საკრალური 21

საკრალური 21

მიშა, სტალინი, წითელი ტილები და პოლიტიკური ოკულტიზმის შოკისმომგვრელი X-ფაილი

კარმა მხოლოდ ადამიანებს კი არა, ხალხებსაც აქვთ და ერებსაც. შესაბამისად, ყველა ქვეყნის ისტორიაში არსებობს ერთგვარად საკრალური რიცხვი, რომელიც მის მხოლოდ წარსულს კი არა, აწმყოსა და გარკვეულწილად მომავალსაც განსაზღვრავს. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისთვის, ანუ საქართველოსთვის, ასეთ საკრალურ რიცხვად შეგვიძლია, 21 ჩავთვალოთ. რატომ? - ვიდრე ამაზე ვიმსჯელებთ, მოდით, ჯერ 21-ის კარმული აურა გავარკვიოთ. მოკლედ, ნუმეროლოგიის თანახმად (ნუმეროლოგია მეცნიერების შედარებით ახალი მიმდინარეობაა) რიცხვ 21-ის შემადგენელ ციფრებს მთვარე და მზე მფარველობს. საინტერესოა ცალკე აღებული 1-ისა და, ასევე, 2-ის ანატომია. საერთოდ, ერთი (1) რიცხვთა მიმდევრობის გვირგვინია და, როგორც ქართველი ოკულტისტი და მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი განმარტავს, ღმერთიც ერთია. შესაბამისად, რიცხვი ერთი, შესაძლებელია ყველგან და ყველაფერში დავინახოთ, ანუ ერთში მრავლადაა მზის ენერგია. მეტიც, რიცხვი ერთი მხოლოდ თვითგანვითარების საშუალებას კი არ იძლევა, არამედ, გრძნობებს ამძაფრებს და აკმაყოფილებს.
 
,,სოციუმს გონება ანუ აზრი არ აქვს და ის ემოციებით, ესე იგი, გრძნობებით მოქმედებს. გონება ინდივიდის პრიორიტეტია. ამიტომ საზოგადოებრივი აზრის არსებობა სიცრუეა. ესე იგი, საზოგადოებრივი აზრი მავანთათვის მანიპულაციის საშუალებაა და სხვა არაფერი. აქედან გამომდინარე, საზოგადოება მუდმივად ეძებს ლიდერს, რომელიც ხშირად საზოგადოების განადგურების მიზეზი ხდება,'' - ამბობს რიცხვთა სპეციალისტი. 
რაც შეხება რიცხვ ორ-ს, ის ანტაგონიზმს ნიშნავს ანუ რიცხვი ორი ის ენერგიაა, რომელსაც სამყაროში არსებული წინააღმდეგობათა ერთიანობა ქმნის. ამასთან, რიცხვი ორი სიბრძნეცაა, ესე იგი, ესმის ან, საუკეთესო შემთხვევაში, ცდილობს, გაიგოს, რატომ ხდება ყველაფერი ისე, რაც და როგორც ხდება. 
მაშასადამე, იმაზე, თუ რატომაა საქართველოსთვის 21 საკრალური, პასუხისმგებელი სწორედ რიცხვი ორია. დიახ, 21-მა უხვად ,,მოგვიტანა სისხლი და ცრემლები''. ყველაფერი კი მე-20 საუკუნის მეორე ათასწლეულში, კერძოდ, 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო, თუმცა ისტორიული წყაროების მიხედვით, 25 თებერვალს წითელი დროშა, უბრალოდ, თბილისის თავზე აფრიალდა, თორემ სინამდვილეში, რუსმა ბოლშევიკებმა, ქართველი რენეგატების მედროშეობით, ჩვენს ქვეყანაზე პირველი იერიში 1920 წელს 12 დეკემბერსა და 1921 წლის 12 თებერვალს მოიტანეს. 
წითელი ტილი 
და აი, ისევ საბედისწერო რიცხვების - ერთიანისა და ორიანის საბედისწერო კომბინაცია, კომბინაცია, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაზე თავისი წარუშლელი კვალი დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვა დროა - ახალ თაობას ,,წითელი რვაფეხას'' მარწუხების სიმწარე არ უგემია, ერთიანისა და ორიანის საკრალურ ბედისწერას თავს, ალბათ, კარგა ხანს ვერ დავაღწევთ! 
