მარწყვის ლიქიორი

მარწყვის ლიქიორი

გარჩეული მარწყვი ჩაყარეთ ბოთლში და დაასხით სპირტი ან არაყი ისე რომ სპირტი სრულად დააფაროს მარწყვი. დააყენეთ 2 დღე თბილ მაგრამ ბნელ ადგილას. შემდეგ გადაასხით სპირტი სუფთა ჭურჭელში და გაფილტრეთ. ამის შემდეგ აიღეთ სხვა მარწყვი და დაამატეთ წყალი დადგით თბილ ადგილას 3 დღე. გადმოასხით წყალი და გაფილტრეთ. 200გ. ამ წყალზე დააყარეთ 400 გრ.შაქარი, სამ ჯერ აადუღეთ და მოაცილეთ ქაფი. მიღებული სითხე შეურიეთ 1ლ. წინათ მიღებული მარწყვის სპირტთან. დააყენოთ 3-4 დღე გრილ ადგილას და შემდეგ მიირთვათ.