10 ივლისიდან დედაქალაქის ქუჩებში ახალი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდება, მგზავრობის საფასური კი პირველ ეტაპზე ისევ 50 თეთრი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით “თბილისისმ იკროავტობუსი” ფასის მატებას არ აპირებს. არადა, რამდენიმედ ღის წინათ კომპანიის წარმომადგენელი დავით ასანიძე ახალი მანქანების ხაზზე გაშვებისთანავე მგზავრობის საფასურის 80 თეთრამდე გაზრდას არ გამორიცხავდა.
ეკონომიკის ექსპერტი ზვიად კანდელაკი კი გადაწყვეტილების შეცვლას მთავრობის ზეწოლას უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ დირექტივა სწორედ მერიისგან მიიღო.
ახალი სამარშრუტო ტაქსები თბილისში 10 ივლისიდან გავლენ ხაზზე. იმ დროისთვის კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს” 350 მანქანა უკვე შემოყვანილი ეყოლება და ივლისის ბოლომდე მათი ხაზებზე გაშვება ეტაპობრივად მოხდება.
როგორც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” ახალ სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულების გადახდა ინტეგრირებული ბარათით იქნება შესაძლებელი. მიკროავტობუსებში თბილისელები ისარგებლებენ იმ ბარათებით, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტში: მეტროსა და ავტობუსში მოქმედებს. ყველა ის მგზავრი, რომელიც მგზავრობის საფასურს ელექტრონული ბარათით გადაიხდის, ინდივიდუალური, მოქნილი ფასდაკლების სისტემით ისარგებლებს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა კი ახალ მიკროავტობუსებში ნახევარ ფასად იმგზავრებს.
“რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, ის დამოკიდებულია საწვავის ფასის ზრდასთან, რაც ასევე დამოკიდებულია ადგილობრივ და არა საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის მიზანია, რომ მგზავრობის არსებული ღირებულება მაქსიმალურად შეინარჩუნოს”, -განუცხადეს “ბიზნეს-რეზონანსს” “თბილისის მიკროავტობუსში”.
ექსპერტი ზვიად კანდელაკი კი “თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელების მიერ ამ ეტაპზე მგზავრობის ტარიფის გაუძვირებლობას, მერიის ზეწოლას უკავშირებს.
“სულ რამდენიმე დღის წინათ “თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენელი დავით ასანიძე ამბობდა, რომ მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე გაიზრდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ღირებულის გაზრდა გამორიცხეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენელი აიძულეს თავისი სიტყვები უკან წაეღო. ამას კი, ჩემი აზრით, მერიის გარდა, არავინ გააკეთებდა.
რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდა დამოკიდებულია არა საერთაშორისო, არამედ ადგილობრივბა ზარზე, ეს ღიმილის მომგვრელია. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ საქართველოში საწვავის ფასი მიბმული არ არის საერთაშორის ოფასებთან. თუმცა, თუ ჩვენი ნავთობკომპანიების ბოლო ქმედებებს გადავხედავთ, სამწუხაროდ, ეს მართლაც ასეა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი უკვე 20%-ით შემცირდა, საქართველოში საწვავი ერთი თეთრითაც არ გაიაფებულა. ჩვენი ნავთობკომპანიების ასეთი ქმედებების გამო, ცხადია, რომ”თბილისის მიკროავტობუსის” და სხვა მსგავს კომპანიებს ყოველთვის ექნებათ საბაბი იმისათვის, რომ მგზავრობის საფასური გაზარდონ”, - განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ზვიად კანდელაკმა.
როგორც ჩანს, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფასისმომატება-არმომატების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ”თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენელი დავით ასანიძე რამდენიმე დღის წინ “რეზონანსთან” საუბარში ტარიფის 50-დან 80 თეთრამდე გაზრდას არ გამორიცხავდა. დღეს მისივე კომპანიაში ირწმუნებიან, რომ პირველ ეტაპზე სამარშრუტო ტაქსების მგზავრობის ტარიფის გაძვირება არ იგეგმება.
“ივლისიდან ხაზებზე ახალი “მარშრუტკები” გავლენ. რაც შეეხება მგზავრობის საფასურის 80 თეთრამდე გაზრდას, ამაზე საუბარი მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდება”, - აცხადებდა ასანიძე.
სტატიის გასვლის შემდეგ ტარიფის შესაძლო ცვლილებაზე პირველი განცხადება თბილისის მერიაში გააკეთეს. მაშინ უგულავას უწყებაში მგზავრობის 80 თეთრამდე გაძვირება კატეგორიულად გამორიცხეს. მოგვიანებით კი, მგზავრობის გაძვირებაზე განცხადება უკან წაიღო ასანიძემაც.
“სამაშრუტო ტაქსების მგზავრობის ტარიფის გაძვირება არ იგეგმება, თუმცა ამასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება მაინც მიჭირს. ბოლო დღეებში ბენზინის ფასი იზრდება. ეს კი პირდაპირპროპორციულად გავლენას ახდენს ტარიფზე. ჩამოვა სამარშრუტო ტაქსები და ვნახავთ. ხარჯებში თუ ჩავეტევით, მგზავრობის ტარიფი არ გაძვირდება”, - ეს განცხადება ასანიძემ ”რეზონანსის” სტატიის გასვლიდან 2 დღეში გააკეთა.
მაშინ ასანიძე იმასაც ამბობდა, რომ კომპანიას ტარიფთან დაკავშირებული ვალდებულება სატენდერო ხელშეკრულებით არ გააჩნია.