„მეორე ტური იქნება და ეს განპირობებულია ახალი კანონით“

„მეორე ტური იქნება და ეს განპირობებულია ახალი კანონით“

„სრული უპასუხისმგებლობაა მუსლიმების პრობლემის და კუთხურობის წინ წამოწევა, რისი მცდელობაც ჰქონდა პაატა ბურჭულაძეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის განცხადებით, შიდა კვლევამაც აჩვენა, რომ ოდნავ განსხვავებული ვითარებაა სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, მაგრამ ეს განსხვავება არ ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოგების შანსი აქვს.

როგორცქართული ოცნებისაღმასრულებელი მდივნი აცხადებს, პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობაგანსაკუთრებულად ორ რეგიონზე - სამეგრელოსა და აჭარაზეა კონცენტრირებული. როგორც ირკვევა, აჭარის მიმართულებით აქცენტი მუსლიმი ქართველების პრობლემებზე კეთდება, სამეგრელოში კი, სამოქალაქო ომის თემატიკაა წინა პლანზე წამოწეული. ბატონო ზურაბ, რატომ სამეგრელო და აჭარა?

ზურაბ ბიგვავა: მაინც საზღვრისპირა რეგიონებია, მეტ-ნაკლებად დაძაბულობა ისედაც არის და თავისთავად, ეს დაძაბულობა პოლიტიზაციის მეტ ხარისხს იწვევს. მუსლიმების პრობლემა თითქოს არასოდეს არ იდგა, ახლა ვიღაცა ცდილობს ამ საკითხის მეტ-ნაკლებად გამოყენებას, რაც არანაირად გამართლებული არ არის. სრული უპასუხისმგებლობაა მუსლიმების პრობლემის და კუთხურობის წინ წამოწევა, რისი მცდელობაც ჰქონდა პაატა ბურჭულაძეს. ეს არის ან გაუთვითცნობიერებელი განცხადება, და თუკი მიზანიმართული, მაშინ მტერი უნდა იყოს ადამიანი, რომ რაღაცა მოგების გამო, ასეთი ნაბიჯი გადადგას. არანაირი მოგება არ ღირს ამად და ასე ფიქრობს ყველა ნორმალური ადამიანი.

მაგრამ როდესაც ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, როგორცნაციონალური მოძრაობაადა მასთან ასოცირებული პარტიებია, იქ რამდენად დასაშვებია მორალურ პრონციპებზე საუბარი?

- მესმის, ყველაფერი შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომელსაც ასეთი მიმართულება აქვს აღებული, დაუშვებელია. დესტაბილიზაციის მოლოდინი, თუ დაგეგმვა, - ამაზე საუბრობენ პოლიტიკურ წრეებში და სახელმწიფოც ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ეტყობა, არის გარკვეული ინფორმაცია, რომ ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, რასაც არ გამოვრიცხავ, რადგან სხვადასხვანაირი ადამიანები არსებობენ და მათ შორის ასეთი ქცევის მიმართ მიდრეკილებიც, მით უმეტეს პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ, ამ ორ რეგიონში, სადაც დაძაბულობის მეტი მოცულობა არის, ცდილობენ ამის გამოყენებას. თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი ამ ორი მიმართულებით.

რას გულისხმობთ?

- გახსოვთ რა მესიჯები იყო ბათუმის მიმართულებით, რომ პოსტაბაშიძის დროინდელ აჭარას ცვლიდნენ, იგივე სამეგრელოს მიმართულებით, საზღვრისპირა რეგიონში აფხაზებისთვის უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ვითომ ჩვენ უკეთესად ვართო. მეტი ძალისხმევა და მეტი დანახარჯი იყო განხორციელებული ამ მიმართულებით. მატერიალურის გარდა ეს დანახარჯი თითქოს პოლიტიკურ რესურს განაპირობებდა.

კვლევამაც აჩვენა, რომ ოდნავ განსხვავებული ვითარებაა ამ ორ რეგიონში, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, იმ თვალსაზრისით, რომ ოდნავ მეტი მომხრეები აღმოაჩნდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ალბათ, ისინიც აკეთებენ კვლევებს და იყენებენ ამ პატარა განსხვავებას, მაგრამ ეს განსხვავება არ ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოგების შანსი აქვს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი მხარდამჭერინაციონალურ მოძრაობასსამეგრელოში ჰყავს. ბატონო ზურაბ, მხარდამჭერთა ეს რაოდენობა შეცვლის პოლიტიკურ სურათს ამ რეგიონში?

- არა. პოლიტიკური სურათის შეცვლაზე ლაპარაკი არ არის, ასეთი რამე გამორიცხულია. კონცენტრაციას აკეთებენ ამ მიმართულებით იმიტომ, რომ იმხელა ძალა არ აქვთ, მთელი საქართველოს მასშტაბით გააკეთონ კონცენტარცია. მაგრამ ამ ორ რეგიონში, სადაც მათთვის შედარებით უკეთესი სიტუაციაა, ბუნებრივია, რომ ცდილობენ მიაღწიონ რამე წარმატებას. ეს არის და ეს, მეტი არაფერი.

