რატომ არ იღებდა თავის დროზე ხმას ზურაბ ნოღაიდელი?

რატომ არ იღებდა თავის დროზე ხმას ზურაბ ნოღაიდელი?

ოპოზიციაში გადაბარგებულმა ექსპრემიერმა გასულ კვირას დააფუძნა ახალი პარტია „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“. რატომ არ იღებდა ზურაბ ნოღაიდელი ხმას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელიც ქვეყანაში სწორედ მისი პრემიერმინისტრობის დროს სუფევდა?

„კვირის პალიტრა“ შეეცადა თავად ზურაბ ნოღაიდელისგან მიეღო პასუხები ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც საზოგადოებას მის მიმართ გაუჩნდა.

საზოგადოებას აინტერესებსვიდრე ოპოზიციურ განცხადებებს გააკეთებდითარსებობდა თუ არა თქვენი დაჭერის საფრთხეცწაგართვეს თუ არა მილიონები...

- თქვენ როგორ ატყობთ, ვგავარ შეშინებულ ადამიანს, რომელსაც მილიონები მიატანინეს, რამე წაართვეს ან ჟარგონით რომ ვთქვა, - „დააწერეს?“

თქვენს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაზე ვიდრე ვისაუბრებდეთჯერ გავარკვიოთხელისუფლების იმედით ცდილობდით თუ არა ბიზნესში წარმატების მოპოვებასასემაგალითად, „არსენალის“ მიწის ყიდვის შესახებ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ „არსენალ დეველოპმენტსმა“ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეცთქვენ რა როლი მიგიძღვით ამაში.

- ჩემთვის სულაც არ არის საეჭვო ის, რომ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. საერთოდ, 2007 წლის შემოდგომიდან მთავრობის მიერ გამართულ ტენდერებში ხშირად მონაწილეობდა თითო-თითო კომპანია, იმიტომ, რომ საქართველოსადმი საინვესტიციო ინტერესი შემცირდა. დღეს საერთოდ, გაუარესებულია მდგომარეობა და ტენდერებში მონაწილეობის სურვილს  ერთი კომპანიაც აღარ გამოთქვამს.

კალა-კაპიტალის“ შექმნილია შპს „არსენალ დეველოპმენტსი“. გავრცელებული ინფორმაციით, „არსენალ დეველოპმენტსმა“ ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულების პირობები დაარღვიასექტემბერში ვერ გადაიხადა დაკისრებული გადასახადიხომ ვერ გვეტყვითახლა რა მდგომარეობაშია ეს კომპანია?

- ამჟამად, როგორც ჩემთვის ცნობილია, „არსენალ დეველოპმენტსსა“ და მთავრობას შორის მოლაპარაკებები წარმოებს ხელშეკრულების ახალ პირობებზე. ამ თემაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს შეეძლო ამ კომპანიისთვის სამართლებრივად მოეთხოვა პასუხიჩანსთქვენი დარჩენა „კალა-კაპიტალში“ დაწყებულ ბიზნეს-პროექტებს საფრთხეს უქმნიდაამიტომ ხომ არ მიიღეთ ბიზნესიდან წამოსვლის გადაწყვეტილება?

- არავის შეეძლო სამართლებრივად პასუხი მოეთხოვა „არსენალ დეველოპმენტსისთვის“, იმიტომ, რომ მისი პროექტი ჩავარდა მთავრობის მოქმედებების გამო და მისი განხორციელება რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლებელია. არ მინდა ამ თემის გაგრძელება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის მოლაპარაკებები, რომელიც ახლა „არსენალ დეველოპმენტსსა“ და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს, ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებასთან არავითარ კავშირში არ არის.

მაინც დავაზუსტოთ, „კალა-კაპიტალის“ ბიზნესპროექტებში გქონდათ თუ არა ჩადებული საკუთარი თანხები?

- არა, არც ერთი თეთრი არ მქონია ჩადებული ამ ბიზნესპროექტებში. ჩემი მოვალეობა გახლდათ მხოლოდ კომპანიების მართვა, მენეჯმენტი და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.

