34 წლის კაცი, რომელიც რუსთავში, რუსთაველის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის მე-2 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნათია მინდაძემ დაუდასტურა.
ახალგაზრდა კაცი სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში ერთ კვირაზე მეტხანს იყო მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მე-2 სართულზე კონდიციონერს ამონტაჟებდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადმოვარდა.