ბათუმში თურქული სკოლის გახსნამ საზოგადობება ორად გაყო. ნაწილი თურქეთის მთავრობის დაფინანსებით თურქული სკოლის გახსნას დაუშვებლად მიიჩნევს და სკოლის ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვს, ნაწილი კი, თვლის, რომ აუციელებილია დიდი ხნით საქართველოში ჩამოსული თურქი ოჯახებისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნა და მათ შორის - სკოლა.
განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლა თავდაპირველად თურქეთის მოქალაქეებისთვის იქნება, ხოლო აკრედიტაციის გავლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შესაძლებელი იქნება ამ სკოლაში განათლების მიღება. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თურქულ მხარესთან აქვთ მუდმივი კომუნიკაცია, რომ სკოლა ერთად განავითარონ.
თურქეთის მთავრობის დაფინანსებით საქართველოს ტერიტორიაზე თურქული სკოლის გახსნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს ექსპერტი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, საქართველოში არსებობს სკოლა დიპლომატების შვილებისთვის, სადაც თურქი დიპლომატების შვილებს შეუძლიათ მიიღონ განათლება. ექსპერტი ამბობს, რომ ბათუმში თურქული სკოლის ფუნქციონირება ქართველი მუსლიმნების გათურქებას გამოიწვევს.
რა საფრთხის შემცველია თურქული სკოლის გახსნა და რა პოლიტიკური გზავნილი დგას ამის უკან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
ბათუმში, თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული თურქული სკოლა თურქეთის საელჩოს ექვემდებარება და მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს ემსახურება. როგორც ირკვევა, სკოლის მშენებლობისთვის ბათუმის მერიას საჭირო ნებართვა არ გაუცია. როდესაც ნებართვის გარეშე ერთი სახელმწიფო, მეორე სახელმწიფოში აშენებს სკოლას, დიპლომატიურ ენაზე რა ჰქვია ამას?
სოსო ცინცაძე: იმდენად ექსტრავაგანტული საშინელებაა, რომ აქ უკვე დგება საკითხი - ვართ თუ არა ჩვენ სახელმწიფო. 2013 წელს თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელი ნიკოლოზ მჟავანეძე რატომ? - იმიტომ, რომ თურქეთი, არაოფიციალურად აჭარას თავის ტერიტორიად თვლის. იმდენად მიუღებელია ის ფაქტი, რაც ახლა მოხდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ციხეში მოხდებოდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელიც ერთი მეორეზე მიყოლებით აჯარიმებდა და არ კრძალავდა ამ მშენებლობას. სკოლა შენდება, ტუალეტი ხომ არ შენდება არა?!
სად იყო ქალაქის ხელმძღვანებლობა?! სად იყო ის გასიებული საკრებულოს თავმჯდომარე, შავქოლგიანი კაცი რომ დაჰყვება შუა აგვისტოში, არ იცოდა სკოლა შენდებოდა, თუ ტუალეტი? სად იყო აჭარის განათლების მინისტრი? როგორ შეიძლება, თურქეთიდან ჩამოყვანილმა მასწავლებლებმა ასწავლონ საქართველოში?
მიღებული წესია და მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს, ძალიან დიდი საელჩო გვქონდა ამერიკაში, დაახლოებით 1000-ზე მეტი თანამშრომელი იყო, იქ იყო რუსული სკოლა, რომელიც დიპლომატიური შეთანხმების საფუძველზე არსებობდა, ამ სკოლაში საბჭოთა კავშირის პროგრამით ასწავლიდნენ. ასე იყო ინგლისში. საქართველოშიც არის სკოლა დიპლომატების შვილებისათვის.
მაგრამ სკოლა, რომელიც ბათუმში გაიხსნა, მოემსახურება არა დიპლომატის შვილებს, არამედ თურქეთის მოქალაქეებს...
- ბათუმში განა რამდენი თურქი დიპლომატია, ან თბილისში, რომ სკოლის გახსნა იყოს აუცილებელი? სწორედ ეს გახლავთ რბილი ძალა, აგრესია, დივერსია. ეს არის განათლების სფეროში ჰუმანიტარული და იდეოლოგიური დივრესია. იმ სკოლაში რას და როგორ არსწავლიან, არავინ იცის. გარდა თურქეთის მოქალაქეებისა, რასაკვირველია, შეღავათები იქნება აჭარის ქართველი მუსლიმი მოსახლეობისთვის, რომლებსაც აბსოლუტურად გაათურქებენ.
არსებობს რისკი, რომ ამ სკოლამ შესაძალოა ერთგვარი მიზიდულობის ფუნქცია მიიღოს?
