აშშ-ში კონგრესში თურქეთის შესახებ გამართულ სხდომაზე პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მთავრობა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მათი ნამოქმედარის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. კონგრესის წევრების მტკიცებით, ერდოღანმა არსებული მდგომარეობით ისარგებლა და წარუმატებელიგადატრიალების მცდელობა პოლიტიკური ძალაუფლების გასაუმჯობესებლად გამოიყენა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და საფრთხეების ქვეკომიტეტში ″თურქეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ″ სახელწოდებით სხდომა გაიმართა.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, ქვეკომიტეტის თავმჯდომარის რესპუბლიკური პარტიის კალიფორნიის კონგრესმენის დანა რორაბახერის თქმით, ″ერდოღანი არსებული მდგომარეობით სარგებლობს და წარუმატებელი გადატრიალების მცდელობას პოლიტიკური ძალაუფლების გასაუმჯობესებლად იყენებს, რითაცისედაც ცუდ მდგომარეობას უფრო მეტად აუარესებს″.
რორაბახერის მტკიცებით, თურქეთში ვინც ერდოღანის ხედვას არ იზიარებს, ზეწოლის ქვეშ იმყფება, ″რელიგიური ფილოსოფოსად″ ცნობილ ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის″მხარდამჭერი″ყველამტკიცებულების გარეშე ″გადატრიალების ინიციატორად″ განიხილება, 15 ივლისის შემდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა ″სულელურ″ დონეს მიაღწია.
″მთავრობა სამხედრო გადატრიალების მცდელობას ადრინდელი საქმეების დასაფარად და ერდოღანის ხედვების მიმართ არასაკმარისი ერთგულების გამომხატველების გასაწმენდად იყენებს″ - განაცხადა რორაბახერმა და დასძინა, რომ ხელისუფლება ″კუდიანებზე ნადირობას″ ახორციელებს, მაგრამ ამ სტრატეგიამ თურქ ხალხს სარგებელი არ მოუტანა.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ერდოღანის მმართველობაში ტირანია, ზეწოლა და უფრო მეტიც - კორუფციაც იყო. კორუფციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ისე ჩანდა, რომ თითქოს ერდოღანს გიულენის მხარდამჭერებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. თუმცა გიულენის მომხრეებმა, ხელისუფლების მმართველებთან ურთიერთობების გაფუჭების ცოდნის მიუხედავად ამ საქმის გამოააშკარავება არ გადაუფიქრებიათ, ეს ცუდი რამ არ არის, პირიქით კარგი რამეა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ისეთი მამაცი ადამიანები გყავთ, რომ მათ იციან, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი მათ ბავშვების დაკავებს მაგრამ ისინი მაინც თავის საქმეს აკეთებენ″ - განაცხადა რორაბახერმა.
რორაბახერის თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებული ქმედებებით წითელი ხაზი დიდი ხანია გადაკვეთა.
″სასტიკად ჩადენილი გადატრიალების მცდელობა, დიქტატორული და რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბებას ვერ გაამართლებს. თუკი ერდოღანი ყოველივე ამას საკუთარი ხალხის რეალური დემოკრატიული უფლებების გასანადგურებლად, დასავლეთთან კავშირის შესაწყვეტად დადემოკრატიულიპროცესის დასასრულებლად იყენებს ეს მიუღებელია და თურქი ხალხისთვისისტორიული კატასტროფა იქნება″ - აღნიშნა მან.
რესპუბლიკური პარტიის კალიფორნიის დეპუტატმა, პოლ კუკმაც განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს და მის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო თურქეთს ოპტიმისტური თვალით აღარ უყურებდა. სავარაუდოდ, ეს ყოველივე ორ ქვეყანას შორის სამხედრო ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს. მისივე თქმით, ამჟამად თურქეთში დემოკრატია არ არსებობს.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელის ნინა ოგნიანოვას განცხადებით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მთავრობის მხრიდან მედიაზე ზეწოლამ უპრეცედენტო დონეს იაღწია. ოგნიანოვას თქმით, მედიაზე ზეწოლა ადრეც იყო, მაგრამ 15 ივლისის შემდეგ კატასტროფულ დონემდე გაიზარდა. 2016 წლის მარტის შემდეგ უკვე ანგარიშების ყოველდღიური ჩაწერა დავიწყეთ.
“თურქეთში ისეთ დროს, როდესაც პლურალისტური ხმები ყველაზე მეტად საჭიროა ხელისუფლება წარუმატებელ გადატრიალების მცდელობას, კრიტიკულ მედიის წინააღმდეგ და ოპონენტების გასაწმენდად იყენებს″, - განაცხადა ოგნიანოვამ და დასძინა, რომ თურქეთში ჟურნალისტები თავიანთ საქმიანობას თავისუფლად ვერ ასრულებენ.
ოგნიანოვამ ერთ-ერთი კონგრესმენის კითხვაზე, ″ერდოღანმა და მისმა მთავრობამ მედია ცენზურის მხვრივ 3-4 წელიწადში რა მასშტაბებსაც მიაღწია, რუსეთში პუტინის მთავრობას ამ დონის მასშტაბებზე მისაღწევად 10 წელი დასჭირდა″-უპასუხა მან.
ამერიკის პროგრესის ცენტრის წარმომადგენლმა ალან მაკოვსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის და ევროკავშირის რეაქცია იდეალურზე ნაკლები იყო, ამ სიტუაციამ კი თურქეთში შეთქმულების თეორიის გარემოს შექმნას ხელი შეუწყო.
მაკოვსკის თქმით, თურქეთში ″წმენდის″ ოპერაციების დონემ ″კუდიანებზე ნადირობას″ დაემსგავსა. მისივე თქმით, ფეთჰულაჰ გიულენის ფილოსოფიასთან კავშირის აღიარება სამსახურიდან დათხოვნის და უფრო ცუდი ქმედებისთვის საკმარის საფუძველად არის მიჩნეული. მაკოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომდაკავებულების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მტკიცებულება ″სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ჩარევა″ უნდა არსებობდეს.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანმა განხეთქილების პოლიტიკით იმოქმედა, ქურთებმა განცალკევებულად დარჩნენ და ერდოღანმა გადატრიალების მცდელობის შემდეგ ისე როგორც არასდროს ″ზეწოლას″ ახორციელებდა″ - განაცხადა მან.
მაკოვსკიმ ასევე ისიც აღნიშნა, რომ გიულენის მოძრაობას, სხვა ისლამური მოძრაობებისგან, განსაკუთრებით კი რადიკალი ჯგუფებისაგან განმასხვავებელი ორი თვისება აქვს, რელიგიის ნაცვლად მეცნიერებასა და მათემატიკაზე ფოკუსირებული სკოლების გახსნა და მშვიდობისა და რელიგიათაშორის მეგობრობის შესახებ გზავნილების გავრცელება.
ძალადობის ექსტრემიზმის კვლევების საერთაშორისო ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, აჰმეთ იაილას მტკიცებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ღამეს, 2-3 საათში, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით 1563 სამხედრო თანამდებობის პირთა სიის ასეთ მოკლე დროში გამოვლენა შეუძლებელია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ სია უფრო ადრე მომზადდა.
დემოკრატიული პარტიის ვირგინიის დეპუტატმა და აშშ-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, გერი კონოლიმ, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ და კრიტიკულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონოლის თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ თურქი ხალხის საქციელმა მთელ მსოფლიოს სიმპათია მოიპოვა, მაგრამ ერდოღანის მიერ 15 ივლისის შემდეგ ძალაუფლების გასამყარებლად პოლიტიკურ არენაზე თავისი ქმედებებით ეს სიმპათია დაკარგა. კონოლი ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ თურქეთში მედიისა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებული ზეწოლის და სამხედრო გადატრიალების მცდელობის გიულენის მომხრეების აბსოლიტური უმრავლესობის დასადანაშაულებლად გამოყენების გამო ძალიან შეშფოთებულია.
კონოლი გიულენის ექსტრადირების საკითხსაც შეეხო და კანონის უზენაესობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ საკითხში აშშ-ის მიერ თურქეთის ხელისუფლების მხარდაჭერასთან ან არდაჭერასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს მხოლოდ სასამართლო პროცესია.
დემოკრატიული პარტიის ნიუ-იორკის კონგრესმენმა გრეგორი მიქსმა კი განაცხადა, რომ დემოკრატიული გზით არჩეულ თურქეთის ხელისუფლებას მხარს უჭერენ.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოპროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. ემოციური განცხადებები ამ პროცესს ვერ დააჩქარებს″ - განაცხადა მან.
მიქსის თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ ადამიანებს სამართლიანად გასამართლებისუფლება აქვთ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ თურქეთი მოკავშირე ქვეყანა რომც იყოს, აშშ-მა ამგვარი ქმედებების წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერ გზავნილებს უნდა იძლეოდეს.
წყარო:http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/600385/ABD_Kongresi_nde_Erdogan_i_topa_tuttular.html