ბრძანეთრომ თქვენი შეშინება შეუძლებელიათუმცა აჭარაში თქვენი გუნდის წარმომადგენლებისა და ნათესავების დაჭერას თქვენს პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებთ.

- დიახ, აჭარაში ამ უდანაშაულო ადამიანების დაჭერა პირდაპირ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას. მათი დაკავება მოხდა მხოლოდ ერთი ნიშნით - ისინი არიან ზურაბ ნოღაიდელის მხარდამჭერები, ზოგიერთი ნათესავიც. ეს არის ხალხი, რომელიც მონაწილეობდა რევოლუციურ პროცესებში, ასლანის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ჩემ გვერდით იდგნენ ყველაზე  კრიტიკულ პერიოდში. ალბათ ჰგონია ვიღაცას, რომ მათი დაჭერით დიდ ზიანს მომაყენებს. ამით შეიძლება მხოლოდ დისკომფორტი შემიქმნან, მაგრამ ვიმეორებ, ჩემი შეშინება შეუძლებელია.

ეს ხალხი, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან, მე დავნიშნე თანამდებობებზე. ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, წესიერი ადამიანები... მათი დაკავება ალბათ იმასაც უკავშირდება, რომ 14 დეკემბერს ვგეგმავ პირველი რეგიონული კონფერენციის ჩატარებას ბათუმში. ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იქნება „საქართველო კლანების გარეშე“, „აჭარა კლანების გარეშე“. ყველამ მშვენივრად იცის, რომ აჭარაში დღეს არის სრულიად უავტორიტეტო, კორუმპირებული კლანი ვარშალომიძის და მისი რეგენტი მამის სახით, რომელთაც ჩვენ აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს იმ ყველაფრის გამო, რაც ხდებოდა ამ ბოლო წლების განმავლობაში. დავაბრუნებინებთ ყველა იმ უკანონოდ მითვისებულ წილს ბიზნესებში, რომელიც გააჩნიათ.

იქნებ დააზუსტოთრა ბიზნესწილები გაქვთ მხედველობაში?

- მე კონკრეტული ინფორმაცია მაქვს ყოველთვის, ჰაერზე არასოდეს ვლაპარაკობ. დაზუსტების დროც მალე მოვა, როცა საუბარი შედგება სასამართლოში ან გამომძიებელთან. ვარშალომიძეს თუ ახლავე არ დაატოვებინებენ თანამდებობას და, შესაბამისად, პასუხს არ აგებინებენ კანონის მთელი სიმკაცრით, მაშინ უკვე მის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობა მთლიანად გადავა საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტზე. ვიზრუნებთ, შევცვალოთ ეს ხელისუფლება და შემდეგ ყველას ყველაფერზე მოვთხოვთ პასუხს.

იყო დროთქვენ და ვარშალომიძე პარტნიორები იყავითგქონდათ ერთობლივი საკონსულტაციო ფირმა „ნოღაიდელიქავთარაძედამენიავარშალომიძე“. მის დანიშვნაში ლომის წილი მიგიძღვითშესაბამისადმის ქმედებებზე თქვენც ხომ გეკისრებათ პასუხისმგებლობა?

- დიახ, ვაღიარებ, გარკვეულწილად ვარშალომიძეზე პასუხისმგებლობა მეც მეკისრება. მაგრამ არა მის დღევანდელ ქმედებებზე, არამედ იმაზე, რომ ის იქ დაინიშნა თავის დროზე.

როდის გააცნობიერეთრომ აჭარაში ეს კლანები არსებობდა და რატომ არ ლაპარაკობდით ამაზე თუნდაც თქვენი პრემიერობის დროს?

- ჩემდა სამწუხაროდ, ნაწილობრივ ამ საკითხშიც მართალი ხართ. ამაზე პასუხისმგებლობა მეკისრება გარკვეულწილად, მაგრამ გეტყვით, რომ ხშირად მქონია საუბარი როგორც პრეზიდენტთან, ასევე შს მინისტრთან და  გენერალურ პროკურორთან აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე, იქ არსებულ კორუფციასა და სხვადასხვა პრობლემაზე.

