„ჩვენ ვიმარჯვებთ, ჰიტლერი ჩვენთან არის!“

„ჩვენ ვიმარჯვებთ, ჰიტლერი ჩვენთან არის!“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დარწმუნებული არიან, რომ 9 ოქტომებრს ახალი ენერგიით შეუდგებიან ქვეყნის მართვას. თუმცა, ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს არ იძლება „თავისუფლების მოედანზე“ გამართული წინასაარჩევნო აქცია. ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ წინასწარ ორგანიზიებულ აქციაზე, საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ აქციის წინა ღამეს პარტიის ლიდერი საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს.

რა რესურსით გეგმავს გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობა“ უცნობია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნაცმოძრაობას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს. კახა კალაძე იმედოვნებს, რომ სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, პარლამენტში შემოსვლის.

„ძალიან ბევრი პარტიაა, ვისაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, სხვათა შორის, ამის დიდი პრობლემა აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“. დაველოდოთ 8 ოქტომბერს. ჩვენ ვხედავთ არსებულ სიტუაციას ქვეყანაში, მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ აბსოლუტური უმრავლესობით გავიმარჯვებთ“, - აცხადებს კახა კალაძე.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი სესიაშვილი ეჭვობს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბარიერის გადალახვა შეძლოს.

„დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ამ აქციას, რამდენადაც თავად „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, ისინი თავის ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას ახდენენ. თუ სულ ამდენი ადამიანია მათი მხარდამჭერი, ეჭვი მაქვს მათ ბარიერის გადალახვა შეძლონ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ვინ რომელ ადგილზე გავა, ამას საზოგადოება მალე გაიგებს.

„ჩვენ არც გამოკითხვებს ვენდობით და არც ეგზიტპოლებს, რადგან ამ მხრივ, ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს. როცა პოლიტიკური პარტიები და ტელევიზიები, განსაკუთრებით კი, „რუსთავი 2“ თვალში პარალელურ სამყაროს გვაჩეჩებდნენ, არჩევნებზე სულ სხვა შედეგი იდებოდა.

ჩვენ 8 ოქტომბერს ძალიან იმედიანად ვუყურებთ და ვფიქრობთ, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწევთ. ვისურვებდი, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სათავეში არასოდეს დაბრუნდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება და კანონის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები ქვეყნის სათავეში არ მობრუნდნენ“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ ყველანაირი მცდელობისა, რომ დიდი ტალღა აეგორებინათ და ეჩვენებინათ, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, ეს არ გამოუვიდათ. ანალიტიკოსების შეფასებით, „თავისუფლების მოედანზე“ გამართული აქცია ადასტურებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის არავითარი რესურსი არ გააჩნია. შესაბამისად, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გამორიცხავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ოპოზიციურმა ძალამ, რაიმე სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვოს პარლამენტში.

„ბარიერის დაძლევის პრობლემა არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“. თუმცა, რა თქმა უნდა, განცხადება, რომ 9 ოქტომბერს ხელისუფლებაში მოვლენ, ისეთივე აბსურდია, როგორც ზღვის გადმოცურვა. შანსი, რომ უფრო მეტი მანდატი მიიღონ პროპორციულში, უბრალოდ არ გააჩნიათ, ეს არის პიარი, ისევე როგორც ვიღაცა ზღვას გადმოცურავს. თუ ახალი რეკორდის დამყარება უნდათ, ეს უკვე ჩემი სფერო არ არის“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი. თუმცა, ვარაუდობს, რომ აქტივობა არ იქნება ძალიან მაღალი.

„ვფიქრობ, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ყველაფერი აქეთკენ მიდის. იქნება - „ქართული ოცნება“, „ნაციოინალური მოძრაობა“, მაგრამ რაც შეეხება მესამე ადგილს, პრეტედენტთა რაოდენობა არ შემცირებულა და ის 6 პარტია, რომლებზეც სულ ვსაუბრობდი, ისევ რჩებიან ბარიერის გადალახვის პრეტედნეტებად. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ვგულისხმობ გივი თარგამაძის საქმეს, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი არ გამოიწვია, ვფიქრობ, რომ შანსები დარჩა ყველას. თუმცა, სამწუხაროდ, აქტივობა ამ არჩევნებზე არ იქნება ძალიან მაღალი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ფიქრობს, რომ ბარიერს გადალახავენ, მაგრამ რამდენს მანდატებს მიიღებენ, ეს დამოკიდებულია იმაზე, არჩევნებამდე დარჩილ ერთ დღეში როგორ განვითარდება პროცესები.

