პირველი ბრალდებები სტალინის მიმართ 1956 წლის 14-25 თებერვალს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის ტრიბუნიდან გაისმა, უფრო სწორად, 25 თებერვალს, ყრილობის დახურულ სხდომაზე. ბრალმდებელი იყო ხრუშჩოვი, რომელიც ბელადის სიკვდილის შემდეგ, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი გახდა. მოხსენების შესახებ, როგორც ჩანს, ყველამ იცოდა, თითქმის ყველამ, ჩვეულებრივი საბჭოთა ადამიანების გარდა. ნიკიტა სერგეის ძე ხრუშჩოვმა ოცდაორი ბრალდება წაუყენა ხალხების მამას, რომელთაგანაც მხოლოდ ორს შევეხებით: ძალაუფლების ხელში ჩაგდება და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რამაც ქვეყანა ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა.
სტალინმა პარტიის გენერალური მდივნის პოსტი მაშინ დაიკავა, როცა მასონები ქვეყანაში არა ფარულად, არამედ ღიად მოქმედებდნენ სახელმწიფო მმართველობის აბსოლუტურად ყველა სფეროში. პარტიული ელიტა ლენინის პერსონას იყო ამოფარებული და მისი სახელით სჩადიოდა ათასგვარ დანაშაულებს. ამ დროს ისინი თავს „ლენინურ გვარდიას“ უწოდებდნენ, რაც შეუზღუდავი, აბსოლუტური ძალაუფლების განხორციელების შესაძლებლობას იძლეოდა. ბოლშევიკების ანტიადამიანურ ქმედებებთან სოსო ჯუღაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონია – ვერც ექნებოდა, რადგან პარტიის გენერალური მდივნის პოსტი, რომელიც მაშინ აბსოლუტურად უფუნქციო იყო, ლენინის მოჩვენებითი იურიდიული მემკვიდრისთვის სპეციალურად შეიქმნა. რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა სტალინს პაიკის როლი განუსაზღვრა. უცნაურია, რატომ ჰგონიათ დიდი სახელმწიფოების ლიდერებს, რომ პატარა ქვეყნის შვილები გონებაშეზღუდულები არიან. ლევ ტროცკიმ და მისმა გუნდმა, ამ პოსტზე სოსო ჯუღაშვილის დანიშვნით, საფლავი გაითხარეს, რაც მოგვიანებით, წიგნებში – „მსოფლიო რევოლუციისთვის“ და „სტალინი“, აღიარეს კიდეც. ფრაგმენტი: „სტალინი ძალიან მერყეობდა, მოსკოვი მას კარგად არ იცნობდა, არანაირი ძალაუფლება ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს არ ჰქონდა.“ ტროცკი არ ტყუის, ლენინის გარდაცვალების მომენტისთვის, პარტიის ცენტრალურ კომიტეტში 27 წევრი ირიცხებოდა, საიდანაც 24 მისი ერთგული იყო. ისინი მას აღმერთებდნენ. პარტიის და ახალი სახელმწიფოს სათავეში იყო ლევ ტროცკი, გარდა ამისა, ის მთელ შეიარაღებულ ძალებს – წითელ არმიას ხელმძღვანელობდა. ის იყო მეორე ფიგურა მომაკვდავი ლენინის შემდეგ. ხელისუფლების ქვედა ეშელონებშიც კი, სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროში, პოსტებზე მისი მომხრეები იყვნენ. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის ბრალდება, სტალინის მიერ ხელისუფლების მიტაცებისა და ხელში ჩაგდების შესახებ, აბსურდია. სიმართლე ის არის, რომ სტალინი მიხვდა, ახალი თანამდებობა მისი კარიერის დასასრულს რომ ნიშნავდა. ამ გზით ავტორიტეტული პარტიის წევრის „დამუხრუჭება“ უნდოდათ, ანუ სიკვდილამდე უზრუნველყოფილი იქნებოდა, მაგრამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში შესაბამის აქტიურობას ვეღარ გამოიჩენდა. როლი სოსო ჯუღაშვილისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ, დანიშვნიდან (1922 წელი) 1928 წლამდე, ექვსჯერ დაწერა განცხადება გენერალური მდივნის პოსტიდან მისი გადაყენების შესახებ. სწორი არაპოლიტიკური პოზიციის გამო, სტალინს ნამდვილი ომი გამოუცხადეს, რომელშიც ლენინის მეუღლე აქტიურ მონაწილეობას იღებდა. არქივში დაცულია კამენევისთვის კრუპსკაიას გაგზავნილი წერილი (1922 წლის 23 დეკემბერი), რომლის შინაარსი დამრიგებლური იყო, ანუ სტალინს ბელადის ცოლი ასწავლიდა ჭკუას. სტალინმა ჯერ დელიკატურად აუხსნა ნადეჟდას, რომ ბელადებს ცოლები არ ცვლიან, შემდეგ კი ტემპერამენტი ვერ დაძლია, შეაგინა და როგორც ამბობენ, ხელითაც შეეხო. სხვა პროვოკაციებიც მოუწყვეს, მაგრამ ჭკუადაკარგული ავადმყოფი ბელადის (ლენინის) მიერ ექიმის თანდასწრებით ნაკარნახევს, რომელიც ცოლმა ჩაწერა და სტალინის არასერიოზული, უარგუმენტო კრიტიკაა, ბავშვიც არ დაიჯერებს.
არქივი:
– 1923 წელს, ერთი წლის სტაჟის მქონე გენერალური მდივანი აცხადებს გადადგომის შესახებ და თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
– 1924 წელს ცენტრალური კომიტეტის პირველ პლენუმზე, რუსეთის კომპარტიის (ბოლშევიკების) მე-13 ყრილობის დამთავრების შემდეგ, სტალინმა კვლავ მოითხოვა გენერალური მდივნის პოსტიდან მისი გათავისუფლება.
