რომელ ქართველ პოლიტიკოსს წკეპლავდა ბავშვობაში დედა?

რომელ ქართველ პოლიტიკოსს წკეპლავდა ბავშვობაში დედა?

(იბეჭდება შემოკლებით)

„ალია“ დაინტერესდა რა საინტერესო დეტალს გაიხსენებენ ქართველი პოლიტიკოსები დედებთან დაკავშირებით. ამიტომ რამდენიმე პარლამენტარს დავუკავშირდით.

კობა დავითაშვილი:

ბატონო კობაგაუმართლეთ დედას იმედები?

- დედაჩემს უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი, ვერ გამოვედი ექიმი...

ხშირად გიჯავრდებოდათ?

- იცით, უხერხულია ჩემთვის ამისთანა კითხვებზე პასუხის გაცემა.

რატომ?

- აბა, რა უნდა გითხრათ... დედა ძალიან მკაცრი იყო, თუმცა სამართლიანი. მარტო იმიტომ, რომ მისი შვილი ვიყავი, არასდროს მამართლებდა. ყოველთვის ცდილობდა, სამართლიანობა დაეცვა.

თქვენი ურთიერთობის რაიმე ეპიზოდს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- მახსოვს ერთხელ ვიჩხუბე და ქვა მომარტყეს თავში. ძალიან მეტკინა, მეწყინა და დედას ვუამბე ამის შესახებ. მან, ავტომატურად, ჩემი მხარე არ დაიკავა. მითხრა, შენც დამნაშავე ყოფილხარ, არ უნდა გეთქვა ეს იმ ბიჭისთვისო.

როცა პარლამენტში ჩხუბობთდედა რას გეუბნებათ?

- მე არასდროს მიჩხუბია. თქვენ ჩხუბს რას ეძახით, საინტერესოა?

აისანდრო ბრეგაძემ რომ ჩაგარტყათ თავშითქვენც ხომ გაიწიეთ სანდროსკენ... მაშინ გაგამართლათ დედათქვენმა?

- რატომ არ უნდა გავემართლებინე, ამიხსენით! მე რომ მივდიოდე ქუჩაში და თავში აგური დამეცეს, დედაჩემი ხომ არ გამამტყუნებს?! რა მექნა ახლა, თავში ჩამარტყეს და თავი ჩამეღუნა?!

პარლამენტარი გახდით და დედა შენიშვნებს აღარ გაძლევთ?

- შენიშვნებს დედა შვილს ყოველთვის აძლევს, სურს, რომ უკეთესი იყოს...

ვიტალი ხაზარაძე:

- მგონი, დედაჩემმა თავისი როლი და ფუნქცია პირნათლად შეასრულა. ის ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველია.

რამეში ხომ არ გაუცრუეთ იმედებიბატონო ვიტალი?

- არა მგონია. ახლაც სოფელში ვიყავი და იქიდან მოვდივარ. 85 წლის არის დედაჩემი და დედის დღე მივულოცე.

ბავშვობაში თუ გსჯიდათ ხოლმე დედა?

- სხვათა შორის, რაიმე განსაკუთრებული არ მახსოვს. ნუ, ახლა ძირითადი დანაშაული იყო ის, რომ ბურთის სათამაშოდ მივდიოდი მაშინ, როცა უნდა მემაცადინა.

ისერა ნიშნებზე სწავლობდით?

- ბოლოს ოქროს მედალზე დავამთავრე.

ასე თამაშ - თამაშ სწავლობდით?

- დავდიოდი ხან სათამაშოდ, ხან სათევზაოდ ან საცურაოდ. აი, მაშინ წკეპლა იწყებდა მუშაობას.

გაგწკეპლავდათ ხოლმე?

- პატარას მოგვარტყამდა ხოლმე, არა იმიტომ, რომ გვტკენოდა, უნდა შეგვშინებოდა.

დღესაც გიბრაზდებათ დედა?

- არა. შენიშვნას კი მაძლევს ხოლმე. სულ მეუბნება, ფიცხი ნუ ხარ, არავის აწყენინო და გაუჯავრდეო.

მერე უსმენთ?

- ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის.

ვახტანგ რჩეულიშვილი:

- დედას ძალიან ვგავარ ხასიათით. ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, იგი მოსამართლე იყო...

მკაცრი იყო?

- კი, მკაცრი იყო, თუმცა გული მაინც ძალიან ჩვილი ჰქონდა. ბავშვობიდან ცოტა მოჩხუბარი ვიყავი და სულ მაძლევდა შენიშვნებს, უნდოდა უკეთ მოვქცეულიყავი.

მოჩხუბარი არა მარტო ბავშვობაში იყავით!

- ჰა... ჰა... მართალია, ეს არ მოსწონდა ძალიან. მეუბნებოდა, რომ უფრო მეტი ყურადღება მიმექცია ოჯახისთვის, მეშრომა, სახლში ფული შემეტანა. საბოლოო ჯამში კმაყოფილი იყო ჩემით.

ხასიათით მგავდაოთქვით და რითი გგავდათ?

- ჩემისთანა აფექტური იყო, როცა გავაბრაზებდი ხოლმე, დამიყვირებდა, მაგრამ მერე უცებ წყნარდებოდა.

„ალია“ შალვა ნათელაშვილსაც დაუკავშირდა და სთხოვა, იქნებ დედასთან დაკავშირებით გველაპარაკოთო. „სტუმრები მყავს და არ მცალიაო,“ - გვიპასუხა ლეიბორისტთა ლიდერმა.