ჩხუბი კულტურის სამინისტროსთან

ჩხუბი კულტურის სამინისტროსთან

რეჟისორმა ზაზა სვანაძემ კულტურის სამინისტროსთან აქცია მოაწყო - ბარ-რესტორნებში რუსული სიმღერების აკრძალვა გააპროტესტა და ხელისუფლება ქსენოფობიაში დაადანაშაულა.

ამან გააღიზიანა ხანში შესული გამვლელი მამაკაცი, რომელსაც ამერიკის დროშა ჰქონდა შემოხვეული.

მან სვანაძეს რუსეთის აგენტი უწოდა, შემდეგ დაარტყა კიდეც.

მამაკაცს სვანაძესთან ურთიერთობის ამ ფორმით გარკვევის გაგრძელება სურდა, თუმცა რეჟისორი გაიქცა.