ნესტან კირთაძე და ნინო ბურჯანაძე ერთმანეთს კულინარიაში ეჯიბრებოდნენ

ნესტან კირთაძე და ნინო ბურჯანაძე ერთმანეთს კულინარიაში ეჯიბრებოდნენ

ლეიბორისტი ქალბატონი ნესტან კირთაძე, სანამ გათხოვდებოდა, დედამ და ბებიამ საკმარისად მოამზადეს მომავალი ოჯახისთვის. კერძების კეთებაც მათგან ისწავლა, მაგრამ ცოდნის გამოყენება დიდად არ დასჭირვებია. ჯერ იყო და დედამთილი არ ანებებდა, როცა მე არ ვიქნები, მაშინაც გეყოფაო, ახლა კი პოლიტიკოს და მეცნიერ ქალბატონს კულინარიულ რჩევებს უკვე მოსწრებული ქალიშვილი აძლევს.

ქალბატონო ნესტანთავად როგორ შეაფასებდით საკუთარ დიასახლისობას?

- რომ ვთქვა, ზედმიწევნით უნაკლო დიასახლისი ვარ–მეთქი, მეტისმეტი თავის ქება გამომივა. ისეთი ვარ, როგორიც ყველა ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ქართველი ქალი. დედა და ბებია გვასწავლიდნენ, რომ კაპიკი იქნებოდა ჩვენი ფასი, თუ არ ვიქნებოდით კარგი დიასახლისები, კარგი დედები, კარგი მეოჯახეები. ჩვენს ოჯახში ხუთი შვილი აღზარდა დედაჩემმა. ახლა სამნი ვართ დარჩენილი და სამივე გოგოები.

ესე იგიროცა გათხოვდითკარგად გამოგადგათ დედისა და ბებიის ნასწავლი?

- შესანიშნავად. საოჯახო საქმეებიდან ყველაზე კარგად სახლის დალაგება მეხერხება. ათასი დამხმარე რომ მყავდეს, ჩემნაირად ვერავინ დაალაგებს, რადგან ზედმიწევნით მიყვარს ყოველი კუთხე–კუნჭული. სახლში იდეალური სისუფთავე მიყვარს. სადილ–ვახშმის მომზადებას ისეთი რიტმით ვერ ვახერხებ, როგორც საჭიროა, მაგრამ რასაც ხელს მოვკიდებ, ცუდად არ გამომდის. ხელსაქმე არ მეხერხება, არც ქსოვა, არც ქარგვა და არც კერვა, რაც ძალიან ცუდია. ჩემი დები კი არაჩვეულებრივად ქარგავენ და ქსოვენ. მგონი, მაინც არ ვარ ურიგო დიასახლისი.

როცა პირველად მოამზადეთ კერძიდედამ მოგიწონათ?

- კერძების კეთება დედის ან ბებიის შეგონებების გამო არ დამიწყია. საჭმელს ვაკეთებდი იმისათვის, რომ დედას დავხმარებოდი. იმდენად დიდი და სტუმრიანი იყო ჩვენი ოჯახი, რომ დედა იქანცებოდა. ქალბატონი ქეთევანი, დედაჩემი, დამხმარეებს საოჯახო საქმეებს არ ანდობდა, ამიტომ სულ ვცდილობდი, მას რაღაცაში შევშველებოდი და ამ დროს სულ მესმოდა მისგან, არა, შენ ამას ვერ გააკეთებო. მიუხედავად ამისა, ყველაფერი მშვენივრად გამომდიოდა და მისგან ყოველთვის ვიმსახურებდი ქებას. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო დედაჩემის ღიმილი და ქება იყო. იტყოდა ხოლმე, მე ვამაყობ შენითო და როცა ამ შექებას დავიმსახურებდი, ეს ჩემთვის დიდი დღესასწაული იყო.

რაც შეეხება დიასახლისობას, ძალიან ადრე გავთხოვდი და იქ უკვე დედამთილი აღარ მანებებდა საქმის კეთებას. ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივად ამზადებდა ყველაფერს, სადილებსაც და დესერტებსაც. როცა ზრდილობის გულისთვის ვცდილობდი, ამ მხრივ ჩემი ცოდნა გამომევლინებინა, ქალბატონი გიული, ჩემი დედამთილი, მეტყოდა ხოლმე, როცა მე აღარ შემეძლება, საკმარისი დრო გექნება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იკისროო.

