რა გეგმა აქვთ ამერიკელებს საქართველოში?!

რა გეგმა აქვთ ამერიკელებს საქართველოში?!

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. რაც მართალია, მართალია, ძალიან მაგრად პატრონობს ჯონ მაკკეინი თავის შვილობილად მონათლულ აგენტს. აი, რატომ შეუწყვიტა სააკაშვილმა "ნაცმოძრაობას" დაფინანსება და რატომ გაეცალნენ პარტიას მამალი "ნაციონალები". ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ახლა მას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევს. იურისტების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის საჭირო პროცედურები იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიწყოს. ეს არ ხდება ავტომატურად, მომზადდება დასკვნა, წარედგინება გიორგი მარგველაშვილს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასობაში უკრაინული "ვიკილიქსი" აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილისა და სენატორ ჯონ მაკკეინის პირად მიმოწერას.

სააკაშვილი: როდის დაიწყება მოწოდება?

მაკკეინი: მე ვცდილობ, მძიმე ტექნიკა მოგაწოდოთ, მაგრამ ჯერ არ არის მზად. ჩვენი კომპანიები იცდიან. როგორც მე ვთქვი, ვოვას (პუტინს) დედას... მას უნდა, რომ პიარი გაიკეთოს მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

სააკაშვილი: რაზე ლაპარაკობ? ვერ მივხვდი.

მაკკეინი: ჩვენმა ბიჭებმა უკვე იმუშავეს ფიფას მაღალჩინოსნებთან, რუსული ქრთამი გამოჩნდება და ჩვენ ამის შესახებ განვაცხადებთ.

სააკაშვილი: ეს დიდებულია, შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაც გაუქმდეს?

მაკკეინი: ეს სულელი ტრ...კი ბლატერი ჩვენ გზას გვიღობავს. თუმცა, თუ ის ჩაერევა და ეცდება, ისევ თავმჯდომარეობას, ვერ გავა. ამ პოზიციაზე ჩვენ უკვე გვყავს ჩვენი კაცი.

სააკაშვილი: რუსებმა არ იციან, როგორ ითამაშონ ფეხბურთი. ის (პუტინი) გაბანძდება მთელ მსოფლიოში, თუ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში აღარ ჩატარდება.

მაკკეინი: მართალი ხარ. მოგვიანებით ვისაუბროთ რიგის შესახებ... სხვათა შორის, თვალი არ მოაშორო პეტერს (პოროშენკოს), თორემ ჩვენი გეგმები ვერ იმუშავებს.

როგორც ხედავთ, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მაღალი დონის აფიორაშია ჩართული, სადაც ფიგურირებს იარაღიც და ფიფაში მიმდინარე მოვლენებიც. რა მოხდა, რატომ შეცვალეს გეგმა ამერიკელებმა, რატომ შეუცვალეს სააკაშვილს სამარშრუტო ტრაფარეტი, სადაც "საქართველო" აღარ წერია? როგორც დნეპროპეტროვსკის ოლქის ექსგუბერნატორი, იგორ კოლომოისკი აცხადებს: "ახლა სააკაშვილი ჩააბარებს მოსკოვს ოდესას და მერე ჩვენ ბრძოლით მოგვიხდება მისი დაბრუნება". აქ კოლომოისკი ცდება, კრემლი ჩაბარებულს არასოდეს აბრუნებს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ქრონიკასთან" საუბარში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არის რეალობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება:

- დავიწყოთ იქიდან, რომ "ნაცმოძრაობიდან" რამდენიმე ადამიანი წავიდა... თუ სხვა ქვეყნებში ფული ბევრს ნიშნავს, ჩვენთან ფული ყველაფერს ნიშნავს. მე ადრეც გითხარი, "ნაციონალების" ფინანსური წყარო უშრეტი არ არის-მეთქი. თუ უახლოეს ისტორიას გადავხედავთ, მთელ მსოფლიოში ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას პრობლემები ეწყება მაშინ, როცა უწყდება დაფინანსება. გარდა ამისა, "ნაციონალები" ხედავენ ერთ რამეს: ივანიშვილის ხელისუფლების რეიტინგი კი მცირდება, მაგრამ მათი არ იზრდება. თავიდან ეგონათ, თუ "ოცნებას" ნდობა დააკლდება, ჩვენ მოგვემატებაო. ამ დღეებში სულ ვისმენ ჩვენი ე.წ. ექსპერტების გამოსვლებს, ახალი სატელიტური პარტია იქმნება "ოცნებასთან" ერთადო. ეს ყველაფერი მიმაჩნია ზღაპრებად. უბრალოდ, "ნაცმოძრაობაც" იყო ერთ კაცზე აგებული პარტია, ის ერთი კაცი წავიდა, ცოტა ხანს უკრაინიდან მართა, აფინანსა, ახლა სხვა რეალობა შეიქმნა და დაიწყო კიდეც პრობლემები. დეგოლსაც ასე მოუვიდა, როცა წავიდა და სააკაშვილი გამონაკლისი იქნება?

როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობაშიიცოდნენრომ მიშა საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყოდამომავალ არჩევნებში აღარ იბრძოლებს და პავლეებმა თუ სავლეებმა ამიტომაც დაახვიეს.

- რასაკვირველია, იცოდნენ... ერთი პერიოდი იყო ინფორმაცია, თითქოს მიშა აპირებდა 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მიხვდა, რომ არაფერი გამოუვა და ხელი ჩაიქნია. ძალიან ძნელია, დაუსწრებლად მოხვდე პარლამენტში, მერე რაღაც თანამდებობაზე აგირჩიონ და ვინმემ ხელშეუხებლობის გარანტია მოგცეს. ეს გამორიცხულია, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილს უკრაინაში სხვა პერსპექტივები აქვს. უკრაინელი ექსპერტების თქმით, თუ ოდესაში გაამართლა, ეს ტრამპლინი იქნება.

რა ტრამპლინი იქნებარას უმიზნებს?

- სააკაშვილი მაინც მიდის დიდ რისკზე, ეს ჩვენ ვართ თბილისელები, ვიღებთ ნებისმიერ მერს, რომელმაც დედაქალაქის ქუჩებიც კი არ იცის. კი, თქვენთან დაიწერა ნარმანიაზე, შენ თბილისი არ მიგიღებსო, მაგრამ მშვენივრად მივიღეთ, თუ ვიღაცას არ მოსწონს, სულ ფეხებზე ჰკიდია ნარმანიას. აგერ, თავისი ჩლიფინა აქცენტით გვეუბნება, მე რამდენი მრჩეველი მეყოლება, თქვენი საქმე არ არისო. ამას ჩვენ გვეუბნება, თბილისელებს. ოდესა ძალიან სპეციფიკური ქალაქია, ეს ყოველთვის იყო ქურდების ქალაქი.

ჰოდაახლა მიხედავს მიშა ქურდებს.

- ჰო, ან მიხედავს, ან არა... გარდა ამისა, ოდესაში იყო ებრაული მენტალობა, ყველაფერს ებრაული რბილი ირონიით უყურებენ. მიშას ძალიან გაუჭირდება, მისი მოღვაწეობა ძალიან რთული იქნება. თუ ეს გამოცდა ჩააბარა, მაშინ გზა გახსნილი იქნება კიევისკენ. აქ არ არის ლაპარაკი პრეზიდენტობაზე, ან პრემიერ-მინისტრობაზე, მისი ჭერი იქნება ვიცე-პრემიერობა. უკრაინელი ნაციონალისტები მაგას პირველ პირად არასოდეს მიიღებენ. თუ ოდესაში რამე შეეშალა, ჩათვალე, რომ მისი კარიერა დამთავრებულია. აქ ერთი რამეა მთავარი, სააკაშვილი გამოდის რეალობიდან, ის მიხვდა, რომ უახლოეს მომავალში მისთვის აქ პერსპექტივა არ არსებობს. როგორც ჩანს, უკვე ადეკვატურად აფასებს მოვლენებს, არ გამართლდა "ნაციონალების" იმედები. არადა, ოპოზიციისთვის ამაზე კარგი ფონი არ არსებობს - არეულია როგორც შიდა, ისე გარე სიტუაციები. სხვათა შორის, ახლა აღმოჩნდა, რომ რიგის სამიტზე, საიდანაც ჩვენ ხელცარიელი გამოგვიშვეს, 7 ქვეყანას მისცეს ფარულად ვიზა-ლიბერალიზაცია. თანაც არ იკითხავ, ვის? ტუვალუს, ტობაგოს, ტრინიდადს, დომინიკელთა რესპუბლიკას და ასეთ ხურდა-მურდა ქვეყნებს. ტუვალუს მისცეს, რომელმაც თავისი აღიარება ხუთჯერ გაყიდა სამხრეთ კორეასთან, მერე იყო აფხაზეთის აღიარება, ამის შემდეგ აქედან მისცეს ფული ამერიკელებმა, უარი თქვეს და ასე შემდეგ. ამის შესახებ ჩვენმა მთავრობამაც იცის, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მიუხედავად ასეთი ფონისა, მიშას მაინც არ აქვს საქართველოში პერსპექტივა და რა ქნას ახლა, აქეთ "ნაცმოძრაობას" ფული აყაროს და იქით კიდევ დონ კიხოტივით ირბინოს?