სამწუხაროდ, ამაზე საჯაროდ საუბარი არ მქონია. აჭარას ნამდვილად აქვს იმდენი დამსახურება მთელი ქვეყნის და თუნდაც, ვარდების რევოლუციის წინაშე, რომ არ ჰყავდეს ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ლიდერი.

ამბობენთქვენი დაძაბულობა ვარშალომიძესთან მას შემდეგ დაიწყორაც მან ქობულეთის გამგებლობიდან თქვენი ნათესავი ნოღაიდელი გაათავისუფლა.

- ქობულეთის გამგებელი ნოღაიდელი მე არც დამინიშნავს და, შესაბამისად, არც მის მოხსნაზე მქონია რეაქცია. ჩემი პოლიტიკური გუნდის წევრი ის არასოდეს ყოფილა და მასზე პასუხს ნამდვილად არ ვაგებ.

მართალიააჭარელი ხართმაგრამ რა გააკეთეთ კონკრეტულად აჭარის რეგიონისთვისრატომ ელოდებითრომ იქ მხარდაჭერა გექნებათ?

- დარწმუნებული ვარ, ჩემი მშობლიური კუთხიდან, აჭარიდან საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა გვექნება. მე პოლიტიკაში ვბრუნდები არა მხოლოდ  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, არამედ გამარჯვების მოსაპოვებლად. ოპოზიციაში დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ. აჭარას რაც შეეხება, ის მე საქართველოს სხვა რეგიონებისგან არასოდეს გამომიყვია, ვინაიდან გახლდით საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი.

ადრე მოგება მთლიანად რჩებოდა რეგიონსთქვენ კი მისი ცენტრალიზაცია მოახდინეთ.

- ასეთი გადაწყვეტილება მაშინ სწორედ იმის გამო მივიღე, რომ  ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები კორუმპირებული იყო. ზედმეტი რესურსების ადგილზე დატოვება მხოლოდ და მხოლოდ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ უნდა შევქმნათ თვითმმართველობის ისეთი ახალი სისტემა, რომელიც რეალურ თვითმმართველობაზე იქნება დაფუძნებული,   ექნება საკუთარი რესურსებიც, რომელიც სწორად გადანაწილდება.

თქვენს პარტიას „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ჰქვიასაინტერესოამაშინ რამდენად იყავით სამართლიანიროდესაც ქვეყანაში ბიზნესმენებს ავიწროებდნენამასთან დაკავშირებით ხმას რატომ არ იღებდით?

- ჯერ ერთი, ჩემს თავს განვიხილავდი ტექნოკრატ მენეჯერად და შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებებს საერთოდ არ ვაკეთებდი.

თუმცაპრემიერ-მინისტრი იყო პოლიტიკური თანამდებობა და ვალდებული იყავით ქვეყანაში უსამართლობაზე ხმა ამოგეღოთ...

- მე მივანიჭე ამ თანამდებობას ის როლი, რომელსაც ჩემთვის საჭიროდ ვთვლიდი... პოლიტიკური განცხადებებისათვის ასპარეზი მთლიანად პრეზიდენტს და სხვებს დავუთმე.

შირნჰოფერის“ სკანდალის შემდეგ თქვენ ბრძანდებოდით ავსტრიაშისადაც გითხრესრომ საქართველოში ამ ფირმას ბიზნესში ხელს უშლიდნენ და გთხოვესრომ პრობლემა გამოგესწორებინათ. - ასე იყო?

- და საქართველოში ჩამოვედი თუ არა, ორ კვირაში გადავჭერი არსებული პრობლემა, „შირნჰოფერს“ იმპორტის საშუალება მიეცა. ავსტრიის კანცლერმა მაშინ ჩამაყენა საქმის კურსში, - თვეების განმავლობაში ეს ფირმა რომ ვერ ახორციელებდა ბიზნესს საქართველოში. დღეს კი ის არის ყველაზე აქტიური კომპანია იმპორტის თვალსაზრისით.

ვინ უშლიდა „შირნჰოფერს“ ხელს საქართველოში?

- ასეთი ინფორმაცია ჩემთვის არ არის ცნობილი და შესაბამისად, ვერ ვისაუბრებ.

თაბუკაშვილის სახლის დანგრევა ხომ იყო დიდი უსამართლობაროგორც პრემიერ-მინისტრმა რატომ ვერაფერი გააკეთეთ იმისთვისრომ ეს არ მომხდარიყო?

- თაბუკაშვილის სახლის დანგრევა იყო სერიოზული შეცდომა, რომელზეც ახლაც და მომავალშიც ყოველთვის იქნება საუბარი.

თქვენ ქვეყანაში მეორე პოსტი გეკავათპასუხისმგებლობას იზიარებთ თუ არა ყველა იმ უსამართლობაზერომელიც ქვეყანაში ხდებოდასაზოგადოებამ ახლა რატომ უნდა დაგიჯეროთ?

- საზოგადოება საბოლოო ჯამში შეაფასებს ყველაფერს არა იმით, თუ რა ვთქვი, არამედ იმით, რომ 2004-2007 წლებში ეკონომიკა საქართველოში წარმატებით ვითარდებოდა. ეს იყო ყველაზე წარმატებული წლები ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

რა ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებებზეა ლაპარაკიროდესაც 2007 წლის ნოემბერში უეცრად „მიხვდა“ ხელისუფლებარომ ხალხის უდიდესი ნაწილი არის ღატაკი... ვადამდელ არჩევნებზე კი მმართველი პარტიის მთავარი სლოგანი იყო „საქართველო სიღარიბის გარეშე“.

- მას შემდეგ, რაც ეს ლოზუნგი შემოვიდა დღის წესრიგში, საქართველო მხოლოდ და მხოლოდ ღარიბდება, სიღატაკე ღრმავდება. ერთი შეხედვით, თითქოს სწორ სოციალურ პროექტებზე ფულის დახარჯვა, რეალურად, იწვევს ინფლაციას, რითაც ისევ და ისევ ყველაზე დაჩაგრული მოქალაქეები ზარალდებიან. ეს ფენა უფრო ღარიბდება და ღატაკდება. აი, ასეთი  შედეგები მივიღეთ.

მას შემდეგრაც ოპოზიციური განცხადებები გააკეთეთსაზოგადოებისთვის ცნობილი გახადეს კონტროლის პალატის ის აქტირომელიც ფინანსთა სამინისტროს 2004-2005 წლების მუშაობას ეხებოდაამ მასალებით ირკვევარომ თქვენს უწყებაში ფინანსური დარღვევები აღმოგიჩინესაქედან გამომდინარერატომ გაქვთ ხელშეუხებლობის იმედი?

- ამ დასკვნას არ ვიცნობ, პირველად მესმის, რომ ასეთი მასალები არსებობს!

არის მოსაზრებაცრომ ყველა ყოფილ თანამდებობის პირზე მაკომპრომეტირებელი მასალები არსებობს და ხელისუფლება მათ საჭირო დროს გამოამზეურებს.

-კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი შეშინება ან ჩემზე რაიმე სახის ზეწოლა გამორიცხულია. ნებისმიერ მხარესთან დავჯდები და განვიხილავ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ჩემი საქმიანობის პერიოდს უკავშირდება.

კონტროლის პალატის დაბალი რანგის თანამშრომლები ჩემთვის არ წარმოადგენენ რამე სერიოზულ ავტორიტეტს იმისთვის, რომ რაიმე შეფასება მისცენ ჩემ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თუ სადმე იყო ვთქვათ, დარღვევა ხარჯებში, კი ბატონო, მზად ვარ ყველა ამ საკითხზე ნებისმიერ პირს გავცე პასუხი.

იქნებ ისიც გვითხრათსრულიად უქონელი ერთბაშად როგორ გახდით მილიონერიმამუკა ჯინჭარაძესთან რა კავშირი გქონდათ და მართლაც გიყიდათ თუ არა მან ჯიპი...

- მამუკა ჯინჭარაძე იყო ჩემი მეგობარი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 2005 წლის დასაწყისში. ჩვენ ვიყავით ბიზნესპარტნიორები. მქონდა სოლიდური ანაზღაურება, შედეგად ბინაც ვიყიდე და მანქანაც. მე მაშინ ვმონაწილეობდი ორ ბიზნესში, ორივე დეკლარირებულია. ვიყავი „სახალხო ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე, მქონდა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უკვე აღნიშნეთ.

თქვენ იყავით „ბაზისბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელიცშემდეგ  სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას სანდო პირებზე გადააფორმეთ თქვენი წილიყოველთვის იყო საუბარირომ ამ ბანკს თქვენი პრემიერმინისტრობის პერიოდშიც რეალურად თქვენვე აკონტროლებდით...

- მე ყოველთვის ღიად ვმონაწილეობდი ბიზნესში. პრემიერმინისტრობის დროს კი არ მქონია არავითარი წილი „ბაზისბანკში“ და ის არც სანდო პირზე გადამიფორმებია. პარლამენტში შემოსავლების და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარედ როცა ამირჩიეს, ჩავთვალე, რომ „ბაზისბანკიდან“ უნდა წამოვსულიყავი. შემოსავლებსა და გადასახადებზე ზედამხედველობა და ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებლად ყოფნა ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდა.

ახლახან თქვენ ხელისუფლების შეცდომად შეაფასეთ 7 ნოემბერი.

- 7 ნოემბერი იყო მთავრობის უდიდესი შეცდომა, ამაზე უფრო დიდი, დანაშაულებრივი შეცდომა მხოლოდ 8 აგვისტო გახლდათ. ეს არის შეფასება, რომელიც ახლა შემიძლია მოგცეთ. მთავრობა ამ შედეგებს იმკის და ბოლომდე მოიმკის. ეს თემა არ გადავა დღის წესრიგიდან, ვიდრე ეს ხელისუფლება იარსებებს!

როგორ ფიქრობთსააკაშვილს ვადამდელი საპარალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა ისევ მოუწევს?

- არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს მთავრობა შეძლებს არჩევნების კანონით განსაზღვრულ ვადამდე მიღწევას. ხელისუფლება არის სრულ აგონიაში, მისი მოქმედებები კი არაადეკვატურია. ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებების გამო საქართველო კვლავ მოსალოდნელი ხიფათის წინაშე დგას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კიდევ ომი, ეს არის დამატებითი ტერიტორიების დაკარგვა, ლტოლვილების დამატება და არა საქართველოს გამთლიანება.

როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს?

- ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ხელისუფლების საქმე რთულადაა. ზურაბ აბაშიძის მოქმედება მე მგონი ყველაზე ადეკვატურია. ჩემი აზრით, ახლა მთავრობაში მისვლის კი არა, გაქცევის დროა. ნაღდად არ მესმის იმ ადამიანის, რომელიც ახლა მთავრობაში მუშაობას დათანხმდება...

თქვენი აზრითხელისუფლებას რატომ ჩამოაშორეს კახა ლომაია?

- ასეთი ცვლილებები შესაძლოა, ირაკლი ალასანიას ფაქტორსაც უკავშირდებოდეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სურდა ირაკლი ალასანია თვითონ კი არ გადამდგარიყო, არამედ გადაყენებულად მიეჩნიათ. ამიტომ ამათ საგარეო საქმეთა მინისტრი გაანთავისუფლეს და ელჩები გამოიწვიეს... ირაკლი ალასანია თუ პოლიტიკურ აქტიურობას აპირებს, რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ გადადგება თუ გადაყენებული ელჩი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში იმოქმედებს ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.

თქვენ თუ ელოდითრომ ირაკლი ალასანია განცხადებას დაწერდა და გადადგებოდა?

- ამას მთელი საქართველო ელოდა და ჩემი აზრით, ძალიან სწორადაც მოიქცა...