ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებმა 2016 წლიდან დღემდე აშშ-ის ტერიტორიაზე ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ჯგუფებზე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს

ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებმა 2016 წლიდან დღემდე აშშ-ის ტერიტორიაზე ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ჯგუფებზე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს

ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებმა 2016 წლიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ჯგუფებზე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. აღნიშნულ მონაცემებს ამერიკული საგამოძიებო კვლევითი ცენტრი კაპიტალი“ აქვეყნებს.

ცენტრის მიხედვით, 23 მილიონ დოლარზე მეტით დაფინანსდა შვიდი ჯგუფი, რომლებიც ძალადობაში, საკუთრების დაზიანებაში, საბოტაჟსა და შევიწროებაში იყვნენ ჩართული.ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდის დოკუმენტების მოკვლევის საფუძველზე შედგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ სოროსის ფონდებიდან მილიონობით დოლარი იხარჯებოდა ისეთ ქმედებებზე, რაც ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიხედვით შიდა ტერორიზმად კვალიფიცირდება.

ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდები, გრანტები და დაფინანსების დოკუმენტები მოვიძიეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 80 მილიონ დოლარზე მეტი ღია საზოგადოების ფონდებიდან გაეგზავნა 54 ჯგუფს, რომლებიც კრიმინალურ ქმედებებში, შიდა ტერორიზმსა და თავდასხმების წაქეზებაში იყვნენ ჩართულნი. ზოგიერთი მათგანი ასოცირებულია უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ან პროტერორისტულ ჯგუფებთან. მივაკვლიეთ 400 ათას დოლარს, რომელიც მინესოტას არეულობისას დაიხარჯა აქტივისტების გადამზადებაზე, აქტივისტების სახელმძღვანელოებზე. დოკუმენტებში მითითებულია ბმულები, სადაც აღმოაჩენთ გზამკვლევებს, თუ, მაგალითად, როგორ უნდა გაანადგურონ აქტივისტებმა კერძო საკუთრება“, - განაცხადა კაპიტალის“ ერთ-ერთმა მკვლევარმა რაიან მაურომ.