რაც შეეხება წინასაარჩევნო სურათს, თითქოს ჩანს, რომ ამომრჩეველი უფრო მომთხოვნი გახდა. კვლევის მიხედვით, რა არის დღეს ამომრჩევლისთვის უფრო მნიშვნელოვანი?

- ზოგადად, რაღაცა სპეციფიკა ახასიათებს ამ არჩევნებს. მაგალითად, ის, რომ ამომრჩეველი გახდა უფრო კვალიფიციური და უფრო მომთხოვნიც. ამომრჩეველს თითქოს დაუკმაყოფილდა პირველი დონის მოთხოვნები. მაგალითად, თავისუფლება და დემოკრატია არ არის პირველი მოთხოვნილება. ამომრჩეველმა დაინახა, რომ ეს ყველაფრი უკვე აქვს. ამიტომ, მოთხოვნები რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის სამუშაო ადგილი.

სამუშაო ადგილის პრობლემა მთელს მსოფლიოშია და საქართველოში განსაკუთრებით. ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან მსგავისი სიტუაციაა. თუმცა, ამ მხრივ ბევრი ფაქტორის გამო, ჩვენთან ყველაზე ნაკლებად არის მძიმე სიტიუაცია. ბუნებრივია, ადამიანებს აქვთ უკეთესად ცხოვრების მოთხოვნილება, უფრო მეტი უნდათ, ეს არის პროგრესის და მოძრაობის განმაპირობებელი ძირითადი ძალა, რაც ძალიან კარგია და ამაში ცუდი არაფერი არ არის.

რა თქმა უნდა, პრობლემები მოსაგვარებელია და ადამიანები აცნობიერებენ რეალურად ვინ არის საქმის გამკეთებელი. მაგალითად, ყველა კვლევის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილი პირველ ადგილზეა იმ ადამიანებს შორის, ვინც გააკეთებს მნიშვნელოვან საქმეს, მოუვლის ქვეყანას და გადაწყვეტს პრობლემებს და ვისი იმედიც აქვს ქართულ მოსახლეობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ის, რომ შიდა კვლევით პრემიერ-მინისტრი პირველ ადგილზეა, ეს უკვე გამორიცხვას მეორე ტურების ალბათობას?

- არა, რა თქნა უნდა. მეორე ტური იქნება და ეს განპირობებულია ახალი კანონით, რომლითაც დაწესდა 50%-ანი ბარიერი, რაც შეგნებულად გაკეთდა ამ ხელისუფლების მიერ. მაჟორიტარი დეპუტატის ლეგიტამაცია გაცილებით ძლიერი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე. 50%-ანი ბარიერის შემოღებამ შექმნა დიდი ალბათობა იმისა, რომ მეორე ტურები იქნებოდა. იმიტომ, რომ 50%-ის მოპოვება საკმაოდ რთულია ყველა სიტუაციაში. ამიტომ, მეორე ტურები იქნება და სწორედ, რომ ეს იქნება სპეციფიკა ახალი არჩევნების.

სავარაუდოდ რამდენ ოლქშია მეორე ტური მოსალოდნელი?

- ვფიქრობ, რომ მეორე ტურების საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა იქნება. არ მგონია, რომ პირველ ტურში ბევრმა შეძლოს არჩევნების დამთავრება. შეიძლება ეს იყოს 30%, შეიძლება - ცოტა მეტი.

შიდა კვლევის თანახმად, როგორ შეიძლება გადანაწილდეს ძალთა ბალანსი პარლამენტში და რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი, დაიკავოს მეორე ადგილი?

- სავარაუდოდ, მეორე ადგილის დაკავების უფრო მეტი შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათი რეიტინგი სადღაც 10%-ის ფარგლებშია. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ბოლო კვლევებით ძალიან ახლოს იყვნენ ბარიერთან და იმდენად პატარაა სხვაობა, რომ ძნელია თქმა, რომელი მათგანი დაძლევს ბარიერს.

სავარაუდოდ, ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ რამდენიმე პარტიას, მათ შორის - პაატა ბურჭულაძის პარტიას, „თავისუფალ დემოკრატებს“, „ლეიბორისტებსაც“ კი, გარკვეული შანსი აქვთ, ასევე ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ „პატრიოტთა ალიანსს“. ყოველ შემთხვევაში, ბარიერთან ახლოს ეს პარტიები არიან.

რესპუბლიკელები არ არიან ბარიერთან ახლოს?

- არა. ჩვენი კვლევით რესპუბლიკელების რეიტინგი სადღაც 1%-მდეა.

როდესაც საუბარია, რომნაციონალური მოძრაობადაიკავებს მეორე ადგილს, პოლიტიკური ოპონენტები ამის საპირისპიროდ აცხადებენ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, მესამე ძალა არ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში...

- პირიქით, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მესამე ძალაც იყოს, მეოთხეც და მეხუთეც. ხელისუფლებას არნაიარად არ აწყობს მარტო, ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შევიდეს. ხელისუფლების ინტერესშია მეტი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, რადგან ეს არის გარეთ სიმშვიდე.

ბევრ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი მინუსები და კრიტიკას იმსახურებენ, მაგრამ მათ შორის ბევრი რაციონალური აზრია, რომელიც პარლამენტისთვის და ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაც მეტი ძალა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ არ უნდა იყოს დესტრუქციული ძალა და ეს არის პრობლემა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად.