ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 3045 უბნის მონაცემები, ანუ ბიულეტენების 82,55% დააჯამა, თუმცა საერთო სურათი პირველადი მონაცემებისგან დიდად არ შეცვლილა. რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, ჯერჯერობით შედეგები არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად განისაზღვროს რამდენ შემთხვევაში და რამდენ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური. თუმცა, როგორც ცესკოს თავმჯდომარე აღნიშნავს, ამ დროისთვის დათვლილი შედეგები ჯერჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში დაინიშნოს მეორე ტურები.
„აქედან გამომდინარე, თითოეული უბნის შედეგი არის მნიშვნელოვანი, იმ თვალსაზრისით, რომ საბოლოოდ ვნახოთ სურათი წინასწარი მონაცემების მიხედვით, - სად იქნება დიდი ალბათობით შესაძლებელი მეორე ტურების გამართვა. ჩვენ სადღეღამისო რეჟიმში და დღის განმავლობაში ვაგრძელებთ საუბნო შემაჯამებელი ოქმების დამუშავებას, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე 100 პროცენტამდე ოქმები დამუშავდეს როგორც პროპორციულ ისე მაჟორიტარულ ნაწილში,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
არსებული მონაცემებით ჯერჯერობით 3 პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი, თუმცა არ არის გამორიცხული, „თავისუფალმა დემოკრატებიც“ შევიდნენ პარლამენტში.
ამ დროისათვის შედეგები ასე გამოიყურება:
1 „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3.48 %
2 პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან
ერთად!“) - 0.06 %
3 „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 3,53 %
4 „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი” - 0.16 %
5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 26.46 %
6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” - 1.55 %
7 „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” - 0.17 %
8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” - 5 %
10 „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 3.12%
11 „სახალხო ხელისუფლება” - 0.05 %
12 „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური) - 0.1 %
14 „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის” - 0.22 %
15 „მშრომელთა სოციალისტური პარტია” - 0.04 %
16 „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია” - 0.08 %
17 „საქართველო” - 0.9 %
18 „ქართული იდეა” - 0.17 %
19 „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” - 0.81 %
22 მერაბ კოსტავას საზოგადოება - 0.05 %
23 „ჩვენები - სახალხო პარტია” - 0.09 %
25 „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე -
მემარცხენე ალიანსი” - 0.4 %
26 ეროვნული ფორუმი - 0.72 %
27 „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” - 4.58 %
28 „ზვიადის გზა - უფლის სახელით” - 0.09 %
30 „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი) - 0.09 %
41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 49.26 %