უკრაინულმა "ვიკილიქსმაგამოაქვეყნა სააკაშვილისა და მაკკეინის პირადი მიმოწერასაიდანაც რამდენიმე საკითხი იკვეთება - მაგრად აქვთ ჩაყოფილი ცხვირი იარაღისა და ფიფას საქმეებში.

- ბლატერი მეხუთედ აირჩიეს, ფიფას ამბებში არაფერი არ გამოუვიდათ. იცი, მანდ რა მოხდა? ამერიკელებმა საქმე ჩააწყვეს პლატინისთან, უეფას პრეზიდენტთან, რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა და თქვა: მე ბლატერს შევხვდი და ვურჩიე, არ იყაროს კენჭიო. თუმცა უარი მითხრაო. მერე პუტინი გამოვიდა, ამერიკელებს ვინ ეკითხება, მიჰქარავენ, ბლატერი ძალიან კარგი კაციაო. მანდ ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფიფაში უფრო მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული, ვიდრე გაეროში. ფიფაშია 209 ქვეყანა და ანგარიშზე უდევს ტრილიონ-ნახევარი დოლარი, ხოლო გაეროში - 198 ქვეყანაა. სადაც ამდენი ფულია, იქ ქრთამიც არსებობს და გარიგებებიც, მაგრამ ბლატერი ისევ აირჩიეს. აქ ისევ პუტინმა გაიტანა თავისი, მან ფულით მიიღო სოჭის ოლიმპიადა და ასევე ფულით მიიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებას არავინ არ შეცვლის, მაკკეინი მიშას უყვება თავის ზღაპრებს.

აქ ერთი საინტერესო დეტალიამაკკეინი ეუბნება სააკაშვილსრიგაში თვალ-ყური ადევნე პეტერსარაფერი გამოგეპაროსთორემ ჩვენი გეგმები ჩაიშლებაოეს რას ნიშნავს?

- ეს ნიშნავს იმას, ყურადღებით იყავი, პეტრემ კურსიდან არ გადაუხვიოსო. იყოს და უყუროს, ეგ აღარაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ის ვიკითხოთ, მარგველაშვილი რას თამაშობს? შედგა თავის პრინციპზე და აღარ ჩამოდის.

ბატონო სოსოჩემი აზრითეს უპრინციპო პრინციპია.

- მარგველაშვილს მხოლოდ ერთი კოზირიღა დარჩა ამ თანამდებობაზე, ვგულისხმობ ავლაბრის სასახლეს, ამით ის ივანიშვილთან თანაბარ პოზიციებს ინარჩუნებს და არ ემორჩილება. ამის დაკარგვა არ უნდა და ამიტომაც იქცევა ასე.

ეს კოზირი რაში გამოადგება?

- ხალხის თვალში პრინციპული ადამიანის როლს თამაშობს. როდესაც ხალხი იმედგაცრუებულია და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ეცემა, აქ უკვე ჩნდება ვაკუუმი, რომელიც ვიღაცამ აუცილებლად უნდა შეავსოს. "ნაციონალები" ამ ვაკუუმს ვერ შეავსებენ, არასაპარლამენტო ოპოზიციას ამ საარჩევნო კანონით შანსები შეზღუდული აქვს. ამ კანონს საფუძვლიანად არავინ შეცვლის, დროს გაჭიმავენ, ბოლოს უსუფაშვილი გამოვა და იტყვის: კი, ჩვენ კანონი არ მოგვწონს, უნდა შეგვეცვალა, მაგრამ 2016 წლამდე ვერ ესწრება, მერე ვიმუშავებთო. მარგველაშვილი ჯერ კიდევ ელოდება არჩევნებამდე პერიოდს, მისი შანსები დიდ პოლიტიკაში მოსვლისა, ჯერ კიდევ ბჟუტავს, ბოლომდე არ ჩამქრალა.

სასახლიდან არგამოსვლა უფრო იწვევს ხალხში გაღიზიანებას.