როცა ზემოხსენებული ორი რიცხვის პოლიტიკურ კომბინაციაზე ვმსჯელობთ, გვინდა თუ არა, რამდენიმე ის პიროვნებაც გვახსენდება, რომელმაც პოლიტიკური ღმერთებისა თუ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილი ანგელოზების ხელშეწყობით, მეოცე საუკუნესა და 21-ეს დასაწყისში (და ისევ საბედისწერო 21!) ხელთ ქვეყნის მართვის სადავეები იგდო! ამ მხრივ, ბუნებრივია, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) და მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი უნდა გამოვყოთ. მართალია, ქრისტესშობის 21-ში დაბადების დღეს სხვა პოლიტიკოსებიც აღნიშნავენ (მაგალითად, ირაკლი ალასანია და სოსო მანჯავიძე), მაგრამ პოლიტიკურ ოკულტიზმში მათი როლი თუ ფუნქცია, სტალინ-სააკაშვილთან შედარებით, ნულის ტოლია! 
ისე, არსებობს ინფორმაცია, რომ პროლეტარიატის გორელი ბელადი 21-ში კი არა, სინამდვილეში, 6 დეკემბერს დაიბადა, თუმცა გიორგი გურჯიევის რეკომენდაციით, დაბადების მხოლოდ წელი კი არა, თვის რიცხვიც შეიცვალა. შესაბამისად, საბჭოთა პროლეტარები ბელადის დაბადების დღეს ყოველი წლის 21 დეკემბერს აღნიშნავდნენ. 
დანამდვილებით ვერ ვიტყვით, გორელმა კობამ დაბადების თარიღი მართლა გიორგი გურჯიევის რეკომენდაციით შეიცვალა თუ, უბრალოდ, ამ კომბინაციით პოლიტიკურ ალქაჯებს თავგზა აუბნია, მაგრამ ფაქტია: ყველაფერმა ამან სტალინი ვერ გააკეთილშობილა და ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიან გენიად დარჩება, თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გორელი მეწაღის შვილი უნიჭო ნამდვილად არ იყო. უნიჭო რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, მე-20 საუკუნის მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს იმპერიას ვერ შექმნიდა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. 
უნიჭობას ვერც საქართველოს პრეზიდენტყოფილს დავწამებთ. ახლა, მიხეილ სააკაშვილი შეიძლება, სტალინისდარი გენია არაა, მაგრამ თანამედროვე პოლიტიკის ვარსკვლავია. ვარსკვლავი, რომელიც კი არ ანათებს, არამედ, წვავს! 
დიახ, სააკაშვილმა ყველა და ყველაფერი, ან თითქმის ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც მის გარშემო იყო, დაწვა, საუკეთესო შემთხვევაში, განადგურების პირას მიიყვანა. 
მოკლედ, უტრირებულად რომ ვთქვათ, სტალინსა და სააკაშვილს მხოლოდ რიცხვი 21 კი არა, კიდევ ის ,,აერთიანებთ'', რომ ორივე, როგორც მმართველი, ,,ცეცხლისა და მახვილის პოლიტიკას'' ატარებდა. შეიძლება, ეს ვინმეს უბრალო დამთხვევად მოეჩვენოს, მაგრამ თუკი მსჯელობას პოლიტიკური ოკულტიზმის ჭრილში გავაგრძელებთ და ორივეს ბიოგრაფიასაც სკურპუროზულად გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მათ, 21-ის გარდა, სხვა ბევრი საერთოც აქვთ, თუმცა მოდით, ჯერ ისევ წინ, სისხლიან წარსულში ვიმოგზაუროთ. 
მაშ ასე, 1920 წლის 12 დეკემბერია და... საქართველოს უახლეს ისტორიაში რიცხვების - ერთიანისა და ორიანის პირველი საკრალური კავშირიც იკვეთება. კერძოდ, მოსკოვში, ლენინისა და სტალინის სახელზე საგანგებო დეპეშა იგზავნება, რომელსაც ხელს სერგო ორჯონიკიძე აწერს. დეპეშაში წერია: 
,,ყველა კონტრრევოლუციური შეთქმულების აღმოჩენა ჩრდილოეთ კავკასიაში მიუთითებს საქართველოს კვალს. ამიტომ, რათა მყარად განმტკიცდეს ჩვენი გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში, აუცილებელია საქართველოს გასაბჭოება!'' 
