საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის სანდო პარტნიორი, აქტიურად უწყობს ხელს ტექნოლოგიური, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სფეროების განვითარებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის სამიტის ტურისტერის” თანაორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმზე კონფერენცია ჩატარდება.

ღონისძიება 2025 წლის 19 სექტემბერს გაიმართება და იგი ყურადღებას საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალზე, მათ კონკურენტულ უპირატესობებსა და განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილებს.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო სიახლეებს, რაც მათ ბიზნესის მოდერნიზაციასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში დაეხმარება.

ღონისძიებაზე განხილული იქნება:

პირდაპირი ჯავშნების ზრდა;

ციფრული მარკეტინგის გამოყენება ადგილობრივი ტურისტების მოსაზიდად;

კურორტების ოთხივე სეზონზე ვიზიტირებადობის ზრდის სტრატეგიები;

საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა რეგიონული კონკურენციის პირობებში;

ახალი ტურიზმის კანონის გავლენა სექტორზე.

ღონისძიება თბილისში, 19 სექტემბერს 14:00 18:00 საათზე სასტუმრო მუზეუმში გაიმართება. დეტალური დღის წესრიგი იხილეთ ტურისტერის ვებგვერდზე. დასწრება თავისუფალია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tourister.ge/ka/registration-190925