„ფლეიბოიში

„ფლეიბოიში" ფოტოების გადაღებით კმაყოფილი ვიყავი.“

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ისე მიწყნარდა, რომ პოლიტიკოსებს რა ვკითხოთ, აღარ ვიცით. ჩვენ კი არა, უკვე იმათაც აღარ იციან, რა გვიპასუხონ. ოპოზიციამ რაც იცოდა, გვითხრა, პოზიციამ რაც იცოდა და რაც არ იცოდა, ისიც გვითხრა. ახლა პრესის ფურცლებიდან და მასმედიის სხვა საშუალებებიდან სასკოლო ტერმინი რომ ვიხმაროთ, "იმავეს" გადამეორება მიმდინარეობს და ახალ მასალას როდის მოგვცემენ, კაცმა არ იცის.

ამიტომ ჩვენც შოუბიზნესსა და პოლიტიკას შორის მოყოლილ პერსონებზე დავიწყეთ "ნადირობა" და ინტერვუისთვის მაგარი მანქანის მფლობელს (მამამ უყიდა, რომ ყვებიან სხვადასხა ჭორს) ყვითელი ჟურნალების უკანა გვერდის ვარსკვლავს, წარსულში ჟურნალ "ფლეიბოის" ყველაზე ცნობილ და ამჟამად თბილისის მერის კულტურული ღონიძიებების დეპარტამენტის კულტურული ღონისძიებების სამმართველოს უფროსს, ქალბატონ ნინა წკრიალაშვილს მივადექით.

ქალბატონო ნინარომელ სფეროში უფრო გრძნობთ თავს როგორც თევზი წყალში, - სახელმწიფო ჩინოვნიკად თუ შოუბიზნესში?

- იცი როგორ არის? შოუბიზნესში თავს ვგრძნობ, როგორც მომღერალი, სახელმწიფო სამსახურში კი როგორც სახელმწიფო მოხელე.

ძალიან დიპლომატიური პასუხიათქვენზე ამბობენრომ ხართ ყველაზე კარგი მომღერალი მთავრობაში და ყველაზე კარგი ჩინოვნიკი მომღერლებშიგოგა ხაჩიძე ხომ არ გჯობიათ?

- მე არავის ვეჯიბრები, ჩემი გზა მაქვს და მივყვები.

გისწავლიათ ჩინოვნიკური ლაპარაკიროგორ მიაღწიეთ ქალბატონო ნინაყოველივე ამასჩვეულებრივი მომღერლები ასეთ სიმაღლეს ვერ აღწევენ?

- სახეზე თუ კარგად დამაკვირდებით, მიხვდებით, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ..

სახეზეჰო.

- დიახ, მე ვარ ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც ბევრი სტრესი შეხვდა ცხოვრებაში, ბევრი ისწავლა, იშრომა. ქალი, რომელიც მიხვდა, რომ ცხოვრებაში უმთავრესი არის ცხოვრება ტყუილის გარეშე.

რაღაც ნაცნობი ფრაზაა, ,,საქართველო სიღარიბის გარეშესჰგავს.  ბევრი შრომობსსტრესიც შეხვედრიამაგრამ თქვენსავით არ უმართლებს.

- გეუბნებით, ოჯახი მარტო იმით დამეხმარა, რომ სამი კლიპის ფული მომცა.

ეს ასი ლარიდანარჩენი?

- არა, ჩემი კლიპები ცოტა მეტი დაჯდა, დანარჩენი... რუსებს ერთი კარგი გამონათქვამი აქვთ: ,,ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამს!" მეც ცხოვრებაში გადამიდგამს ბევრი თამამი ნაბიჯი, რომლის გამოც მერე ცხვირი წამიტეხია, მაგრამ ამ ნაბიჯებით წარმატებისთვისაც მიმიღწევია.

"ფლეიბოისგულისხმობთ?

- დიახ, "ფლეიბოისაც". იცით, ოჯახმა ძლივს გადაიტანა ჩემი ეს ნაბიჯი, თუმცა მე "ფლეიბოიში" ფოტოების გადაღებით კმაყოფილი ვიყავი.

სიმართლე გითხრაჩვენც კმაყოფილები ვიყავითახლა რომ შემოგთავაზონ შიშველს ფოტოს გადაღებადათანხმდებით?

- ამ გადასახედიდან, ალბათ უარს ვიტყვი. "ფლეიბოის" მერე შეიძლებოდა სულ გამფუჭებოდა ცხოვრება, ან პირიქით, ბევრი შემოთავაზება მქონოდა. ჩემს შემთხვევაში მოხდა მეორე, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ყველას გასაგონად ვამბობ, ეს ხელოვნებაა და მეტი არაფერი.

კარგი ჟურნალი ყოფილაჩვენც რომ გადაგვიღონ დაგვნიშნავენ სადმე?

- სამწუხაროდ, ახლა ეს ჟურნალი დაიხურა.

კარიერაში "ლამაზქალობათუ გამოგდგომიათ?

- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თბილისში ჩემზე ლამაზი ქალებიც დადიან. უბრალოდ, მე ვარ ძალიან ერთგული. ეს ერთგულება დაინახეს და ხელი შემიწყვეს. კიდევ, საკმაოდ კარგი განათლება მაქვს მიღებული, თუმცა როცა ჩემს თავს ვუყურებ ეკრანზე, ეს ასე არ ჩანს.

თქვენი თანამდებობა როგორ გამოითქმის?

- ჩემი თანამდებობა ასე ითქმის: კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის კულტურული ღონისძიებების სამმართველოს უფროსი.

როგორ?

- კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის კულტურული ღონისძიებების სამმართველოს უფროსი.

რა გევალებათლიტერატურისმუსიკის და ზოგადადხელოვნების წინსვლის ხელისშეწყობა?

- მევალება პროექტების განხილვა, მიღება და ზოგადად, ნიჭიერი ადამიანების წინ წამოწევა. თუმცა ჩემთან შემოსულ პროექტებს მარტო მე არ ვწყვეტ.

კიდევ ერთი რაღაც გვინდა გავიხსენოთქალები რომ შემოგესივნენ და ჩხუბი დაგიწყესრას გერჩოდნენ?

- არაფერი განსაკუთრებული. მივდიოდი ჩემთვის მანქანით, რომელსაც ეწერა ნომერი 5. რამდენიმე ქალმა ალყა შემომარტყა და მანქანაზე ფურცლები მიაკრეს, თანაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართავდნენ.

კი დაგიფასდათ ის ჩხუბიქალბატონო ნინათქვენი სიმღერები თუ მოსწონთ თქვენს კოლეგა სახელმწიფო მოხელეებს?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით...

კომპლიმენტად მაინც არ გეუბნებიან, "ნინა გუშინ იდეალური იყავით", თუ კომპლიმენტებს სხვა კუთხით ამბობენ?

- კი, როგორ არა, "იმედის ტალღაზე" და "კაბარე 5 ვარსკვლავში" როცა ვიმღერე, ძალიან ბევრი მირეკავდა და მეუბნებოდა: "რა კარგად მღერი და ხშირად იმღერეო", მაგრამ იქ შვილი, იქ სამსახური და არ გამოდის.

აბააბა... ცნობილი გამონათქვამიაპოლიტიკა ისრუტავს ხელოვნებასო.  ოპოზიციონერები ალბათ პირიქითხშირად გაკრიტიკებენმაგრამ საინტერესოარომელ სფეროში უფრო - შოუბიზნესის თუ სახელმწიფო სამსახურის?

- ბევრ ოპოზიციონერს არ ვიცნობ, ვისაც ვიცნობ, ყველანი გულთბილად მხვდებიან. მაგალითად, ამას წინათ ჯონდი ბაღათურია შემხვდა და ძალიან თბილი საუბარი გამოგვივიდა.

რა გეგმები გაქვთქალბატონო ნინადეპუტატობას ხომ არ აპირებთ?

- ცხოვრებაში არაფერს ვგეგმავ, მაგრამ ახლა ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. უახლოეს დღეებში ჩემი და რამდენიმე პერსონის იდეით იქმნება საქველმოქმედო ფონდი, რისი საშუალებითაც ძალიან ცნობილი ადამიანები დაეხმარებიან დევნილ ბავშვებს ხალხური ცეკვის, სიმღერის, ბალეტის შესწავლაში. ამ ღონისძიებაში ჩაებმებიან ნანი ბრეგვაძე, ნინო ანანიაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და სხვა უამრავი ცნობილი ადამიანი. როცა ბავშვების გახარებულ სახეებს შეხედავ, რა უნდა იყოს უკეთესი? გარწმუნებთ, არასდროს მოგინდება პოლიტიკოსობა.