„გუშინდელი „რუსთავი 2“-ის გადაცემის მსგავსის გაკეთება რომ მოასწრონ და კიდევ ერთი გივი თარგამაძე რომ ააფეთქონ, მაშინ შესაძლებელია, რომ ვერ შეძლონ ბარიერის გადალახვა, მაგრამ უბრალოდ, ვერ მოასწრებენ ასეთი სისულელის და საზიზღრობის ჩადენას. ეს იყო ძალიან სერიოზული აქტი და ვფიქრობ, რომ ძალიან ბლომად დააკლდათ ხმები. ჯერ გივი თარგამაძის აფეთქებამ, შემდეგ უკვე „რუსთავი 2“-ის გადაცემამ ნაციონალების საწინააღმდეგოდ იმუშავა“, - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.

გამოდინარე აქიდან, სოციოლოგი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლი ხმების დიდი ნაწილი „თავისუფალი დემოკრატების“ ამორჩეველი გახდეს.

„ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის“ ბოლომდე მომხრეების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ის, რომ ისინი არიან პროდასვლურები. ამ თვალსაზრისით თანხვედრაში არიან „თავისუფალ დემოკრატებთან. ასე რომ, თუ კიდევ ერთი დებატები მოეწყვეს იგივე შემადგენლობით, რაც გუშინ იყო „რუსთავი 2“-ზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხმების ნახევარს დაკარგავს.

ეს მომხრეები ძირითადად გადანაწილდებიან ისეთ პარტიებში, როგორიც არის „თავისუფალი დემოკრატები“. ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ბურჭულაძის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი, რადგან როდესაც ადამიანი დასაცინი გახდება და ანეკნოტების მოყოლა დაიწყება მასზე, ნაკლები შანსია იმისა, რომ მისკენ ვიღაცა წავიდეს. თუმცა, მოცემულ მომეტში არ დგას საკითხი ასეა, რომ ნაციონალები ბარიერს ვერ გადალახავენ“, - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.

რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, სოციოლოგი არ ფიქრობს, რომ ხმები გაიფანტება.

„გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პრობლემა ყოველთვის იდგა და ამაზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს, მაგრამ სოციოლოგიაში არის ასეთი ალოკაციის ცნება, რომლითაც გარკვეული კითხვების მეშვეობით შეიძლება დადგინდეს, რა მიმართულებით წავა გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. დღეს ასეთი მოცემულება, რომ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ წავა ეს ამომრჩეველი, გაციელბით ნაკლებია, ვიდრე ის, რომ წავიდეს ხელისუფლებისკენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავამ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს. თუმცა, ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი შემცირდა.

„როდესაც ვლაპარაკობდით, რომ რაოდენობრივად მისი ამომრჩეველი ძალიან სტაბილური იყო, ბოლომე ასე არ აღმოჩნდა. ერთი მხრივ დაინახეს ამ მოძრაობის არაპერსპექტივობა და მეორე მხრივ დაინახეს, რომ მათზე ზედმეტი დაყრდნობა პრაქტიკულად, უშედეგოა. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმაც იგრძნეს და ამიტომაც არის ბოლო პერიდში განსაკუთრებით გაძლიერებეული „გამამხნევებელი პროპაგანდა“, როგორც ჰიტლერის დროინდელ ჯარში. ჯარისკაცებს, საბრძოლო სული რომ არ შემცირებოდათ, ნაცისტები აფრთხილებდნენ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ, ჰიტლერი ჩვენთან არისო, ზუსტად ეს პროპაგანდიტული მოდელია გამოყენებული.

თუმცა, მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდება, მაგრამ ბუნებრივია, რომ ბარიერის გადალახვა არ ნიშნავს წარმატებას, ეს იქნება ბევრად უფრო რეგრესული მოცემულობა. პარტია იქნება პარლამენტში, მაგრამ ამ 4 წელიწადში ის კატასტოფულად დაკარგავს ფუნქციას“, - ამბობს არჩილ გამზარდია.

რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, გამზარდია ფიქრობს, რომ ამომრჩევლის ეს ნაწილი არჩევანს „ქართულ ოცნებასა“ და პროდასავლურ ძალას შორის გააკეთებს.

„მოცემულობა ასეთია - „ნაციონალური მოძრაობის“ პოტენციური ამომრჩეველი გადაუწყევტელი არ არის. ამიტომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმა ალბათ, წავა „ქართული ოცნების“ მხარეს, ან შესაძლოა, წავიდეს რომელიმე პროდასავლური ძალის მხარეს. არა მგონია, რომ ეს ხმა ე.წ. პრორუსული ფლანგის მიმართულებით წავიდეს, ვინიდან ამ ფლანგის ამომრჩეველს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ამიტომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ და პროდასავლურ ძალას შორის წავა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.