“9 მაისი კიდევ ერთი, ფუჭად გასროლილი ემოციური აღელვება იქნება”

“9 მაისი კიდევ ერთი, ფუჭად გასროლილი ემოციური აღელვება იქნება”

9  და 21 მაისი ენერგიის ფუჭად გასროლა და უშედეგო ემოციური აღელვება იქნება. ეროსი კიწმარიშვილი და მისი ტიპის პოლიტიკოსები, როგორც მსჯელობის საგანი, არასერიოზულია, პიროვნულ დონეზე კი - გარე ფაქტორი. ე.წ. ექსტრემისტული ფლანგი კი ხალხს ტყუილი დაპირებებით, უალტერნატივობითა და უპერსპექტივობით მცდარ გზაზე აყენებს... ეს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის შეფასებებია. რას პასუხობს ეროსი კიწმარიშვილს “რვიანის” “ლეღვის ფოთლობაზე”, რას უწინასწარმეტყველებს “ექსტრემისტებს” და კონკრეტულად რა საკითხებზე მსჯელობს ბოკერიასთან - “ვერსიას”  ირაკლი ალასანია ესაუბრება: 

-  გიორგობას ჰერეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად შევხვდი. ამ დღეს მათთან ჩვენი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად ჩავედი. არ ვიცი, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს მათი პრობლემები რატომ არ აღელვებთ. არადა, ჰერეთში, კახში ჩვენი სასულიერო მოღვაწეების ჩასვლა ძალზე  გართულებულია. ქართული ენის შენარჩუნებისა და კიდევ სხვა პრობლემების გადაწყვეტა ორმხრივი, კეთილმეზობლური საუბრებით თავისუფლად შეიძლება, მით უმეტეს, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. იქ მცხოვრებ ქართველებს დავპირდი, რომ ამ პრობლემებს ხალხს მედიასაშუალებებითაც გავაცნობ და ამის შესახებ საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გავესაუბრები. ამას ვგეგმავ და რამდენად გამოვა, არ ვიცი. ცხადია, ამ დღეებში ეს ჩემი ერთადერთი გასვლითი შეხვედრა არ ყოფილა. 4-5 დღის წინ კახეთშიც ვიყავით. ყველას ვუხსნით, რომ სააკაშვილი მათ თავისუფალ არჩევანს აკარგვინებს. ეს მშვიდობიანი ბრძოლა, რომელსაც ბოლო თვეებია ვაწარმოებთ, სულ უფრო ახლობელი ხდება ხალხისთვის.

ამ დროს ქართული პარტია აცხადებს, რომ საჭიროა, სწრაფი ცვლილებები მხოლოდ რევოლუციის გზით და საპროტესტო აქტივობებსაც სწორედ კახეთიდან იწყებს. ასე ხალხს არ დააბნევთ

- ხალხი უკვე ნაკლებად იბნევა. ყველას კარგად ესმის, რომ სწრაფი ცვლილება უშედეგოა, ან სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს და ყველანი ერთად 90-იან წლებში დავბრუნდებით, რაც, ალბათ, არავის სურს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამაზე წამსვლელი არაა. ხალხი გადაიღალა ტყუილი დაპირებებით, უალტერნატივობით, უპერსპექტივობით. ეს კი ქვეყანაში კიდევ ერთი ფუჭად გასროლილი ემოციური აღელვება იქნება. თუკი საერთოდ შედგა რამე. მათი განცხადებების მიუხედავად, იმედი მაქვს, ერთსა და იმავე გათელილ, არაფრისმომტან გზაზე, პოლიტიკური ძალები ხალხს მაინც არ წაიყვანენ. იმაში, რაც მაისის დღეებში იგეგმება, ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავ.

ანუ, 21 მაისზეც იგივე განწყობა გაქვთ?

-  მათ გეგმებს დეტალურად არ ვიცნობ. ზოგადად, სააკაშვილს თავად ოპოზიციამ არ უნდა მისცეს მიზეზი, რომ პრეზიდენტმა მათ, მათივე ექსტრემისტული ნაბიჯებიდან გამომდინარე, პრორუსულობა დააბრალოს და თავი სტაბილურობის გარანტად, ერთადერთ პროდასავლურ ხელისუფლებად წარმოაჩენს. იმედია, საზოგადოება სააკაშვილის ამ ფანდით აღარ მოტყუვდება.  

