ჩაწერილია მიტინგზე მთავრობის სახლთან, 1991 წლის 23 სექტემბერს. სტილი დაცულია
(სიტყვის შესავალი ნაწილის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. ბატონი გურამი მოითხოვდა, რომ ტელევიზიასთან მყოფი ე.წ. ინტელიგენციის რამდენიმე წარმომადგენლისათვის გაეხადათ ფეხსაცმელი და გაეტარებინათ ცვრიან ბალახზე, რათა მათ შეეგრძნოთ მშობლიური მიწა...)
„წინადადება „აი ია“ - ეს არის უდიდესი, ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა, მეგობრებო. იმიტომ, რომ „აი ია“, ახლა ჩვენ გვგონია, რომ დედაენაც და „აი იაც“ იყო მთელი საუკუნეები. არა, იაკობ გოგებაშვილმა აღმოაჩინა ეს სასწაული. ოთხი ასოა, ოთხი ბგერაა და არის მთელი წინადადება და სასწაული წინადადება. თანაც, როცა იტყვი „აი ია“, იმ წუთში უნდა გადაადებინო შანელის სუნამო გვერდზე და შამპუნი და აჩვენო ია და დავიწყოთ ასე.
შემდეგ ვაჩვენოთ. ჯანსუღი, ჯანსუღს არა, ჩარკვიანს არა, ლევან ღვინჯილიას ვეტყვი მე, შემდეგი იქნება“აი ია“. შემდეგ ვეტყვი, „აი მუხა“, ვეტყვი, იმიტომ, რომ ლევან ღვინჯილიას ეჭვი ეპარება და როდესაც ეგ ეჭვი შეეპარა, მას მერე დაეწყო ძალიან ცუდი მოვლენები. მას ეჭვი შეეპარა, რომ ქართველებისათვის ყველაზე საყვარელი ხე არის მუხა. სასწაულია, კაცო, ამბობენ ბერმუხაო, კაცზე იტყვიან. ხო, მუხასავით მედგრად დგასო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაში ეჭვი შეიტანა. აი, მაშინ დაეწყო ეგ ამბავი. მაშინ მე უკვე ვიცოდი, რომ აიღებდა თოფს და წავიდოდა და ტელევიზიასთან დადგებოდა. უკვე ვიცოდი. არ ისმის? ჰო. ამიტომ, მეგობრებო. აი, ჩვენი ერთად ყოფნის საიდუმლო არის ეს. სანაძლეოს ჩამოვალ, მე აქ დავიწყებ ნებისმიერ ქართულ ლექსს და თქვენ თვითონ დაამთავრებთ.
აი ასევე მე რომ მივიდე იქ, სურათიც სხვა იქნება. მე დავიწყებ „ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო“ და თქვენ იტყვით გულში „ჩემო სამშობლო მხარეო“. იქ კი ეს არ გამომივა ასე. იქ უნდა დავიწყო: “ბურია მგლოიუ, ნებო კროეტ“ და იქ მომაძახებს ქალბატონი ლანა და ბატონი ელდარი: „ვიხრი სნეჟნიე კრუტია“. აი ასე იქნება. ან უფრო მეტი, ქალბატონ ლანასთან სასაუბროდ უფრო სჯობია, უნდა ვთქვა: „პარლე ვუ ფრანსე“. ხო, და ის მეტყვის „ჟე ვუზემ“. ხო, აი ასეთია სურათი მეგობრებო და თუ მე რამეს ვაჭარბებ, მაშინ ჩემო კარგებო, მოდით და მაგათ გავახსენოთ, საჯარო ბიბლიოთეკა აქვე ახლოა, ვინმე ჩამოვიდეს, არაფერს ვამბობ იქ ვინც ნამდვილი ოპოზიცია როა. აი ის, რა ქვია იმას, ეროვნულ მოძრაობაში ვისთანაც ერთადაც მოვდიოდით, იმაზე მაგას ვერ ვიტყვი. ცხადია, 9 აპრილს ერთად ვიყავით, იმაზე ნაგავს ვერ ვიტყვი, ცხადია, მაგრამ დანარჩენები. ვინც არიან, არა, ვინც არიან, იქ ვინც, ვითომ პროფესორები, ვითომ მწერლები, ვითომ კინორეჟისორები და ვითომ მსახიობები. ყველა მათგანს ჩვენ შეგვიძლია მოვუტანოთ ექვსი წლის წინანდელი გაზეთები და წავაკითხოთ რას წერდნენ ისინი და რას ამბობდნენ. გიორგიევსკის ტრაქტატი როგორ, გულზე როგორ ეფინებოდათ, როგორ ეფონებოდათ გულზე ყველანაირი პარტიული დადგენილებები და ყველაფერი ის რასაც ერქვა საზიზღარი კომუნისტური რეჟიმი. ამიტომ მეგობრებო, მაგათ ეგ აწუხებთ, ეგეც აწუხებთ იმას გარდა, რომ „აი ია“ რო არ იციან. მოდი ეხლა მე დავამთავრებ და მაინც მივიღოთ ეგ რეზოლუცია: გაიარონ ცვრიან ბალახზე. მოდით, აი, მაგ ბალახს გაუმარჯოს და იმ მიწას გაუმარჯოს, რომელზედაც ეგ ბალახია ამოსული. თქვენ გაგიმარჯოთ ქართველებო, საქართველოს გაუმარჯოს!
