„გამო......ული ბაქრაძე სადაა ვაბშე, ეგ მკვდარი...“ - რევოლუციური სცენარის გეგმა ოდესიდან

„გამო......ული ბაქრაძე სადაა ვაბშე, ეგ მკვდარი...“ - რევოლუციური სცენარის გეგმა ოდესიდან

„ამ მთავრობის დამხობა რომ გადატრიალების გარეშე ვერ მოხდება, ფაქტია“, - ამ შინაარსის ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს „ვიკილიქსი“, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაგეგმილი რევოლუციის სცენარის დეტალებზე ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ამ სკანდალური ჩანაწერით ირკვევა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი 2016 წლის ოქტომბერში, მორიგი რევოლუციური სცენარისთვის ემზადება.

მიხეილ სააკაშვილი: არჩევნები, როგორც ვუყურებ, წაგებისკენ მიდის, ამიტომ მხოლოდ რევოლუციური სცენარი გვჭირდება! რევოლუციური მუხტი არ არის ახლა საერთოდ, მუხტი თუ არ იქნა, გადატრიალება გამორიცხულია. აგერ კაკო სულ წუწუნებს გაურკვევლობაში და უმოქმედოდ ვართო, აი იმუშავეთ მუხტზე, ამაზე კაი მიმართულება რა გინდათ.

კაკო ბობოხიძე: გეთანხმებით, მით უმეტეს მაგის მეტი რა ვიცი. მე მზად ვარ! 90-იანი წლებში რამდენჯერ გავაკეთეთ და 2003-ში კი რაც გავაკეთე, ხომ გახსოვს მიშა! გამომიყენეთ ძმაო, დავგეგმოთ დეტალები და ორგანიზაბას მე გავქაჩავ!

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა დაიწყეთ, მერე, დრო აღარ იცდის კაკო, მე შენს ინტუიციას ვენდობი. ითანამშრომლეთ სხვა პარტიებთან, ინაშვილი, კუკავები, კაციტაძეები, თუნდაც ის ბოჩოლა ალასა გამოიყენეთ, ბიძინას ხელშია ყველა რესურსი და ძაან გაგვიჭირდება, მაქსიმალურად ყველა უნდა გამოვიყენოთ.

გიორგი ვაშაძე: რა ვიცი, მე მაინც ვფიქრობ, რომ რასაც თქვენ ამბობთ - ახალი სახეები, განახლებული პარტია, ჩემი შტაბის უფროსობის შემთხვევაში, მე ბევრად მეტ შანსს ვხედავ, მე მაინც ვამბობ, რომ თუ სწორედ ვიმოქმედეთ, ხმების აღებას შევძლებთ.

მიხეილ სააკაშვილი: მოიცა რა, მოკლედ, ამ მთავრობის დამხობა, რომ გადატრიალების გარეშე ვერ მოხდება, ფაქტია, არჩევნების გზით შანსი ნოლია, გიორგი აღარ მითხრა ახლა კიდე სისულელეები.

გიორგი ვაშაძე: ნუ, მე მაინც ვფიქრობ რომ…

მიხეილ სააკაშვილი: კაი, ნუ გასაგებია, ამიტომ აგერ მელია ფიქრობს სხვანაირად და ეგ ჩაუდგება ზუსტად სათავეში, მოვრჩით ეხლა! NDI კაი იყო გიგა, ჩაგეთვალა, ახლა ამის არ გამოყენება და რა ვიცი... მეტი ასეთი შანსი არ მოგვეცემა.

გიგა ბოკერია: კი, მაგ სცენარით მივდივართ რა, სწორი „პოინთებია“ ახლა ჩამოსაყრელი.

მიხეილ სააკაშვილი: მაქსიმალურად ხალხზე უნდა იმუშაოთ, სულ უნდა იძახოთ, - რომ აი, ჩამოიშალა მთავრობა, უმრავლესობა ეშლებათ და შანსი აღარ აქვთ, აბა ეს ვითომ NDI-ის კვლევა რაღად გვინდოდა მაშინ….

გიგა ბოკერია: რა თქმა უნდა, არჩევნების მერე, თავისთავად გამოგვყავს ხალხი ქუჩაში, არჩევნები გაგვიყალბეს და „ფოინთები“ გასაგებია... ნუ, მაგის მეტი რა ვიცით. ისე გავაკეთებთ, რომ ყველაფერი ქოცებს დაბრალდეს!

კაკო ბობოხიძე: თან მაგარი ისაა, რომ კვლევამ ხო მცირედი სხვაობა ანახა, არადა „ქოცები“, როგორც ჩანს, გვიგებენ და მაგარი სარწმუნოა, რომ გაგვიყალბეს და ქუჩა ეგრევე - რევოლუცია.

მიხიელ სააკაშვილი: ხო კაკო, მარა მაქამდე ბევრია სამუშაო, ყველაფერი მაგრად უნდა გავთვალოთ...

კაკო ბობოხიძე: რა თქმა უნდა.

მიხეილ სააკაშვილი: ირმა! რუსთავი მოიკოჭლებს, უფრო მეტად უნდა იაქტიურონ, ეგ ჩემისა გვარამია რას შვრება? სად დაფრინავს? რა ჭირს მაგ ბიჭს… ვეღარ ვცნობ.

ირმა ნადირაშვილი: რუსთავი არაა პრობლემა, ნუ გვარამია არ ვიცი... პირადში რაღაც.

მიხეილ სააკაშვილი: რა დროს პირადია, ნუ გამაგიჟეთ. ნუგზარ! რეგიონები? როგორი განწყობებია? ხო იცი? მაგათ იმედზე უფრო ვართ, თბილისი არასდროს არ იყო ჩვენი, ძაან ბევრი ხალხი დაგვჭირდება, მიტინგები თან რამოდენიმე ქალაქში უნდა გავაკეთოთ და მერე თბილისში შევაერთოთ, ფინანსები არაა პრობლემა, მთავარია ხალხი. მარტო ტელევიზორით კი არა სოფელ-სოფელ უნდა იაროთ. აზერბონები დაგვეხმარებიან, რაზერა ხო ხოდზეა, წავიდა და რამე.

ნუგზარ წიკლაური: განწყობა კაია, ფინანსებიც თუ იქნება არ უნდა იყოს პრობლემა.

მიხეილ სააკაშვილი: გიგა! აღარ უნდა ეხლა ამას ბევრი ფიქრი, ეგრეა რა, სხვა გამოსავალი არაა. შენ მაქსიმალურად ჩართე კანდელაკი და ჩიორა, უფრო მეტად იაქტიურონ ევროპაში... გამო......ული ბაქრაძე სადაა ვაბშე, ეგ მკვდარი, პირველ ნომრად უკვე მეეჭვება. ეგაც და სხვებიც თბილისში რომ სხედან, რას მიკეთებენ?!

გიორგი ვაშაძე: მე მაინც ვთვლი, რომ გადატრიალება არ არის კარგი იდეა, რომ ვერ მივიყვანოთ ბოლომდე? მაშინ?...

მიხეილ სააკაშვილი: გივის ფაქტორიც აუცილებელია, მაგის კონტაქტები უეჭველი დაგვჭირდება, ეს პოლიციელები, ზონდერები, მაგი ყველას იცნობს, აგერ ლევანა გვაზავა და ყოფილებიც აქტიურობენ, ნუ, მოკლედ, მწიფდება ეხლა ყველაფერი, მთავარია შეცდომები არ დავუშვათ, ეს სირ- ქოცები კიდე ხო ხედავთ? შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ჩვენი ხალხი ვინც მაგათთან გვყავს ყველა უნდა გამოვიყენოთ!

გიგა ბოკერია: არა, ამათ შევუსრულებთ, შანსი არაა, ფონი უკვე არის, ეხლა კიდე კაი შეხვედრები მექნება ჩვენს დასავლეთელ მეგობრებთან და ნუ რავი... მაგრად მივდივართ.

კაკო ბობოხიძე: აბა რა, სადაა მაგენის საგულაო, ეს უნიათო დებილები მართლა, ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და ესეთი უნიათოები მართლა არ მინახავს, ამათი დედა მოვ....ან.

მიხელ სააკაშვილი: უკრაინის იდიოტობამ ცოტა ხელი შემიშალა, მარა ეხლა სრულად მაქეთ გადმოვერთვები, ესეთი შანსი ჩვენ აღარ გვექნება. ეს განახლება საჭიროა, ძველი სახე ახალმა უნდა ჩაანაცვლოს. ხალხს სიახლე უნდა დავანახოთ, ყველანაირი რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ეს საზიზღარი უნდა ჩამოვაგდოთ, დიდი ბრძოლა გველის, რესურსი ამათ ხელშია, ჩვენ მაგრათ უნდა დავდგეთ, მაგათმა ისიც არ იციან, როგორ გამოიყენონ ხელისუფლება. ერთი მიწოლა უნდა და სულ ჩამოიშლებიან!

ნუგზარ წიკლაური: კარგია, მეტ ყურადღებას თუ მოგვაქცევ, ხალხზე ეგ ძაან მოქმედებს, დამიჯერე!

გიგა ბოკერია: ერთი შეკრება, მერე კიდე, უნდა შევიკრიბოთ, დათო მართლა გამო...ევდა. მოკლედ სცენარით მივდივართ და აღარაფერმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი, გვარამიას შენ თუ დაელაპარაკები უკეთესი იქნება. უკანალის თამაშს თავი გაანებოს და საქმე აკეთოს!

მიხეილ სააკაშვილი: კაი, ნიკას მე მივხედავ, პირადს მივცემ მაგას, რისთვის დავსვით იქ. მოკლედ, მუხტზე და ხალხზე ვმუშაობთ სერიოზულად, კაკო, გიგა, ნუგზარ თქვენს იმედზე ვარ. ირმა შენ თავისთავად! ახლა იქ წავიდეთ და დეტალებიც განვიხილოთ!

ყოფილი მმართველი გუნდი, რომ რევოლუციური სცენარისთვის ემზადება და ამისთვის სპეციალური ჯგუფიც შექმნეს, ამის შესახებ ღიად საუბრობს ქვეყნის ხელისუფლება. შს მინისტრის განცხადებით, რიგი პარტიების მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაცია. გიორგი მღებრიშვილი არ აკონკრეტებს რა სახის პროვოკაციები იგეგმება, თუმცა, ირწმუნება, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია. მინისტრის განცხადებით, შსს-ს ყველა ძალა და რესურსი გააჩნია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს.

მოსალოდნელი დესტაბილიზაციის კვალდაკვალ, ძალოვანი მინისტრი კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე გადავიდა, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნა, რომელთა უფლებამოსილებაში შედის არჩევნების დღეს, უსაფრთხოების გეგმის შემუშავება და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება.

„ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული ფარულ ჩანაწერის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თუმცა, აცხადებენ, რომ დაიცავენ წესებს მშვიდობიანი არჩევნების ჩასატარებლად.

ამ სკანდალური ჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილე საარჩევნო ბლოკ, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს არის მორიგი პასკვილი წინასაარჩევნოდ, რომელიც რეალობას არ ასახავს.

„არანაირი შეხვედრა და მსგავსი საუბრები არ ყოფილა. ეს ფარული ჩანაწერი საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმაზე, რაც არ ყოფილა. ყველა კარგად ხვდება, ვინ არის ამ ჩანაწერების ავტორი და რისთვის სჭირდებათ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ რევოლუციური სცენარის განხილვას ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი, რომლის განცხადებით, ვერანაირი რევოლუციური სცენარი საქართველოში ვერ მოხდება და საარჩევნო პროცესი მშვიდად, ყოველგვარი ექსცესებისა და პოლიტიკური დაძაბულობების გარეშე ჩაივლის.

„ამ ტიპის კომუნიკაციებს მე მგონი პირველად არ ვისმენთ. იყო გარკვეული ჩანაწერები, რომლის ავთენტურობაც მონაწილე პირებმაც დაადასტურეს და მე მგონი, რაღაც გარკვეული ამ ტიპის სამზადისი რომ მიდის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეს კონკრეტული ჩანაწერი რამდენად ავთენტურია, უნდა დადასტურდეს იმისთვის, რომ სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა რაიმე ლოგიკური ბმაა აღნიშნულ ჩანაწერსა და იმ განცხადებას შორის, რომელიც თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა წინასაარჩევნო პროცესში დესტაბილიზაციის მცდელობების შესახებ, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისი განცხადება ეხებოდა უშუალოდ პოლიტიკური კამპანიის წარმოების პროცესში გარკვეული დესტაბილიზაციის შემოტანის პრევენციას. თუმცა იგი ამავდროულად დასძენს, რომ სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად რეაგირებენ და გარანტიას იძლევა, რომ ვერანაირი რევოლუციის სცენარი ვერ იმუშავებს.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, მმართველი ძალა ცდილობს, უკანონო ჩანაწერებით მოახდინოს საზოგადოების მანიპულირება. სამწუხაროა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დღესაც ცდილობენ, უკანონო ჩანაწერებით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება.

„იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნებისგან“ არ მოვისმენთ კომენტარებს, რომ ეს თვითონ ჩაწერეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და გაავრცელეს. მსგავსი ჩანაწერების არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ უკანონო ჩაწერები ხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც უკვე ეს ხელისუფლება არსებობს.

„რესპუბლიკური პარტიის“ პროტესტი მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით იყო საფუძვლიანი და სამწუხაროა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დღესაც ცდილობენ, უკანონო ჩანაწერებით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება. ჩანაწერების შინაარსის განხილვაში არ შევალ, სანამ ხელისუფლება არ დაამტკიცებს, რომ ისინი უკანონოდ არ არის მოპოვებული“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.