- რასაკვირებია, რადგან ეს უკვე განათლება აღარ არის, ეს უკვე პოლიტიკაა, ეს არის აჭარის მთლიანად გათურქების მცდელობა.
დღეს ღიად არ იკითხება პოლიტიკური მოტივი, მაგრამ შეიძლება ეს მოტივი ამოტივტივდეს?
- როდესაც აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად იქნება არა ქართველი, არამედ თურქი, მერე უკვე თურქეთი მოითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას. რეფერნდუმის საშუალებით და საერთაშორისო ნორმებით მთელს აჭარას წაიღებს - აი, ბოლო ეს არის.
ძალიან ბვერი საუბარია იმასთან დაკვშირებით, რომ ზოგიერთი თურქულ რუკაზე აჭარა დატანილია, როგორც თურქეთის ტერორია და ამ კუთხით მიდის სწავლება სკოლებში. ეს პოლიტკაა, თუ მასწავლებლის შეცდომა?
- არავითარი მასწავლების შეცდომა არ არის. თურქეთში არ არის ისე, როგორც საქართველოში, ვისაც არ ეზარება, ყველა სახელმძღვანელოს წერს. იქ ყველაფერი ცენტრალიზებულია, განათლების სამინისტროს უმკაცრესი კონტროლი აქვს დაწესებული ნებისმიერ სახელმძღვანელოზე. ამ კუთხით თავი გამოიჩინა ყოფილმა პრემიერმა დავითოღლუმ, რომელიც იყო საშინელი თურქისტი და ამავე დროს ანტიქართველი.
დავითოღლუს ეკუთვნის თურქიზმის იდეა, რაზეც პრინციპში, თურქეთის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ამბობს უარს...
- პირიქით, ერდოღანი აგრძელებს ათათურქის პოლიტიკას, ოღონდ ისლამური დროშით. ათათურქის პოლიტიკა მაინც იყო სეკულარიზმი, ანტირელიგიური. ამიტომ, არ შეიძლება, უნდა დაიხუროს ეს სკოლა, რადგან ამ სკოლის საბოლოო მიზანი იქნება ის, რომ 15-20 წლის შემდეგ თურქეთი მოითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას. ქართველი მუსულმანები იტყვიან, რომ მათ თურქეთში უნდათ ცხოვრება. ვინაიდან, ისლამი ერთადერთი რელიგიაა მსოფლიოში, რომელიც არის სახელმწიფოს შემქმნელი. ისლამს გაცილებით მეტი რამ აკავშირებს პოლიტიკასთან, ვიდრე რელიგიასთან. ისლამი პრაქტიკულად პოლიტიკაა.
კონსული ამბობს, რომ სკოლაში ქართული კულტურა და ისტორია ისწავლება. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ისლამი არის პოლიტიკა, ვიდრე რელიგია, აქედან გამომდინარე, უკვე არის პრობლემა თურქულ სკოლაში განათლებამიღებული ბავშვი, მით უმეტეს თუ ამან ინტენსიური სახე მიიღო?
- როდესაც ბავშვი განათლებას ღებულობს თურქულ სკოლაში, ზღაპარია საუბარი იმაზე, რომ ამ სკოლაში ქართული კულტურა და ისტორია ისწავლება. ჩვენ დეგენერატები ვგონივართ ამ თურქებს, თუ რა ხდება? თქვენ როგორ ფიქრობთ, თურქული ისტორიის გაკვეთილზე ბავშვებს ასწავლიან თურქეთი როგორ იპყრობდა თავის დროზე აჭარას და როგორ გაათურქა 17-ე საუკუნეში ქრისტიანული ბათუმი? არა ბატონო, იქ ასწავლიან, რომ ბათუმი ყოველთვის იყო თურქული ქალაქი და რევოლუციის შედეგად საქართველომ შემთხვევით მიიღო მემკვიდრეობით თურქული ქალაქი. აი, ამას ასწავლიან, როგორც ეს მათ სახელმძღვანელოში წერია - დროებით ოკუპირებული აჭარის რეგიონი. ეს არის თურქეთისთვის ბათუმი. ახლა კიდევ სკოლა გახსნეს, მასწავლებლი ჩამოიყვანეს და ჩვენმა განათლების სამინისტრომ ხელი დაიბანა - აკრედიტაცია არ მიმიციაო. აკრედიტაციის გარეშე იარსებებს, ჩვენი მთავრობა იტყვის, რა ვქნათ, აგერ აკრედიტაციას არ ვაძლევთო.
თურქული მხარის გადაწყვეტილება ჯდება დიპლომატიურ ჩარჩოში?
