწესრიგებულნი არიან.

როგორი მამაკაცები მოგწონთ?

- გარეგნობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. მთავარია, როგორი მონაცემები ექნება... მსიამოვნებს საინტერესო, იუმორის მქონე მამაკაცთან ურთიერთობა, უნდა გვქონდეს საერთო ინტერესები.

ევროპაში მიღებულია „ბოიფრენდის“ ინსტიტუტიროგორ გგონიათ, - საქართველომაც ხომ არ უნდა გაითვალისწინოს ეს გამოცდილება?

- ამ მაგალითის გათვალისწინება აუცილებელია. ოჯახის შექმნა სერიოზული ნაბიჯია და თუ ადამიანი ამ ნაბიჯს დგამს, დარწმუნებულიც უნდა იყოს თავისი არჩევანის სისწორეში. ნაჩქარევად შექმნილი ოჯახები სწრაფადვე ინგრევა. ბოიფრენდის ინსტიტუტი ადამიანებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებას აძლევს და ასეთ შემთხვევაში ოჯახის დანგრევის საფრთხე ნაკლებია.

თქვენ რატომ არ ოჯახდებით. „ბოიფრენდი“ გყავთ?

- ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.

სხვათაშორისაქტიურად ჭორაობენ თქვენსა და პარლამენტარ ნიკა გვარამიას სასიყვარულო ურთიერთობებზე.

- ჩვენს შორის არასდროს ყოფილა ამგვარი ურთიერთობა. მე და ნიკა კარგი მეგობრები ვართ, დროის დიდ ნაწილს ერთად ვატარებთ, ბევრი რამ გვაქვს საერთო. ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. მე და ნიკა ამაზე ბევრს ვხუმრობთ ხოლმე.

შეგიძლიათ „აღიაროთ“ რა უარყოფითი თვისებები გაქვთ?

- ფეთქებადი და აფექტური ვარ, სწრაფად ვღიზიანდები, შეიძლება ადამიანს დაუფიქრებლად ისეთი რამ ვუთხრა, რომ ვაწყენინო. მოგვიანებით კი ამას განვიცდი ხოლმე.

როგორ გგონიათთქვენს პოლიტიკურ კარიერაში იღბალმა უფრო დიდი როლი შეასრულა თუ...? შეგიძლიათ თქვათრომ დაიმსახურეთ პარლამენტში ყოფნა?

- არ დავიმსახურე-მეთქი, ვერ ვიტყვი. საკმაოდ დიდი ენერგია და ინვესტიცია მაქვს ჩადებული საკუთარ განათლებაში, თუმცა გამიმართლა კიდეც. ალბათ, ორივე საჭიროა - შრომაც და იღბალიც. მე ჩემი ბედის კმაყოფილი ვარ და ვეცდები, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავს არ გავუცრუო იმედები!