საიდან აქვთ გივი თარგამაძეს, ირმა ნადირაშვილს, გიგა ბოკერიას საიდუმლო ინფორმაციები?

საიდან აქვთ გივი თარგამაძეს, ირმა ნადირაშვილს, გიგა ბოკერიას საიდუმლო ინფორმაციები?

"ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციების მოწყობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, სახელმწიფო უწყებებში მიდის ფარული მუშაობა. მიხეილ სააკაშვილის ბანდის წევრების მთავარი ამოცანაა, მოახდინონ ხელისუფლების დისკრედიტაცია.

თუ რა ხდება კონკრეტულად, ამაზე "ალიას" "სახალხო კრების" წევრი, ლაშა ამირეჯიბი ესაუბრა:

- დღეს "ნაციონალებს" ჰგონიათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დასუსტებული. მაგათ დაინახეს, რომ მოხდა რამდენიმე მკვლელობა, რამდენიმე ყაჩაღობა და დაიწყეს საინფორმაციო კამპანია: ნახეთ, პოლიცია ისე ვერ მუშაობს, როგორც ადრე მუშაობდაო. სამწუხაროდ, ამას ემატება ერთი ფაქტორი... გინდა მეხუთე კოლონა დაარქვი, გინდა - მეშვიდე, დღეს ყველა სამინისტროში ხუთიდან სამი თანამშრომელი არის "ნაციონალი". ახლა ვსვამ კითხვას: საიდან აქვთ გივია თარგამაძეს, ირმა ნადირაშვილს, გიგა ბოკერიასა და სხვებს საიდუმლო ინფორმაციები? საიდან და მათ სახელმწიფო უწყებებში ჰყავთ აგენტები, თანამშრომლები, თავიანთი ხელქვეითები, რომლებიც სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას. შე მამაცხონებულო, გაყარე ეს დედამოტ...ნულები, გაუშვი სამსახურებიდან, თუ არ გინდა, რომ გივია თარგამაძეს ჰქონდეს შენზე ყველა სახის ინფორმაცია. მე თუ ვიცი, ლაშა ამირეჯიბმა, რომ შიგნით მას ჰყავს ინფორმატორები, შენ არ უნდა იცოდე? არადა, კარგად იციან ყველაფერი. მერე ადამიანები ფიქრობენ: ბიჭო, ესენი განგებ ხომ არ აკეთებენ ასეთ რაღაცებს? გაიგეთ, ნებისმიერი უწყებიდან გადის ნებისმიერი ინფორმაცია - სასჯელაღსრულების სამინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სხვა სამსახურებიდან. ამის აღკვეთას რა უნდა, ეს ხომ ოდესღაც უნდა დამთავრდეს? რა ვეღარ მიხედეს იმ ადამიანებს, რომლებსაც გააქვთ ინფორმაცია გარეთ და მიაქვთ "ნაციონალებთან"?! მე გულწრფელად ვამბობ ერთ რამეს: ძმაკაცურად შემეცოდა პარლამენტში მისული ირაკლი ღარიბაშვილი, გამოვიდა თარგამაძე და მწარე რაღაცები უთხრა.

შენ იმ პერიოდს გულისხმობროცა პარლამენტმა მთავრობა ხელახლა დაამტკიცა?

- დიახ... მე მაშინ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი რამე არ იცოდა - რა ხდება აეროპორტში, რა ხდება ციხეებში, რა ხდება ქუჩაში, ვინ არის დარბაისელი და ასე შემდეგ. არ შეიძლება, პრემიერ-მინისტრმა ყველაფერი იცოდეს, მას უამრავი საქმე აქვს, მაგრამ რისთვის არიან სხვები, რას აკეთებენ, ხომ უნდა მიაწოდონ სწორი ინფორმაცია?

დღეს "ნაციონალებს" იერიში აქვთ მიტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ძალიან ცუდად აიგდეს ჭიკაიძე, ყველანაირად ცდილობენ, როგორმე გააშარჟონ. უკვე დათესეს საზოგადოებაში აზრი, რომ ამ კაცმა ლაპარაკიც არ იცის და საქმე როგორ უნდა გააკეთოს? დედის მაგისამ, ვანო მერაბიშვილი ბულბული იყო, აი! ეგ იყო, თუ იყო, ლაპარაკი საერთოდ არ იცოდა, მაგრამ ამათ უკვე მოახერხეს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვა და იმის შეგრძნება, რომ ქვეყანაში ხდება საშინელება და არის დესტაბილიზაცია, არავინ არ მუშაობს, არავინ არაფერს არ აკეთებს და ასე შემდეგ. აი, ამ მიმართულებით "ნაციონალები" მიზანმიმართულად მუშაობენ. რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ? როდესაც შენ გამუდმებით ურტყამ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქ მუშაობს ქართული გამონათქვამი: "შეძახილმა ხე გაახმო". "ნაციონალების" წისქვილზე წყალს ასხამს მთავრობისა და პრეზიდენტის კინკლაობაც.