– იმავე წელს, 17 ივნისს, სტალინი მეორედ და კატეგორიულად სვამს საკითხს მისი გადადგომის შესახებ, მაგრამ პლენუმი თხოვნას არ აკმაყოფილებს.
– 1925 წელს სტალინი მეოთხედ წერს განცხადებას, ასაბუთებს, რომ ქვეყნისთვის უკეთესია, თუ ის ამ პოსტიდან წავა, მაგრამ მის თხოვნას კვლავ არ აკმაყოფილებენ.
– 1926 წლის 27 დეკემბრის ცეკას პლენუმზე სტალინის მეხუთე, იმავე შინაარსის განცხადება განიხილება...
1927 წელს ჩატარებულმა საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველმა პლენუმმაც, კენჭისყრის შედეგად, გამორიცხა იოსებ ბესარიონის ძე სტალინის პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან გადადგომის საკითხი.
სტალინის მოთხოვნას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ის რიგითი „ყბედი“ ოპოზიციონერი არ იყო. მას თავისი შეხედულებები ჰქონდა და ძლიერი და პრინციპული პიროვნებებით დაკომპლექტებული გუნდიც ჰყავდა. ამ ენთუზიასტების ჯგუფს სერიოზულ მეტოქეებად არ განიხილავდნენ პარტიისა და სახელმწიფოს სათავეში მოკალათებული სიონისტური წრეები. მათი მხრიდან ეს სერიოზული შეცდომა იყო, რადგან ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთაც, მიმდინარე პარტიულ-პოლიტიკური ბრძოლის პირობებში, იოსებ სტალინი იძულებული გახდა, 1925 წლის ბოლოს, პირადი საიდუმლო სამსახური შეექმნა, რომელიც არასდროს ყოფილა აფიშირებული და ამოცნობილი. მისი გამოყენებით, მან შეძლო ბევრი ისეთი გადაწყვეტილებისა და საქმის განხორციელება, რომელიც შემდგომში მსოფლიო პოლიტიკაზე აისახა. სტალინის პირადი საიდუმლო სამსახურის ამოცანა იყო: სახელმწიფოს ხელმძღვანელთა საქმიანობაზე ყოველდღიური, საგულდაგულო დაკვირვება; მსოფლიოში პოპულარულ უცხოელ პოლიტიკურ მოღვაწეთა შესწავლა და მათი საქმიანობის რეგულარული გაშუქება; განსაკუთრებით კი, კულისებს მიღმა მდგარი იმ ძალებისა, მათ ზურგს ამოფარებულნი რეალურად რომ მართავდნენ მსოფლიოს. ამ სამსახურის შექმნით სტალინმა მოახერხა გაენადგურებინა მისი მოწინააღმდეგეების ყველა შეთქმულება და გეგმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში. სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებს შორის, განსაკუთრებული დავები იყო ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ცხადია, შემდგომში ჯუღაშვილის მოწინააღმდეგეებმა ინანეს – სხვადასხვა პუბლიკაციებში, მემუარებში... ხელისუფლებას ყველა ქვეყანაში ერთნაირი სცენარი აქვს – აპელირებენ წარმატებული, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებით, მაგრამ, სამწუხაროდ, გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ბიუჯეტისა და სხვა ტიპის აღმშენებლობითი პროცესების მიუხედავად, უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანის კეთილდღეობა არ იზრდება. უფრო ხშირად პირიქით ხდება, ხსენებული მაჩვენებელი იკლებს. სტალინს თავისი მარტივი ფორმულა ჰქონდა: „მე მინდა, ყველა ადამიანი სიცოცხლეში იყოს ბედნიერი და უზრუნველყოფილი, ყველა და არა – ერთეულები“, – განუცხადა სტალინმა ყრილობაზე ბუნდოვანი ეკონომიკური პროექტების ავტორებს, რაც ნამდვილად საკადრისი პასუხი იყო. ჩვეულებრივ მოქალაქეებს ეს არ გამორჩენიათ. ურთულეს პერიოდში, როცა მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო (1947–1953 წლები), სტალინის პირადი ხელმძღვანელობით და უნიკალური ორგანიზატორული ნიჭის წყალობით, ექვსი წლის განმავლობაში ფასები ექვსჯერ შემცირდა. თუნდაც, აუცილებელი, პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასდაკლებები რად ღირს: პური ღირდა 5 მანეთი და 40 კაპიკი, – გახდა 1 მანეთი და 80 კაპიკი; საქონლის ხორცი ღირდა 26 მანეთი და 14 კაპიკი, გახდა – 10 მანეთი და 97კაპიკი; ღორის ხორცი – ღირდა 38 მანეთი და 17 კაპიკი, გახდა – 16 მანეთი და 86 კაპიკი; ქათმის ხორცმა 36-დან 14,40 მანეთამდე დაიკლო; ძეხვმა 40 მანეთიდან – 16,7 მანეთამდე; თევზმა 20 მანეთიდან – 8,30 მანეთამდე, კარტოფილმა 90 კაპიკიდან – 45 კაპიკამდე, ხოლო ყველი 78 მანეთიდან 36,8 მანეთი გახდა და ასე შემდეგ. როგორც ირკვევა, საშინელი ომის დამთავრების შემდეგ, არსებულ ბუნებრივ ეკონომიკურ კრიზისს ბელადმა თავი გაართვა ისე, რომ ფასებმა აუცილებელ პროდუქტებზე ომამდელ მაჩვენებლებსაც გაუსწრო.