- უნებართვოდ ააშენოს სკოლა, ეს არის სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყანის შემოჭრა. იმ ქალაქს პატრონი არ ჰყვას, პირველი გასაგდებია ქოლგიანი ბერიძე, ქალაქის მერი და მთელი აჭარის მთავრობა. რას ნიშნავს არ იყვნენ საქმის კურსში?! ბათუმია, მოსკოვი ხომ არ არის. ამხელა სკოლა აშენდა ცხვირწინ და არ იცოდნენ რა შენდებოდა? უკონტროლო მშენებლობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს დაიწყო სააკაშვილის დროს და დღემდე გრძელდება.
ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი?
- არ მესმის რას ნიშნავს თურქეთის მოქალაქეები, თურქეთიდან დადიან ბავშვები გაკეთილებზე, თუ ბათუმში გადმოსახლდნენ? ან ბათუმში ამდენი თურქი ცხოვრობს, რომ მათ თავიანთი სკოლა უნდათ? თურქები სულელები არ არიან, ეტყობა, ნახეს დიპლომატიური ხვრელი. გაშლიან ხელებს და იტყვიან, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ავაშენეთ სკოლა, უსწვლელები ხომ არ დარჩებიანო, მაგრამ ამავე დროს კარებს ვერ დავუკეტავთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ისწავლონ ამ სკოლაშიო.
რაც შეეხება გამოსავალს, ფაქტია, რომ სკოლას ვეღარ დაანგრევენ, ვერ აკრძალავენ, ეს უკვე დიპლომატიური სკანდალია, ამიტომ, თავის დროზე უნდა მიეხედათ ამ საკითხისთვის. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა აკრძალოს ჩვენი მოქალაქეების ქართველი მუსლიმების სწავლა იმ სკოლაში. მაგრამ ეს უკვე გავა დიპლომატიურ სკანდალზე, მოკლედ გამოჭერილები ვართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
დღეს თუ 24 თურქი ბავშვია იმ სკოლაში, 44 ქართველი მუსლიმი იქნება, ესეც ეკონოიმიკური მდგომარეობით არის განპირობებული. ქართველი ფიქრობს, რომ თურქეთი უფრო მდიდარი ქვეყნაა, ვიდრე საქართველო, თუ ისწავლის თურქულს, ბოლო-ბოლო თურქეთის მოქალაქე გახდება და კარგად იცხოვრებს.
აქედან გამომდინარე, რომ ყველაფერს ეკონომიკა მართავს, ალბათ, ხელისუფლებამ ამის საწინააღმდეგო ბერკეტები უნდა შექმნას...
- რასაკვირველია, მაგრამ ეტყობა, რომ აჭარის ხელისუფლება არ ფიქრობს ამის საწინააღმდეგო ბერკეტები შექმნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 15-20 წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა, თურქეთის მთავრობა მოითხოვს რეფერენდუმს, აჭარას აქვს თავისი ავტონომიური სტატუსი, მოითხოვს ამ სტატუსის გაფართოებას უკვე, როგორც რესპუბლიკას და უფრო მეტი პოლიტიკური უფლებებით, ანუ თანდათან, აჭარა გახდება თურქეთი.
რასაკვირველია, ეს დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს. სასტუმროები რომელიც ბათუმში აშენდა, ყველა თურქების საკუთრებაა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ არ შეუშვა ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს ლიფტში ერდოღანის დაცვამ სააკაშვილის დაცვა. ახალ სასტუმროში მე-16 სართულზე ადიოდნენ, სააკაშვილი შეუშვეს ერდოღანთან ერთად, მაგრამ დაცვა არა. მიშას დაცვა სულ წიხლ-პანჩურით გამოყარეს, კიბეებზე ისე გარბოდნენ, რომ ფეხებს კისერში ირტყამდნენ, რომ როგორმე ასულიყვნენ 16 სართულზე.
ეს პროცესი დაიწყო მიშას დროს და გრძელდება ახლა. თურქეთი ნელ-ნელა, მაგრამ მალე რბილი ძალით თავის პროვინციად აქცევს აჭარას, შემდეგ ეს იურიდიულად გაფორმდება. მთავარი ეთნიკური წარმოშობა არ არის, მთავარია რელიგია. ის აჭარელი ქართველი, რომელიც ეთნიკურად ქართველია, მისთვის თანდათან მთავარი ხდება, რომ ის არის მუსულმანი, ჩვენ კი, ქრისტიანები. საბედნიეროდ, დღეს არ არის მთავარი, მაგრამ ამის ტენდენციები მიდის და თანაც ძალიან ძლიერად, რაც ძალიან დიდი საფრთხეა. შედეგი იქნება ის, რომ რელიგიური ერთობა გადაწონის ეთნიკურ ერთობას.