- სასახლე ერთი მხრივ გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ მეორე მხრივ იწვევს კმაყოფილებას, რომ ვიღაცა ბედავს და ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილება. იგივე ალასანიამ გაბედა, არ დაემორჩილა, მაგრამ ივანიშვილმა ჩააჩოჩა. ახლა დარჩა მარგველაშვილი, მთავარსარდალი, ვერაფერს ვერ უზამ. მისთვის სასახლე არის უკანასკნელი კოზირი, ფეხს არ მოიცვლის იქიდან, თუ ძალის გამოყენებით არ გამოაგდეს. დღეს ხალხს ის უფრო აინტერესებს, რატომ არ ასრულებს ივანიშვილი დაპირებებს, ვიდრე ის, სად იქნება პრეზიდენტი. გაიხსენე, როგორ ლაპარაკობდა ბატონი ბიძინა კარტელურ გარიგებებზე და როგორ შეუტია პირველივე დღეებში ფარმაცევტულ კომპანიებს. დღეს რა გამოდის? ივანიშვილიც პრაქტიკულად მაგათ შეეკრა - წამლებზე ფასები ძვირდება, საწვავზე ფასები ძვირდება, ისევ კარტელური გარიგებებია, აბა, რა ჯანდაბაა? როდესაც საწვავის შემომტანი 5 კომპანია ერთდროულად აძვირებს ბენზინს 10 თეთრით, აქ ივანიშვილის ინტერესი არ არის?

ივანიშვილს რაში სჭირდება ამათთან გარიგება?

- გარიგება არ სჭირდება... აქ არის კლასობრივი ინტერესი. ახლა მარქსისტივით ნუ მალაპარაკებ, არასოდეს ვყოფილვარ მარქსისტი, მაგრამ აქ უკვე საქმე გვაქვს მდიდრულ სოლიდარობასთან. მაშინ ამიხსნას ვინმემ, ყველა სფეროში რომ კარტელური გარიგებაა, რატომ არ უვლის ამ ყველაფერს ივანიშვილი? ის შეეკრა თავის კლასობრივ საზოგადოებას, ხმას არ იღებს. მახსოვს, რა გაცოფებული ეჩხუბებოდა "ავერსის" უფროსს, კურტანიძეს, შენ მე მასწავლი მაგას, საჩხერეში საავადმყოფო რომ გავხსენი, წამლები ვერ შემოვიტანეო. პირველ დღეებში შეშინებულებმა დასწიეს ფასები, ბენზინიც გაიაფდა, ერთი თვის შემდეგ შეხედეს, ივანიშვილმა მხოლოდ ხალხის დასანახად დაგვტუქსაო და ისევ მშვენივრად დაიწყეს ყველაფრის გაძვირება. ეს რატომ გავიხსენე? დღეს საქართველოში ფონია ისეთი, რომ ამას ჭკვიანი ადამიანი სათავისოდ გამოიყენებს, მარგველაშვილი ჩასაფრებულია და ელოდება თავის საათს. მან გარშემო შემოიკრიბა გაწონასწორებული მრჩევლები. ძალიან ჭკვიანები არ ჰყავს, მაგრამ არც ძალიან სულელები არიან. მარგველაშვილი თავის მომავალზე ფიქრობს და ეს არ მიკვირს, უბრალოდ მე ერთი რამ მაფიქრებს, ამერიკელები დაუშვებენ "ნაციონალების" დასუსტებას და გაქრობას? თუ მათ საბოლოოდ ფსონი "რესპუბლიკელებზე" დადეს, მაშინ დაუშვებენ.

რიჩარდ ნორლანდი ზურაბ ჯაფარიძეს შეხვდაეს არაფერზე მიგანიშნებთ?

- ფაქტია, რომ ნორლანდმა დაიბარა და რაღაც ინსტრუქციები მისცა. აქ აშკარად წავიდა რაღაც გადათამაშება და კიდევ მიდის დუღილი კულუარებში. ნორლანდს თავისი თავის ტკივილი აქვს, ანგარიში ხომ უნდა გაგზავნოს თეთრ სახლში? "ნაცმოძრაობა" რომ ხელში შემოეშალოს, არ ეტყვიან, შენ თბილისში რისთვის ზიხარო? ვხედავ მეორე ვარიანტსაც - ნუ გამოვრიცხავთ, რომ მაგათ "ნაციონალებზე" ხელი ჩაიქნიეს და "რესპუბლიკელები" ჰყავთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც სჭირდებათ სარეზერვო ძალა. უახლოეს დღეებში უფრო გამოიკვეთება სიტუაცია და ვნახავთ, რა გეგმა აქვთ ამერიკელებს.