„გია ნიჭიერი ბიჭი იყო, მაგრამ...“

„გია ნიჭიერი ბიჭი იყო, მაგრამ...“

(იბეჭდება შემოკლებით)

ჩვენი სტუმარია ცნობილი მოქანდაკე, მხატვარი ჯუნა მიქატაძე, რომელიც თავისი ცხოვრების სირთულეებსა და ოჯახის ტრაგედიაზე გვესაუბრება.

- ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც 26 წლის ასაკში ცოლი შევირთე და შემდეგ, როცა შვილი შემეძინა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი და ბედნიერი წლები. 2 წელიწადია, რაც ჩემი ძვირფასი მეუღლე გარდაიცვალა. მასთან ერთად 30 წელი გავატარე. ახლა, 19 მარტს კი ჩემი შვილის გარდაცვალებიდან 19 წელი სრულდება... ულამაზესი შვილი მყავდა, ნიჭიერი, ფენომენალური მეხსიერების. მეუღლე არქეოლოგი გახლდათ, ექსპედიციებში დადიოდა, ხშირად შვილი თან მიჰყავდა. დედაჩემსაც წვლილი მიუძღვოდა ბავშვის განათლებაში. ირინამ დაამთავრა აკადემია, უცხო ენათა ინსტიტუტში ჩააბარა, კარგად იცოდა ინგლისური, იტალიური. 23 წლისა დაიღუპა. 8 თვის გოგონა დარჩა. მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია.

როგორც ცნობილიათქვენს სახლში ტრაგედია დატრიალდა...

- სამზარეულოში მოხდა ტრაგედია... საერთოდ, გვიან ვიძინებდით, მაინცდამაინც იმ ღამეს დავწექით ადრე. ირინა და გია სამზარეულოში იყვნენ. გია სახლში ნასვამი დაბრუნდა. ბოლო დროს სვამდა, ამის გამო ჩემი ქალიშვილი უკმაყოფილო იყო, გაუთავებელი უსიამოვნება ჰქონდათ. ბოლოს კულმინაციამდე მისულმა უთხრა, სახლში აღარ მოხვიდეო. შელაპარაკდნენ, ტრაგედია ამ ნიადაგზე დატრიალდა. ირინას ტყვია კისრის არტერიაში მოხვდა... რომ დაეყვირა ან ჩვენ გაგვეგო ხმაური, იქნებ გადაგვერჩინა... იმ ღამეს კი ავდექი, ბავშვი ტიროდა, მაგრამ ხმაური არ გამიგია. დილით დედაჩემი შევიდა სამზარეულოში და... დაინგრა მთელი ქალაქი, ეზოში ვერ შემოხვიდოდით, იმდენი ხალხი მოვიდა.

თქვენი სიძე სად იმყოფებოდა?

- წავიდა... არ მინდოდა, ტყვია შემთხვევით გამივარდაო. რევოლვერით კი არ იყო მკვდარი, არამედ გადაკეთებული კალმისტრით, რომელშიც ტყვია იდებოდა... ნიჭიერი ბიჭი იყო, მაგრამ სმას თავი ვერ დაანება... რობერტ სტურუამ „მეფე ლირში“ მასხარას როლი მისცა, ირინამ წიგნები მოუმზადა, გვერდით ედგა, მაგრამ წიგნი ვერ წაიკითხა... სანამ ცოლად გაყვებოდა, კი ვუთხარი, შვილო შენი შესაფერისი არ არის-მეთქი, მაგრამ უყვარდა, ეგონა, გამოსწორდებოდა და ბედნიერები იქნებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

თქვენთან თავი როგორ იმართლამოინანია საქციელი?

- ლექსებს უძღვნიდა, დარდობდა, მაგრამ რას უშველიდა. 7 წელი იჯდა ციხეში. იქიდან გამოსულს არავინ დაელაპარაკა, საზოგადოებისაგან თავი გარიყულად იგრძნო. ციხიდან ავადმყოფი გამოვიდა და დარდისგან გარდაიცვალა. ბავშვს არასოდეს ენახა, მაგრამ გიას დაღუპვის შემდეგ მოულოდნელად გვითხრა (ეტყობა ეზოში ვიღაცამ გააგებინა) - რა იქნებოდა, ერთხელ მაინც რომ ვენახე, ქვეყანა დაიქცეოდაო? მე და ჩემს მეუღლეს გვეგონა, შვილიშვილმა არაფერი იცოდა. რა უნდა გვექნა?! ყვავილები ვუყიდეთ და მამის პანაშვიდზე გავუშვით. ბავშვს იქ არ უტირია, მაგრამ სახლში როცა დაბრუნდა, თავი ვერ შეიკავა...

გიას მშობლები რას ამბობენ?

- კარგი მამა ჰყავდა - ბიძინა ფერაძე, გიაც ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ სმას გადააყოლა თავისი ნიჭიც და ოჯახიც. ჩემს ქალიშვილს არ უჯერებდა.

ბოლოს თუ გახსოვთ თქვენი შვილის მოქმედება - რა გითხრათიმ დღეს სახლში რით იყო დაკავებული?

- თავის ოთახში იჯდა, საწოლთან, გალაკტიონის წიგნი ჰქონდა გადაშლილი, ლექსს კითხულობდა, მაგრამ რომელს, არ მახსოვს. წინა დღეს გულდაწყვეტილმა მითხრა - მამა, გიას წიგნი ვერ წავაკითხეო. - შვილო, ხომ გეუბნებოდი, მასთან ბედი არ დაგეკავშირებინა... რა ვქნათ... ჩემი მეუღლე იგონებდა, ირინას ერთ მშვენიერ დღეს უთქვამს, - დედა, აი, ამ ბავშვს გჩუქნიო. შვილიშვილი მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ. ჩემი მეუღლის სახელი ჰქვია - მარიკა... ახლაც მასაც შვილი ჰყავს - ბებიის სახელი - ირინა დაარქვა. ჩემი შვილიშვილი დედაჩემს ჰგავს - შორს გაზიდული თვალები აქვს, ეგზოტიკური. 18 წლისა გათხოვდა, კარგი მეუღლე ჰყავს, კარგი ოჯახისშვილი... დაიღალა ბავშვი - არც დედა, არც მამა, ახლა ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა.