ნატო-ს ოპერაცია „აღმოსავლეთის მცველი“ - რუსეთის დრონების პოლონეთში შეჭრის შემდეგ

ნატო-ს ოპერაცია „აღმოსავლეთის მცველი“ - რუსეთის დრონების პოლონეთში შეჭრის შემდეგ

ნატო-ს ხელმძღვანელების განცხადებით, რუსეთის სამხედრო უპილოტო აპარატების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შემდეგ, ალიანსმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია - „აღმოსავლეთის მცველი“ (Eastern Sentry) დაიწყო. პარასკევს, პოლონეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში 21 რუსული დრონი შეიჭრა, რომელთაგან რამდენიმე საბრძოლო დანიშნულების იყო. 21 დრონიდან ოთხი - პოლონეთის მხარემ ჩამოაგდო.

როგორ უპასუხა ნატო-მ რუსეთ

ოპერაცი „აღმოსავლეთის მცველი“ დაწყების შესახებ, პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ და ნატო-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა. მათი თქმით, ოპერაცია უკვე დაწყებულია, თუმცა დამატებითი ძალების სრულად განთავსებას გარკვეული დრო დასჭირდება.

„ოპერაცია „აღმოსავლეთის მცველი“ მოიცავს ალიანსის მთელ აღმოსავლეთ ფლანგს, უკიდურესი ჩრდილოეთიდან შავი და ხმელთაშუა ზღვის ჩათვლით - ყველგან, სადაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს შევეჯახებით“, - განაცხადა გენერალმა გრინკევიჩმა.

2025 წელს, ნატო-მ უკვე წამოიწყო საზღვაო ოპერაცია - „ბალტიის მცველი“ (Baltic Sentry), რომელშიც სამხედრო გემები და თვითმფრინავები მონაწილეობენ. ოპერაციის მთავარი ამოცანაა, ბალტიის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

დამატებითი ძალები ნატოს-ს მხრიდან

ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უპილოტო საფრენ აპარატებს, თუმცა ოპერაცია განხორციელდება არა მხოლოდ ჰაერში, არამედ ხმელეთზეც. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა პოლონეთში დამატებითი ძალების გაგზავნის შესახებ, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით, მათი რაოდენობა შედარებით მცირეა. ნიდერლანდები პოლონეთში გაგზავნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და 300 სამხედრო მოსამსახურეს. ჩეხეთი უზრუნველყოფს დამატებით ვერტმფრენებსა და 100 სამხედრო მოსამსახურეს. დანია პოლონეთში აგზავნის ორ F-16 ტიპის გამანადგურებელსა და სამხედრო ფრეგატს.

გერმანია აძლიერებს მოქმედებებს ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან და გააფართოებს კონტროლირებად საჰაერო სივრცის ზონას, რომელშიც პოლონეთიც შევა. ბერლინი პოლონეთის ტერიტორიაზე გაგზავნის ოთხ Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელს, ხოლო ლიუვაში განთავსდება გერმანიის დამატებითი სამხედრო ბრიგადა. საფრანგეთი პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად გზავნის სამი Rafale-ის ტიპის გამანადგურებელს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოში დისკუსია

პოლონეთის თხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, პარასკევს საღამოს, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტი განიხილა. სხდომაზე აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, დოროთი შიმ მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედებები და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის, დაიცვას ნატო-ს მოკავშირეები. გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომ რუსეთის სამხედროებმა მიზნად არ დაისახეს პოლონეთის ობიექტები და რომ დრონების სიშორე 700 კილომეტრს არ აღემატება.

ტრამპის „მოთმინება სწრაფად იწურება“

ამავე დროს, პარასკევს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკეთა კომენტარი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზე. „ჩემი მოთმინება პუტინის მიმართ იწურება და თან ძალიან სწრაფად“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში.

ტრამპმა, ასევე, ორივე მხარე - მოსკოვიც და კიევიც - კვლავ დაადანაშაულა კონფლიქტის გამწვავებაში: „საოცარია, როცა პუტინს მშვიდობა უნდოდა, პრეზიდენტ ზელენსკის აღარ სურდა. როცა ზელენსკის სურდა, უკვე პუტინს აღარ უნდოდა. ახლა ზელენსკის ისევ სურს, მაგრამ პუტინის პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშაა“, - განაცხადა მან Fox News-ის ეთერში.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cgq49dyve05o