ცნობილი მწერალი გურამ ფანჯიკიძე რამდენიმე დღეში მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან გადადგება.
„ამ თანამდებობაზე ჩემი სურვილის გარეშე დამნიშნეს. არადა, ბევრი საქმე მაქვს, რომლის გაკეთებას ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ“, - განაცხადა მან.
ამასთან, მწერალმა „კასანდრას“ ჩვენებისას ელენერგიის გამორთვის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
„თუ ზუბიტაშვილი თბილისელებს „კასანდრას“ არ აყურებინებს, მაშინ განაცხადოს რატომ?“ - რიტორიკულად იკითხა ფანჯიკიძემ.