სწორედ ეს დეპეშა დაედება საფუძვლად მე-20 საუკუნის საქართველოს სისხლიან ისტორიას: 
1921 წლის 12 თებერვალს, ღამე, ბორჩალოსა და ახალქალაქის ადგილობრივი კომუნისტები, მე-11 არმიის ხელმძღვანელობასთან კოორდინირებით, აჯანყებას იწყებენ. აჯანყებულები გორის, დუშეთისა და მთელი ბორჩალოს მაზრებს იკავებენ. 
ლენინი კმაყოფილია... 
სიამოვნებისგან ულვაშებს სტალინიც აცმაცუნებს... 
,,ჩვენ ველით რუსეთის სამხედრო ძალების მე-11 არმიისგან ენერგიულ და სწრაფ ქმედებებს, რომელიც არ შეჩერდება თბილისის დაკავებამდე!'' - ეს ლენინ-სტალინის მორიგი ბრძანებაა. 
ბოლშევიკების მე-11 არმია თბილისისთვის გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. 
ნოე ჟორდანიას გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის მთავრობა თბილისს ტოვებს და თავს ქუთაისს აფარებს. 
მე-11 არმია უკვე თბილისის შემოგარენში, სოფელ ლილოშია... 
სოფელს 90 იუნკერი იცავს... 
ქართველი ყმაწვილები უკან არ იხევენ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვიან... 
წითელი მტერი ტილივით მრავლდება... 
ან ტყვეობა, ან ბრძოლის ველზე სიკვდილი! - სხვა გამოსავალი არ არსებობს! 
გენერალი კვინიკაძე გადაწყვეტილებას იღებს - იუნკერები უკან იხევენ... 
1921 წლის 16 თებერვალია. 
თბილისი გეკკერის სამხედრო ნაწილის ხელშია... 
საქართველოს რევკომ-ი, რომელსაც ფილიპე მახარაძე მეთაურობს, ,,საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას'' აცხადებს და რუსეთის საბჭოთა ფედერაციას სთხოვს, სამხედრო ძალით დაეხმაროს. 
,,ერთმორწმუნე დათვი'' თხოვნას უსიტყვოდ ასრულებს... 
,,მოსკოვი. კრემლს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს! გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!'' - ეს ცნობილი დეპეშაა, რომელსაც, როგორც ამბობენ, სერგო ორჯონიკიძე ჩრდილოეთში ბაქოდან აგზავნის.
ლენინი კმაყოფილია... 
სიამოვნებისგან ულვაშებს სტალინიც ისევ აცმაცუნებს... 
21-ის პირველი საკრალური დრამა მთავრდება - საქართველო სისხლისფერი ხდება... 
ამ ამბებიდან გავა ზუსტად 70 წელი და... 1921 წლის სისხლიანი სპექტაკლი ახალი სცენარით დაიდგმება. განახლებულ წითელ წარმოდგენაში მთავარ როლებს ახალი აქტიორები შეასრულებენ, რეჟისორი ისევ ის იქნება, ვინც 1921-ის სისხლიანი სპექტაკლი დადგა, თუმცა თუკი 21-ის X-ფაილს დეტალურად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ 21 თავად რეჟისორისთვისაც ანუ კრემლისთვისაც საკრალურია - საბჭოთა კავშირი სულს 1991 წლის 21 დეკემბერს ოფიციალურად განუტევებს... 
21-ის ანატომია 
21-ის ნუმეროლოგიური კვლევა ნათელყოფს, რომ ამ რიცხვში დაბადებულებს დიქტატურისკენ აქვთ მიდრეკილება. საერთოდ, 21, როგორც პოლიტიკური ოკულტიზმის სპეციალისტები ამბობენ, ემოციური რიცხვია ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ,,ოცდაერთიანელებისთვის'' მხოლოდ სულიერი კი არა, ფიზიკური სიახლოვეც აუცილებელია, თუმცა ისინი, ვინც ბედისწერამ 21-თან დააკავშირა, თურმე, საშუალო სექსუალურობით გამოირჩევიან. ზოგი ფსიქოლოგის აზრით, ადამიანის ნებისმიერი ქმედების ფარული მოტორი სწორედ მისი სექსუალური ცხოვრებაა. ეს შეიძლება, ზერელე შეხედულებაა, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ მათ, ვინც მსოფლიოს თავი სხვადასხვა საშინელებით დაამახსოვრეს, სწორედ სექსუალური პრობლემები აღენიშნებოდათ. 
ავიღოთ, მაგალითად, ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი, იგივე ლენინი, რომელსაც ათეულობით წლებია, მიწაც არ ეღირსა. მართალია, ამის თაობაზე კომუნისტურ საზოგადოებაში სიტყვას არავინ ძრავდა, მაგრამ ხალხური მითოსის თანახმად, ილიჩს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდა. ამბობენ იმასაც, რომ ლენინი ბავშვობაში საკუთარი მამინაცვლის ძალადობის მსხვერპლი გახდა. ყველაფერი ეს შესაძლოა, უბრალოდ, ბოროტი ხმაა, მაგრამ ფაქტია: ადამიანს, რომელსაც მილიონობით ადამიანი გარდაცვალების მერეც ეთაყვანებოდა, სერიოზული პრობლემები ჰქონდა. 
კიდევ ერთი ,,ამოუხსნელი საიდუმლო'', რომელიც ლენინს უკავშირდება, მისი გარდაცვალებაა. ჩვენ, ყველას, ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ ,,ძია ლენინი'', რომელსაც ბავშვები უყვარდა და რომელმაც გვიანდერძა, სწავლა, სწავლა და სწავლაო, ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა, თუმცა დღემდე მუსირებს აზრი, რომ ულიანოვის გარდაცვალების მიზეზი ათაშანგი გახდა. 
ისე, ალბათ, სიმბოლურია, რომ ლენინის დაბადების თარიღშიც ურევია რიცხვი ორი - ,,არშემდგარი წითელი ანგელოზი'' დედამიწას 22 აპრილს მოევლინა. ყველაზე საკრალური კი ისაა, რომ ლენინი 21- ში გარდაიცვალა. მაშასადამე, ისევ პოლიტიკურ ოკულტიზმსა თუ მეტაფიზიკასთან მივდივართ, რომელიც გვიბიძგებს, დავასკვნათ, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული... 
ეს კავშირი კი, მართლაც, გამაოგნებელია: 
ის, ვინც, ლენინის სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა იმპერიის სათავეში ექცევა ანუ სტალინი 21-შია დაბადებული. 
ლენინი პოლიტიკურ ღმერთებსა თუ დემონებს სულს 21-ში აბარებს... 
მიხეილიც 21-ში იბადება, სააკაშვილი... 
21 დეკემბრის ქრონიკა კი ასეთია: 
მსოფლიოში პირველი კროსვორდი სწორედ 21 რიცხვში დაიბეჭდა... 
მულტფილმ ,,ფიფქიასა და შვიდი ჯუჯას'' პრემიერა 21-ში გაიმართა. 
კენედის კოსმოსური ცენტრიდან პირველი პილოტირებული ხომალდი ,,აპოლო 8'' 21-ში აფრინდა...
არაბეთ-ისრაელის კონფლიქტზე ჟენევის კონფერენცია 21-ში გაიხსნა. 
დსთ - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 21-ში გამოცხადდა და შესაბამისად, საბჭოთა კავშირმაც არსებობა 21-ში შეწყვიტა... 
მაიას კალენდრით, ე.წ. გრძელი ციკლი 21-ში სრულდება... 
21-ში დაიბადნენ: იტალიელი მხატვარი მაზაჩო, გერმანელი მწერალი ჰაინრიხ ბიოლი, ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო, ვირტუოზი გიტარისტი პაკო დე ლუსია...
21-ში გარდაიცვალნენ: იტალიელი მწერალი ჯოვანი ბოკაჩო, ინგლისელი ექიმი ჯეიმზ პარკინსონი, თურქმენეთის დიქტატორი საფარმურატ ნიაზოვი... 
21-ში მართლმადიდებელი ეკლესია არაერთი წმინდანის ხსენების დღეს აღნიშნავს... 
21-ის ფერად რუხი და თეთრი ითვლება... 
21-ის ქვა მარგალიტია. 
21-ის ,,სუსტი წერტილი'' კუჭ-ნაწლავია. 
,,ოცდაერთიანელები'', როგორც ნუმეროლოგია მოწმობს, უმეტესად წარმატებულები, ნიჭიერები და ენერგიულები არიან, თუმცა ნებისყოფის სიმტკიცითა და საკუთარი თავის რწმენით მაინცდამაინც არ გამოირჩევიან. 
სტალინიდან სააკაშვილამდე 
21-ის X-ფაილის ოკულისტური ანალიზით კიდევ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება ანუ ადამიანები, რომლებსაც ამ რიცხვთან გარკვეული შეხება აქვთ, უმეტესად, სპეცსამსახურების მსხვერპლნი ხდებიან, რასაც, სხვა თუ არაფერი, სტალინისა და მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიებიც მოწმობს. 
ახლა, სააკაშვილის სპეცსამსახურულ ბეგრაუნდზე არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს. ზოგისთვის ამ თემაზე ლაპარაკი, უბრალოდ, დროის ფუჭად ხარჯვაა, თუმცა მოგეხსენებათ, ეშმაკები დეტალებში სხედან. ჰოდა, ,,ოცდაერთიანელი'' მიშას ბიოგრაფიაშიც სწორედ ეს დეტალებია საყურადღებო. 
2013 წლის ვარდობისთვის მიწურულს, მწერალმა და უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი ინფორმაცია განათავსა: ,,საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, რომ იცოდეს მისი პრეზიდენტის ბიოგრაფია მთლიანად და შელამაზების გარეშე. მიშა სააკაშვილი გულმოდგინედ მალავს თავის ურთიერთობას საბჭოთა ,,კა-გე-ბე''-სთან 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. ის არასდროს ლაპარაკობს იმაზე, რომ 1980-იან წლებში, საბჭოთა მზვერავების სკოლაში სწავლობდა და ,,კა-გე-ბე''- ჯარში ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. არადა, ეს ინფორმაცია ჟონავს. მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს ამ ტიპის სრული ბიოგრაფია და ახლა, როცა მისი მომხრეები აქეთ სხვებს ადანაშაულებენ ათას რამეში, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს - ამ ბიოგრაფიის კაცს რამდენად შეუძლია, რომ იყოს პოლიტიკაში საქართველოში. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, მათ შორის, 2008 წელს მიშას მიერ საქართველოს მეხუთედის ჩუქებას რუსეთისათვის. ეს ახსნა მის ბიოგრაფიაშია.'' 
გაცილებით ადრე, კერძოდ, 2010 წელს, ამ თემაზე ლაპარაკს ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე იწყებს. პოლიტიკური მოძრაობა ,,თეთრების'' ოფიციალურ ვებგვერდზე 2012 წლის სექტემბერში შემდეგი ინფორმაცია ქვეყნდება: ,,სააკაშვილი КГБ-დან იწყება?! ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ გთავაზობთ ფაქტებს, რომელთა გააანალიზების შემდეგ დასკვნა თავადვე შეგიძლიათ გააკეთოთ და ერთ საინტერესო ისტორიაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას: ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს დამთავრებული აქვს კიევის ტარას შევჩენკოს სახ. ნაციონალური უნივერსიტეტი (კომუნისტური მმართველობისას ეს უნივერსიტეტი ცნობილი იყო როგორც КГБ- .. საბაზისო მიმართულების სასწავლებელი და ცხადია, მისი სტუდენტობისდროინდელი პირადი საქმე ამავე უნივერსიტეტში ინახება). 
ვინაიდან ქვეყნის პრეზიდენტი საჯარო პირია, წესით და რიგით, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს ქვეყნის პირველი პირის ბიოგრაფიას. ალბათ, სწორედ ამ მოტივით, გაზეთ ,,შანსისრედაქტორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა ბონდო ქურდაძემ, 2010 წლის აპრილში, თხოვნით მიმართა ხსენებული უნივერსიტეტის რექტორს, მიეცათ მისთვის საშუალება, გასცნობოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი საქმის ქსეროასლებს. 
ტარას შევჩენკოს სახ. ნაციონალური უნივერსიტეტის რექტორის პასუხი ასეთი იყო: საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციებს და სააკაშვილის ნებართვის გარეშე არ გაიცემაო (?!). ბონდო ქურდაძე იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. დღეს ის, ოჯახთან ერთად, ლევილში ცხოვრობს და მინიჭებული აქვს პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსი.'' 
,,სააკაშვილი ისეთი ტიპაჟია და ისეთი სოციალური მდგომარეობა ჰქონდა, რომ მისი პიროვნებით ,,კა-გე-ბე'' აუცილებლად დაინტერესდებოდა. საერთოდ, ,,კა-გე-ბე'' ყველა წარმატებული ოჯახის შვილით ინტერესდებოდა. ,,გე-პე-''-ში .. მეორე განყოფილება არსებობდა, რომელიც მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტებს, რომლებიც რაღაცით გამორჩეულები იყვნენ, თანამშრომლობას სთავაზობდა. ეს ,,ვერბოვკა'' არ იყო, წადი და მეგობრებზე ინფორმაციები მოგვიტანეო. ეს ოფიციალური თანამშრომლობა იყო. საბჭოთა კავშირში უშიშროების სამი თუ ოთხი სასწავლებელი არსებობდა და ვინც ამ თანამშრომლობაზე თანხმდებოდა, სწორედ ამ სასწავლებლებში უშვებდნენ... 80- იან წლებში ეს სისტემა აღარ მუშაობდა, ამიტომ, სააკაშვილს, ალბათ, ,,ვერბოვკა'' გაუკეთეს და გავლენის აგენტად აქციეს... თუ არ ვცდები, 1984 წელს, ცხონებულმა ნოდარ დუმბაძემ, სხვა მწერლებთან ერთად, აშშ-ში იმოგზაურა და მერე, პატარა წიგნი დაწერა, რომელსაც, მგონი, ,,ოდისევსის დაბრუნება'' ჰქვია. ნოდარ დუმბაძე სხვადასხვა, მათ შორის, გაერო-ში, საბჭოთა წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას აღწერს, ამ მიღებაზე ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა ქართველი კაცი, თემურ ალასანია გავიცანი, რომელიც ისეთი ზრდილობიანი და მოსიყვარულე აღმოჩნდა, რომ რაც აშშ-ში ვიყავით, გვერდიდან არ მოგვშორებიაო. ეს გვარი და სახელი 1992 წლის ბოლოს თუ 1993 წლის დასაწყისში გამახსენდა, როცა ,,საქართველოს რესპუბლიკაში'' პატარა ინფორმაცია გამოქვეყნდა, ედუარდ შევარდნაძე გაერო- თანამშრომელ თემურ ალასანიას შეხვდაო. როგორც ირკვევა, სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა სააკაშვილის აშშ-ში გამგზავრება - არ ვიცი, როგორ მოუხერხეს, მაგრამ ედმუნდ მასკის სტიპენდია მიიღო... მგონია, რომ 2003 წლის რევოლუციის ორგანიზატორი აშშ კი არა, რუსული სპეცსამსახური იყო! დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი და, საერთოდ, რუსეთის დიდი სამხედრო კორპუსი ედუარდ შევარდნაძეს ვერ იტანდა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამხედრო უშიშროების უამრავი თანამშრომელი სამსახურის კი არა, პრაქტიკულად, სახლ-კარის გარეშე დარჩა. აქედან გამომდინარე, რუს სამხედროებსა და უშიშროების თანამშრომლებს შევარდნაძის მიმართ ანტაგონიზმი ჰქონდათ. ერთ-ერთი, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლით დაზარალდა, სწორედ პუტინია, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა რეზიდენტურას ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტორის გარდა, პუტინს მეზობელ ანუ როგორც კრემლში თვლიან, რუსეთის გავლენის ქვეყნებში ახალი პარტნიორები სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ,,ვარდების რევოლუციის'' პარალელურად, ხელისუფლება სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაშიც შეიცვალა ანუ როგორც კი ცოტა მომძლავრდა, პუტინმა ჩათვალა, რომ სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება შეეძლო... ყურადღების მიღმა არც ისაა დასატოვებელი, რომ ამ .. რეფორმატორ ბიჭებთან, რუსულის გარდა, რა თქმა უნდა, დასავლეთის სპეცსამსახურებიც მუშაობდნენ, მათ შორის, ამერიკული ფონდებიც... სააკაშვილი, ალბათ, უფრო რუსული სპეცსამსახურის აგენტი იყო და, ამასთან, იმ დავალებებსაც ასრულებდა, რომლებიც ამერიკულ სამსახურებსაც აწყობდათ. სხვათა შორის, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჯორჯ სოროსი, რომელიც არ მალავს, რომ რამდენიმე სპეცსამსახურთან მუშაობს, ,,კა-გე-ბე''-სთანაც თანამშრომლობდა? შესაბამისად, დასაშვებია, რომ სოროსი რეფორმატორებს ამერიკული ფონდების სახელით სწორედ რუსული სპეცსამსახურის დავალებით ეხმარებოდა. ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს,'' - ესაა ამონარიდი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული მირიან ყარაულაშვილის ინტერვიუდან, რომელმაც ხელისუფლებაში ,,ოცნების'' მოსვლის შემდეგ, ვიზენტალის სახელობის ქართული ფონდი შექმნა. 
რაც შეეხება სტალინს, ვერ ვიტყვით, გორელი ბოროტი გენიოსი ,,კა-გე-ბე''-ს პროდუქტიაო, რადგან საბჭოთა სპეცსამსახურის ერთ-ერთ ფუძემდებლად, ბერიასთან ერთად, სწორედ იოსებ ჯუღაშვილი ითვლება, მაგრამ თუნდაც ვერსიის დონეზე რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ ჯერ კიდევ ,,დიდი ოქტომბრის სოციალისტურ'' რევოლუციამდე კარგა ხნით ადრე, პროლეტარიატის მომავალი ბელადი, რომელსაც იმხანად კობას ეძახდნენ, მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის უშიშროების ორგანომ გადაიბირა? 
სხვათა შორის, პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა X-ფაილებზე მუშაობისას ,,ვერსიამ'' აღმოაჩინა, რომ არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც, იგივე 1917 წლის ,,დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია'' დასავლეთის კაპიტალისტური ქვეყნების სპეცსამსახურებმა დაგეგმეს ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, რომანოვების წინააღმდეგ შეთქმულება წლების განმავლობაში მზადდებოდა და ბოლშევიზმის ყველა ან თითქმის ყველა თვალსაჩინო თუ მეტ-ნაკლებად უცნობი ლიდერი, როგორც რევოლუციონერი, სწორედ ბურჟუების ხელშეწყობით ჩამოყალიბდა. 
ამავე კონტექსტში გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც მსოფლიომ სტალინის სახელით გაიცნო, თავის დროზე, ესე იგი, სიყმაწვილეში ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო - ცნობილია, რომ კობა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში, ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით, კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმერ ლენინის, გეორგი პლეხანოვის შრომებს გაეცნო და რევოლუციურ მოძრაობაშიც ჩაება. 
მოგვიანებით, ჯუღაშვილი „მესამე დასის'' წევრი გახდა და თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებში ხელი მარქსისტული იდეების პროპაგანდას მიჰყო. 
1899 წელს, მომავალი საბჭოთა ბელადი, სემინარიიდან სწორედ რევოლუციური მოღვაწეობისთვის გარიცხეს, რის შემდეგაც ცხოვრება არალეგალურად დაიწყო. 
,,სტალინი შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების - „ბრძოლის“, „პროლეტარიატის ბრძოლის“, „ბაკინსკი პროლეტარიატის“, „გუდოკის“, „ბაკინსკი რაბოჩისგამოცემაში; იყო 1905-07 რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ-ის შექმნის დღიდანვე მხარს უჭერდა რევოლუციური მარქსისტული პარტიის განმტკიცების ლენინურ იდეას, იცავდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ბოლშევიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას, იყო ბოლშევიზმის მტკიცე მომხრე, აკრიტიკებდა მენშევიკებისა და ანარქისტების ოპორტუნისტულ ხაზს რევოლუციაში. 
ასევე, იყო რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფოსში (1905 წელი), სადაც პირველად შეხვდა . . ლენინს... 
იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 
1912 წელს, სტალინი რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 
1912-1913 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებთან - „ზვეზდადაპრავდა''. 
მონაწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912 წელი). 
ამ პერიოდში დაწერა შრომა - „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“, რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკაკულტურულ-ნაციონალური ავტონომიისოპორტუნისტული პროგრამა. ეს შრომა ლენინმა დადებითად შეაფასა. 
1913 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში,'' - ნათქვამია ქართული ,,ვიკიპედიის'' ინფორმაციაში. 
ერთი სიტყვით, ადამიანი, რომელიც ღმერთთან კავშირს გრძნობდა, მოულოდნელად პირწავარდნილი ათეისტი ხდება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ეკლესია-მონასტრების ნგრევას იწყებს, თუმცა დღემდე არსებობს მითი, რომ იოსებ სტალინი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჭეშმარიტი მორწმუნე იყო. ამ კუთხით საყურადღებოა ინტერნეტპორტალ ორტჰოდოხყ.გე-ზე გამოქვეყნებული სტატია, რომელიც მეორე მსოფლიო ომით იწყება და რომელშიც აღნიშნულია: 
,,ღვთის განგებით, რუსეთის მთავარ მლოცველად და მეგობრად ამორჩეულ იქნა მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ანტიოქიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდელმთავარი ილია, ლიბანის მთათა მიტროპოლიტი. იგი კლდოვან ჯურღმულში ჩავიდა ღრმად, სადაც ვერ აღწევდა ქვეყნიური ხმაური და სადაც არ იყო არაფერი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გარდა. მეუფე სწორედ იქ განმარტოვდა, რამდენიმე დღის განმავლობაში არც საზრდო მიუღია, არც წყალი დაულევია, არც დაუძინია და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღვთის დედას, განმიცხადე, როგორ არის შესაძლებელი რუსეთის შეწევნაო. და აი, სამი დღე-ღამის შემდეგ ცეცხლოვან სვეტში თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: შენ, როგორც რუსეთის ჭეშმარიტი მეგობარი და მისთვის მლოცველი, არჩეული ხარ იმისთვის, რომ ღვთის განჩინება აუწყო ამ ქვეყანას. და თუკი ეს განჩინება არ იქნება შესრულებული, რუსეთი დაიღუპება. ეს საღმრთო განჩინება შემდეგში მდგომარეობდა: რუსეთის ხსნისათვის აუცილებლად უნდა გახსნილიყო მთელს ქვეყანაში ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სემინარიები და აკადემიები; ფრონტიდან დაბრუნებული და ციხე-ბანაკებიდან გათავისუფლებული მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებას უნდა შესდგომოდნენ; წმინდა პეტრეს ქალაქის ჩაბარება არ შეიძლებოდა: მის გადასარჩენად უნდა გადმოესვენებინათ ყაზანის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი და დიდებით ჯვარით სვლით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო; მაშინ ვერც ერთი მტერი ვერ შედგამდა ფეხს ნევის პირას მდებარე ამ ქალაქის მიწაზე; ყაზანის ხატის წინაშე მოსკოვშიც უნდა გადაეხადათ პარაკლისი. შემდეგ ხატი ვოლგისპირა ქალაქ ცარიცინში უნდა გადაესვენებინათ, რადგან არც ამ ქალაქის ჩაბარება შეიძლებოდა მტრისათვის; შემდეგ ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთის საზღვრებამდე უნდა მიჰყვეს ჯარებს, ხოლო როცა ომი დასრულდება, მიტროპოლიტი ილია რუსეთში უნდა ჩავიდეს და ყველას მოუთხროს, თუ როგორ გადარჩა ეს ქვეყანა. ამ საკვირველი გამოცხადების შემდეგ მეუფე ილია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, საბჭოთა მთავრობას და აცნობა მათ ღვთის განჩინების შესახებ. 
სტალინმა გამოიძახა მიტროპოლიტი სერგი, მიტროპოლიტი ალექსი, სხვა მღვდელმთავრები და აღუთქვა, რომ შეასრულებდა ყველაფერ იმას, რაც მიტროპოლიტმა ილია მეორემ აუწყა. სანკტ-პეტერბურგის წმიდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატი გამოასვენეს და დიდებით სვლით ქალაქის გარშემო შემოატარეს. ამის შემდეგ ფაშისტებმა, მართლაც, ერთი ბიჯიც ვერ წადგეს ნევისპირა ქალაქისაკენ, ხოლო ბლოკადა გარღვეულ იქნა საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულთა სწორი ნინოს ხსენების დღესასწაულზე... 
1947 წელს, პირადად სტალინის მიწვევით, მიტროპოლიტი ილია რუსეთში ჩავიდა. მიტროპოლიტ ილიას მიართვეს ყაზანის ხატის ასლი, ძვირფასი ჯვარი და პანაღია, შემკული ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოტანილი პატიოსანი თვლით. მას სახელმწიფო პრემიაც მიანიჭეს, რაზეც სტუმარმა უარი განაცხადა...'' 
მოკლედ, ყველაფერი ზემოთქმული აჩენს ეჭვს, რომ სტალინი, პირდაპირ თუ ირიბად, სპეცსამსახურების პროდუქტი იყო. სტალინისა და სააკაშვილის ანუ როგორც ,,ოცდაერთიანელების'' მსგავსებაზე ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც მეტყველებს: როგორც აღვნიშნეთ, ხელისუფლებაში მოსვლამდე კობამ ნაშრომი - „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“ დაწერა, სააკაშვილმა კი, ,,ვარდების რევოლუცია'' წიგნით - ,,გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის'' დაიწყო... 
ასე და ამგვარად, 21-ის X-ფაილში ბევრი იდუმალებით მოცული ფაქტი იკვეთება და სწორედ ეს იდუმალება გვაძლევს საფუძველს, ეჭვგარეშედ დავასკვნათ, რომ 21 საქართველოსთვის და, შესაძლოა, პლანეტა დედამიწისთვისაც ერთობ საკრალურია!..