ესე იგი ქმრის ოჯახშიც გაგიმართლათ ამ მხრივ.

- ჰო, თუ ამას გამართლება ჰქვია. მაშინ ჩემს ტოლ გოგონებში იყო თავის მოწონება, ახალი რეცეპტები ვრცელდებოდა. გარდა ტრადიციული ქართული კერძებისა, შემოდიოდა ახალი ტიპის მუსები, კოქტეილები, სალათები. სამეგობროში ამ მხრივ კონკურსებიც იყო გამოცხადებული, ვინ უკეთ მოამზადებდა.

ნინო ბურჯანაძე ჩემზე უმცროსია. მისი დედა გამორჩეულ დიასახლისად ითვლებოდა. 10–15 წლის წინ, როცა მე მათთან მივდიოდი, სუსანა დეიდა ყოველთვის ამბობდა ხოლმე, ისე არ გაგიშვებ, ნინოს მომზადებული ნამცხვარი რომ არ გასინჯო, ნინოს მომზადებული ხაჭაპური რომ არ ჭამოო. ნინოსაც ძალიან უხაროდა, როცა დედა აქებდა. მოკლედ, ვცვლიდით ამ საერთო გამოცდილებას.

ნინოს არაჩვეულებრივი ხელი აქვს, ძალიან ნატიფად იცის კეთება. რაც მთავარია, მათ ოჯახში სუფრასთან ძალიან ლამაზად იცოდნენ მოტანა. ჩემი მამამთილიც ამბობდა, სტუმარი რომ მომივა, ძალიან მიხარია, თუ ნესტანიც სახლშია, ისე ლამაზად მოიტანს თუნდაც ყველს და პურს სუფრაზე, გეგონება, აურაცხელი კერძი აწყვიაო.

დღესაც თუ მიდიხართ ხოლმე ქალბატონ ნინოსთან მის მომზადებულ ნამცხვარზე?

- დღეს ასე არ ხდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ასეთი ტიპის სტუმარმასპინძლობა გაიმართოს.

ძალიან მაინტერესებს, თქვენი თაობის გოგონები როგორ ახერხებთ დიასახლისობას. ჩემი ქალიშვილი უზადო დიასახლისია და დღესაც ვხედავ, როგორ ცვლიან გამოცდილებას ერთმანეთში ახალგაზრდა ქალები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრადიციები გრძელდება!

ახლა თქვენ აღარ გრჩებათ დრომეუღლეს კერძი მოუმზადოთ?

- სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, ეს ზოგადად ქართველი მამაკაცის ხასიათია თუ კონკრეტულად ზურის, პირადად მე ბაზარში არასოდეს ვყოფილვარ. როცა ანი იყო ფეხმძიმედ, მხოლოდ მაშინ მომიწია იქ სიარული და მაშინ, როცა ჩემი შვილიშვილი დაიბადა. ძირითადად ზური დადის ბაზარში, მას მოაქვს პროდუქტები და მე, როგორც ოჯახის ქალი, ვახერხებ იმას, რომ ქმარს ვახშამი მივართვა. ზურის ძალიან უყვარს სამეგობრო წრეში სადილობა. მაინცდამაინც არ არის სახლის ვახშმის მოტრფიალე.

გურმანი ბრძანდებით?

- ვარ გურმანი. „კაცური" საჭმელები მიყვარს, მაგალითად, ხინკალზე ჭკუა მეკეტება. მიყვარს ქაბაბი, მწვადი, შემწვარი კარტოფილი, ერთი სიტყვით, მძიმე საჭმელები.

თქვენ თუ იცით ხინკლის მოხვევა?

- სამწუხაროდ, არ ვიცი და მგონია, ვერც ვერასოდეს შევძლებ. ინტერნეტში წავიკითხე, თუ გიყვართ ხინკალი, ნუ მიირთმევთ 5 ცალს, 3 ცალი ჭამეთ, 3 ხინკლით არათუ მოიმატებთ, გახდებით კიდეცო. ვცდილობ, ჩემი წონა გავაკონტროლო ვარჯიშით, აუზზე სიარულით, მასაჟით, რაც ხელმისაწვდომია ჩემთვის. ტელევიზორში კახა ბენდუქიძე უფრო გამხდარი ჩანს, ვიდრე მე. ნამდვილად არ ვარ ისეთი მსუქანი, როგორიც ეკრანიდან ვჩანვარ. გემრიელი კერძი კარგია, მაგრამ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს.