უნდა დაისაჯოს თუ არა სააკაშვილი დაუსაბუთებელი ქონებისთვის?

უნდა დაისაჯოს თუ არა სააკაშვილი დაუსაბუთებელი ქონებისთვის?

მაშინ, როცა სააკაშვილის ყოველწლიური სახელფასო შემოსავალი ოფიციალურად 60 000 ლარს არ აღემატება, მისი ქონება ბოლო 1 წლის განმავლობაში 230 000-ით გაიზარდა. საიდან და როგორ - ეს ვერ დგინდება, რადგან პრეზიდენტის შემოსავლების წყაროები მის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

იურისტთა განმარტებით, ეს დასჯადი ფაქტია. იმის გამო, რომ დეკლარაციის შეცდომით შევსება და უკანონო შემოსავლების ქონა არის სისხლის სამართლის დანაშაული, პარლამენტმა წესით უზენაეს სასამართლოს უნდა მიმართოს. დაისჯება თუ არა ამისათვის პრეზიდენტი და უნდა დააყენოს თუ არა პარლამენტმა ამის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - სწორედ ამაზე "რეზონანსმა" გამოკითხვის ჩატარება ინტელიგენცის წარმომადგენელთა შორის სცადა.

მიხეილ თავხელიძეექსპერტი:  "60 000 რომ აქვს ყოველწლიური, საიდან ვიცით? ხელფასი აქვს ამდენი? ხომ შეიძლება პრემიაც ჰქონდეს? საკრებულოს დეპუტატები თუ თავისით იწერენ პრემიებს, პრეზიდენტს რომ ჰქონდეს პრემია, რა პრობლემაა?!

"გარდა ამისა, რატომ არის პრობლემა, რომ მისი შემოსავალი გაიზარდა მისი ფინანსური აქტიურობების გამო?! მე არ ვიცი მისი ქონებრივი სტრუქტურა, ამიტომაც ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. სამწუხაროდ, არ ვიცნობ, დეკლარაციების მარეგულირებელ კანონმდებლობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სანამ გამოქვეყნებდნენ, მითითებული იქნებოდა ყველაფერი. რის გამო უნდა დააყენოს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი?! რაღაცა 200 000 ლარით რომ გაეზარდა ქონება?! თქვენ ხუმრობთ?!"

გიორგი შენგელაიარეჟისორი: "რომელმა პარლამენტმა რომელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დააყენოს? თქვენ მე მაცინებთ. პრეზიდენტის ჯიბის პარლამენტმა როგორ უნდა დააყენოს ეს საკითხი?! ან კიდევ 230 000-ით მეტი თანხა გამოუჩნდაო - ეს არის ზღაპარი. ამაზე ბევრად დიდ თანხას იჯიბავენ. ამათ აქვთ "შავი სალარო".

"მე მალე გამოვაქვეყნებ ბრუმებერგის ფონდის დასკვნას. ეს არის დამოუკიდებელი საერთაშორიოსო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში გამჭვირვალე ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს. 2007 წელს მათ აქ გამოკვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბრუნვაში მყოფი თანხების 72% შიდა ბაზარზე არის ე.წ. შავი ფული. ყველამ იცის, რომ ადეიშვილს აქვს თვაისი დიდი სალარო, სადაც გროვდება ყველანაირი "შავი" ფული. "ანუ, ეს დეკლარაცია "ფუფლოა" და სხვა არაფერი. წესით, პარლამენტმა უნდა დააყენოს იმპიჩმენტის საკითხი, მაგრამ სად არის აქ წესი?!"

გიგი თევზაძეილიას უნივერსიტეტის რექტორი: "დასჯა და იმპიჩმენტი რა შუაშია?! რადგანაც არ ჩანს წყაროები, საიდან არის ეს ქონება, უნდა დაისაჯოს?! ეს ჯერ დეკლარაციაშივე უნდა დაზუსტდეს და მერე დაისვას შეკითხვა, დაისაჯოს, თუ არა. "დეკლარაცია არის ოფიციალური დოკუმენტი და, შესაბამისად, დამალული არ არის. ჯერ დადგინდეს, გამოიკვლეს საიდან, როგორ, და მერე უნდა დაისვას ეგ საკითხი. ბევრი რამეა გასარკვევი და პირდაპირ დასჯაზე რომ სვამთ შეკითხვას, ეს სწორი არ უნდა იყოს“.

ალექსანდრე ელისაშვილი, "თბილისის ჰამქრისხელმძღვანელი: "წესით, ნორმალურ ქვეყანაში ამაზე სკანდალი უნდა ატყდეს. როგორც ჩანს, ჩვენ არ ვცხოვრობთ ნორმალურ ცივილიზებულ სახელმწიფოში; ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის მეფეც არის მიხეილ სააკაშვილი. ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე!

"სააკაშვილის ქონება წყაროების დაუკონკრეტებლად 230 000-ით რომ გაიზარდა, რასაკვირველია, ამას არანაირი სკანდალი არ მოჰყვება; არანაირი ხმაური პოლიტიკურ წრეებში არ იქნება. მხოლოდ ერთი-ორი ოპოზიციური პარტია თუ დაასველებს სიტყვას. როგორც ვიცი, მხოლოდ "თავისუფალმა დემოკრატებმა" უკვე გამოთქვეს. "ქრისტიან დემოკრატებს" კი მიაჩნიათ, რომ თურმე ეს მნიშვნელოვანი არ ყოფილა. სამარცხვინოა მათი მხრიდან ასეთი კომენტარი... "ამას სხვა, ნორმალურ ქვეყანაში მოჰყვებოდა ინპიჩმენტი და პრეზიდენტის გადადგომა, მაგრამ ჩვენთან, სააკაშვილის მონარქიაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უსერიოზულესი თემაა, არაფერი სკანდალი არ იქნება. რეალურად კი სააკაშვილს 230 000-ზე მეტი შემოსავალი რომ ექნება, ეს ყველამ იცის“.