სხვათა შორისდღეს მარგველაშვილს ისეთები აგინებენადრე გასუსულები რომ იყვნენ და ლამის მას ხელზე ჰკოცნიდნენახლა ყველამ აიშვათურმე პრეზიდენტმა დავით საგანელიძეს ბავშვის დაბადება არ მიულოცარომელიღაც მინისტრს გამარჯობა არ უთხრარომელიღაც მინისტრს ხელი არ ჩამოართვამე მაქვს ინფორმაციარომ მარგველაშვილის გამოყვანა უნდათ ავლაბრის რეზიდენციიდან და ასეთი აჟიოტაჟი ამიტომ არის ატეხილი.

- სადაც უნდათ, იქ წასულან, ამათ კინკლაობაში საზოგადოება ზარალდება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი გარეთ გამოაქვთ, ამათზე რა უნდა ვთქვა? ქალაჩუნები არიან, რა დროს მილოცვებსა და გამარჯობაზე ლაპარაკია? საკუთარ თავზე ილაპარაკონ, ხალხს რა გაუკეთეს? თვითონ საგანელიძემ საზოგადოებას რა გაუკეთა? საერთოდ რა ალაპარაკებთ? ამათ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი რომ არ ჰყავდეთ მფარველად, აქამდე თავზე დაემხობოდათ მთელი პარლამენტი. ივანიშვილის ბოლო გამოსვლიდან თუ ვიმსჯელებთ, მას კიდევ აქვს დიდი ავტორიტეტი საზოგადოებაში. მან გააკეთა ის, რასაც ვერავინ ვერ გააკეთებდა და ეს ფაქტორი მუშაობს, მან მოაშორა მიშა სააკაშვილი. დაუკვირდი, როგორც კი ხელისუფლებას უჭირს, მაშინვე წინა პლანზე გამოდის ბიძინა ივანიშვილი და იწყებს ლაპარაკს. დღეს რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ და უარვყოთ, ეს ადამიანი არის ხელისუფლებისა და საზოგადოების გენერატორი, მაგრამ ვერ იქნება ცოცხი, რომლითაც "ნაციონალები" უნდა გახვეტო, ეს საქმე მთავრობის, მინისტრებისა და საზოგადოების გასაკეთებელია.

აქამდე გასაგები იყოპრეტენზიები ჰქონდა ივანიშვილს პრეზიდენტთან და ამაზე ღიად ლაპარაკობდამაგრამ ახლაროცა ყველა მას მიესიაგამარჯობას არ გვეუბნებაოეს უკვე მარაზმია.

- ამათ იფიქრეს, რომ ივანიშვილმა მწვანე აუნთო და ყველამ თავისებურად დაიწყო. გასაგებია, ბატონი ბიძინა პირდაპირ მთქმელი კაცია, ის ამჟამად მოქალაქეა, არავითარი თანამდებობა არ უკავია და ასეც უნდა იყოს. ისე, ყველაზე კარგი ის იქნებოდა, რომ ეს გარჩევები გაგრძელებულიყო კაბინეტში და არა სახალხოდ. კაბინეტში შეუძლიათ დახოცონ ერთმანეთი, ამას სახალხოდ რატომ აკეთებენ? რატომ იკნინებენ თავს და რატომ აკნინებენ პრეზიდენტს? ბოლოს და ბოლოს, ამით ვის საქმეს აკეთებენ? მარგველაშვილი მაინც პრეზიდენტია, ქვეყნის სახეა. კი, მაგრამ ესენი არ იყვნენ, რომ გვარწმუნებდნენ, მარგველაშვილი მაგარი პრეზიდენტი იქნებაო? ჯერ ამაზე მოიხადონ ბოდიში და მერე აკრიტიკონ! ამათ სხვა საქმე აქვთ გასაკეთებელი, მაგრამ არ აკეთებენ, თუ სახელმწიფო სამსახურები არ გაიწმინდა გიგა ბოკერიას ხალხისგან, გივია თარგამაძის ხალხისგან, უარეს ამბებს უნდა ველოდოთ. შეიძლება ესენი ინფორმაციების რაღაც ნაწილს იგონებენ, მაგრამ დიდ ნაწილს სახელმწიფო უწყებებიდან იღებენ, იქიდან ჟონავს. როგორც კი საქართველოში მოისპობა მეხუთე კოლონა, ეგრევე დაწყნარდება სიტუაცია და უფრო მშვიდად იქნება ხელისუფლებაც, უფრო მშვიდად იცხოვრებს საზოგადოება. აღარ იქნება რაღაც მაიმუნობები და თამაშები, ანუ საზოგადოებაზე მანიპულირება.

სამი დღის წინ პრემიერ-მინისტრი შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსსადაც გადაწყდარომ უნდა გააქტიურდეს პარტია "ქართული ოცნება", უნდა გააქტიურდნენ დეპუტატები და რაც მთავარიაბევრი რამე უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდანროგორ ფიქრობეს შესაძლებელია?

- ზოგიერთი დეპუტატი ტრაკიდან თუ გააქტიურდება, ჰო, მაგრამ ისე არა მგონია. სხვათა შორის, ჯერ კიდევ არ არის გვიანი, აქამდე რომ გააქტიურებულიყვნენ, უკეთესი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მე მიხარია, თუკი პრემიერ-მინისტრი ამას მიხვდა, მაგრამ ახლა ზვიად ძიძიგური რომ რუსთავში ჩავიდეს, იქაურებს რა უნდა უთხრას, ბოდიში, აქამდე რომ გემალებოდითო? ამათ ხალხის ნდობა დაკარგეს, როდესაც შენს ამომრჩეველთან არ მიდიხარ, არ ელაპარაკები, არ აგვარებ მის პრობლემებს, არ ეხმარები, უნდა იცოდე, რომ იმას შენ მაგრად ჰკიდიხარ. ახლა ამიხსენი, რომც მოინდომონ და ეს ჩვენი მაჟორიტარები რეგიონებში ჩავიდნენ, ხალხს რა უნდა ელაპარაკონ? კითხვებზე პასუხები რანაირად უნდა გასცენ? მე მართლა გული მტკივა, რომ ასე ხდება, ამათ საქმე ისე გაიხადეს, ხალხთან სალაპარაკოც კი არაფერი აქვთ არც ზვიად ძიძიგურს და არც დანარჩენებს, გუბაზ სანიკიძეს კიდევ. აქ ერთი რამეც უნდა ვთქვა: ირაკლი ღარიბაშვილს აქვს იმდენი მარიფათი და საშუალება, რომ მარგველაშვილს პასუხი გასცეს, არ არის საჭირო ამდენი ვაზელინწასმული დეპუტატი და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან დახმარება. ვითომ ირაკლის პატივისმცემელი დეპუტატები ისე უნდა მოიქცნენ, რომ სიტუაცია განიმუხტოს. ესენი ცეცხლზე ნავთს ასხამენ, არ არის ირაკლი ის კაცი, პასუხი ვერ გასცეს ვინმეს და რამე შეარჩინოს.

დაბოლოსროგორ უნდა გაუწიოს საზოგადოებამ "ნაციონალურფსიქოზს წინააღმდეგობათუნდაც ხელისუფლებას დავანებოთ თავიამ შემთხვევაში საზოგადოებამაც უნდა გააკეთოს რაღაცასხვათა შორის, "ქართული ოცნებისწევრები უკვე აღიარებენრომ თითქმის ყველა ტელევიზია "ნაციონალებისსამსახურშია.

- თუკი ჩაკეტავენ იმ საინფორმაციო წყაროებს, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, "ნაცმოძრაობა" ვეღარაფერს ვეღარ იზამს. ეს ძალა სულდგმულობს აგენტურით, რომელიც ჩანერგილია სხვადასხვა უწყებებში. თუ ეს ნაკადი ჩაიკეტება, ჩათვალე, რომ "ნაცმოძრაობა" დამთავრებულია. უკვე ორი წელიწადია, საზოგადოება ამას ითხოვს. მე პირადად უკვე აღარ მიკვირს, რაც ხდება. აღარც საზოგადოებას უკვირს. შენც ძალიან კარგად იცი, რაც მოხდა ლალი მოროშკინასთან დაკავშირებით - ადამიანი მივიდა ერთ უწყებაში, გადასცა მასალები და მეორე დღეს ეს ყველაფერი აღმოჩნდა ირმა ნადირაშვილთან. ვერ გავიგე, ეს კარგი გაკვეთილი არ უნდა ყოფილიყო ამ ხელისუფლებისთვის?! თუ არ მიეხედა ამ საქმეს, ქვეყანაში სულ იქნება დესტაბილიზაცია, სულ იტივტივებენ "ნაციონალები", არ მოგვასვენებენ და ფერნაცვალი დამნაშავეები ისევ მობრუნდებიან ხელისუფლებაში!