ხო, აი მეგობრებო ყველა მაგათთან არისო, ინტელეგენცია. რატომ? ქალბატონი ლატავრა ფოჩიანი, რომელ მათგანზე ნაკლებია. ნაკლები კი არა, ის არის თუ არის. ქალბატონი ლატავრა ფოჩიანი გუშინ გამოვიდა, ალბათ რადიოთი. უსმენდით თქვენ. ქალი, რომელსაც რატომ აქვს ქართული გული, იმიტომაც აქვს. იმის გარდა რო ექიმია და მთელი ცხოვრება ეგენი რო კომპარტიას უმღეროდნენ, ექიმი იყო და ავადმყოფებს არჩენდა და თანაც მთელი ცხოვრება ქართულსა ცეკვავდა. აი, ცეკვა რომლის ნაირი არაფერია ქვეყანაზე. გეტყვით მეგობრებო, აი მაგათ რო ვიდეოფილმები რო ძალიან უნდათ შემოვიდეს. ხო იცით, მამა და შვილი ერთმანეთთან რაღაც ამბებში რო არიან, დედა და შვილი და ხო იცით ათასი რამეები, ქართულ ცეკვას დააკვირდით, რანაირია ქართული ცეკვა, ქალი როგორც ყვავილის ლარნაკია, ისეთია, კაცი გარს უვლის და უვლის და უვლის, ახლოს არ ეხება. ისე კი არა, ზოგიერთი ხალხის ცეკვაში ქალს ხან იღლიაში გაიჩრის, ხან მაღლა აისვრის და ხან ზედ დაიხტუნებს. ეგრე არა, ქართული ცეკვა ესეთია უვლის და უვლის გარს, მერე რო მივა გაიხსენეთ, რო მივა ახლოს, მივა ახლოს და დაშორდება და მერე ნელ-ნელა შორიდან რო ეფერება მოვდივარ, მოვდივარ შენკენაო. აი ეგრე ვართ ჩვენა და ქალბატონ ლატავრა ფოჩიანს გაუმარჯოს, ნამდვილ ქართველ ინტელიგენტს.
ასევე ჩვენთან, ამ წუთში აქ არის და გამოატარეთ, არ შეუშალოთ ხელი ქალბატონი ლიანა ელიავა. ალბათ, ალბათ, რადგანაც ბატონი ოთარ კობერიძე ჩვენთან იყო, ქალბატონი ლია ელიავა მსახიობიც ჩვენთანაა. ეს ქალბატონი ლიანა ელიავა კინორეჟისორია. თქვენ იცით, ის ლიანა ელიავაა. მოვა ახლა და გეტყვით სიტყვას. რატომ არაა ლიანა ელიავა ინტელიგენტი, ერთი ამიხსნას ქალბატონმა ლანამ. გვითხარით, ბატონი ირაკლი არის კი წერეთელი? აა, ეგეთები არ იყოს. მე ვერასოდეს არაობიექტური ვერ ვიქნები. ირაკლი წერეთელი ქართველია და თუ მე ვინმეს იმედი მაქვს იქ, ისევ, იმანაც ეხლა მაპატიოს, მეგობრები ვართ. მაპატიოს. იმასაც ტვინი აქვს ეხლა დაბნელებული, მაგრამ ყველაზე მალე გონს მოეგება სწორედ ირაკლი წერეთელი, იმიტომ რო ის ქართველია. აი ამის იმედი მაქვს და მინდა რო... თუ არი აქ ვინმე, ვისაც შეუძლია მას ეს უთხრას, უთხრას რო ჩვენ ყველას გვაქვს მაგის იმედი.
თბილისელი ჩვენ მარტო ხოხობი ვიცითო, რაც არის დანარჩენი, ყველა ჩამოსულები ვართო. მართალია მეგობრებო, დავსვათ კითხვა: ხვალ ნებისმიერ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რო უცებ გახდეს რომელი ეროვნებისაც გინდა იმისი, მაგრამ ქართველი ვერ გახდები. იმიტომ რო მაშინვე გკითხავენ: სადაური ხარ ბიჭო შენ, იმერელი ხარ თუ გურული ხარ, ხევსური ხარ თუ ფშაველი ხარ. იმიტომ რო ქართველმა ყოველთვის იცის თავისი ძირები იქ.
რა გვაქ კიდე, ჩემთან არი კიდე? ჰო, ეხლა, ჰო ასევე, მეგობრებო, ასევე, მეგობრებო, იქ არ ვიცი რომელი მსახიობები იყვნენ იმათთან, მარა ჩვენთან არის ქალბატონი თამარ თეთრაძე, მსახიობი რომელიც ჩვენ ალბათ გვეტყვის სიტყვას...