ედუარდ შევარდნაძე: - ისე დაუმშვენდა მაგას ცხვირ-პირი, არ მაცალა მორევა და... ჩაი მორევაზეო!

ედუარდ შევარდნაძე: - ისე დაუმშვენდა მაგას ცხვირ-პირი, არ მაცალა მორევა და... ჩაი მორევაზეო!

21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი 40 წლის გახდა და დაბადების დღეზე ისე დავთვერი, პატრულს ვეღარ ვცნობდი. სახლში მივედი თუ არა, დაძინება ძლივს მოვასწარი, რომ თეთრი „როლს-როისით“ ედუარდ შევარდნაძე მომადგა.

ვაბაბურა მაგარ ფორმაში ხარ? - აღტაცება ვერ დავმალე.

- ხონდრორიცის დამსახურებაა, ბაბუ!

ჰოდამაგ ხონდრორიცის მომგონ-გამომშვების ყოფა ვატირე!

- ჰა-ჰა-ჰა! - გადაიხარხარა შევარდნაძემ!

ისებატონო ედუარდისევ 40 წლის კაცის ტვინი გაქვთ?

- არა, არა, ღმერთმა მაშოროს, სააკაშვილის ტვინი მქონდეს!

ჩაიში რამდენ კოვზ შაქარს იყრითბატონო ედუარდ?

- სააკაშვილს ჰკითხე და გეტყვის.

ამბობსის ჩაი უშაქრო იყოო...

- ისე დაუმშვენდა მაგას ცხვირ-პირი, არ მაცალა მორევა და... ჩაი მორევაზეო, ხომ გაგიგია?

თქვენს მემუარებზე რომ ამბობენთავიდან ბოლომდე ტყუილიაომართალია?

- არა, ეგ მართალია!

ბატონო ედუარდთქვენ განაცხადეთვისაც მე მივცემ ხმასპრეზიდენტი ის გახდებაო...

- კი, ასეა!

მაშინირინა სარიშვილს მიეცითრა ხმა.

- სარიშვილმა რომც დამიჩოქოს, ხმას მაინც არ მივცემ!

თქვენ რომ პრეზიდენტად იყრიდით კენჭსმაშინაც იყვნენ ამომრჩეველთა სიებში მკვდარი სულები?

- იყვნენ რომელია, მაშინ იყვნენ თუ იყვნენ. საერთოდ, ამათ მე ვასწავლე მკვდარი სულების სიაში შეტანა, მაგრამ რით გადამიხადეს?

რით გადაგიხადეს?

- პირველი მე ამომიღეს სიიდან!

მართალიარომ 2 ნოემბრის აქციაზე გვიან ღამით მიხვედით?

- კი, ვიყავი!

სიტყვით გამოხვედით?

- არა, „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი დავწვი!