ალბათ, ეს ზომიერი განცხადებები დარვიანისდროში გაწელილი მოლაპარაკებაექსტრემისტებისმხარდამჭერთა თვალშილეღვის ფოთლისასოციაციას მართლაც იწვევს. როცა კიწმარიშვილმა თქვენი მისამართით ეს ეპითეტი გამოიყენა, არ გაბრაზდით?

- ამას ისევ იუმორით უნდა ვუპასუხო - ყველას საკუთარი პიროვნებისა და წარსულის ლოგიკური ასოციაციები უჩნდება. ეროსი ჩემთვის არასერიოზული პოლიტიკოსია, ამიტომ მას უფრო სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ. “რვიანი” იმ   საქმეს აკეთებს, რითაც ეროსის პარტიაცა და სხვებიც ისარგებლებენ. ამიტომ ჩემს თვალში, ეს ცინიკური დამოკიდებულება კიწმარიშვილს სააკაშვილი-ოქრუაშვილის საწყისთან აკავშირებს. ისინი ერთი მეთოდებით იბრძოდნენ და ხელისუფლებაშიც ერთად მოვიდნენ, ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია.

ეროსი და ოქრუაშვილი ისედაც ერთად არიან, მაგრამ ხომ არ გავიწყდებათ, თქვენც ხელისუფლებიდან რომ მოდიხართ?

- კი ბატონო, მეც ვიყავი ხელისუფლებაში, მაგრამ ის მათთან ერთად არ მომიპოვებია. საჯარო საქმიანობა გავაგრძელე და ჩემს პროფესიაში არც შევარდნაძის წასვლით და არც სააკაშვილის მოსვლით არაფერი შეცვლილა.    

ამ შეფასებების მიუხედავად, ბლოკიეროვნული ფორუმი”, რომელთანაც ინტენსიური შეხვედრები და აზრთა თანხვედრა გქონიათ, მაისის ბოლოს თქვენ და ქართულ პარტიას ერთ რადიკალურ ერთობაში გხედავთ.

- ჩვენ და “ფორუმის” ბლოკს მართლაც ხშირი ურთიერთკავშირი გვაქვს. შევთანხმდით, რომ უფრო მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორები ვიქნებით, ვიდრე სხვა ძალებთან ვართ. ამ ურთიერთობას თავისი ისტორია აქვს, ადამიანურიცა და პოლიტიკურიც, მაგრამ დამოუკიდებელ აქტიურობას არც “ფორუმი” გეგმავს და არც - “თავისუფალი დემოკრატები”. ეს მხოლოდ “რვიანის” ფორმატშია შესაძლებელი, რომელსაც ღონისძიებათა ერთობლივი გეგმა აქვს და მისი  აღსრულება, რეგიონებში გასვლით, უკვე დაიწყო.

ქართულ პარტიაზე მაინც არ მიპასუხეთ.

- მათთან აქამდე არანაირი კონსულტაცია არ გვქონია. თუმცა, ვმეგობრობ კოკა გუნცაძესთან, პიროვნულად გაჩეჩილაძესთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენს გეგმებში არანაირი პოლიტიკური თანხვედრა არ არსებობს. 

ამაში ხელს კიწმარიშვილის ფაქტორი გიშლით?

- კოკასთან და ლევანთან ურთიერთობაში სხვა გარე ფაქტორი ხელს ვერ შემიშლის.

კიწმარიშვილი გარე ფაქტორია?
- დიახ, ჩემთვის აბსოლუტურად გარე ფაქტორია და ეს ურთიერთობებს არ ეხება.

გუნცაძე-სუბარს თავი რომ დავანებოთ, ცოტა უცნაურია, როცა ქართულ პარტიაში იმ ხალხს ვხედავთ, ვინც ადგილობრივ არჩევნებზე თქვენს რიგებში იყო და ფინანსურადაც გეხმარებოდათ - სოფო ხორგუანი და მისი ძმა, დღეს ქართული პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ლიანა კამლაძე. ამის ახსნა შეგიძლიათ?

- იცით რა, სიმართლე გითხრათ, ხედვებში ასეთი ცვლილება მეც ძალიან მიკვირს. არ მესმის, პოლიტიკური გზის მიმართ დამოკიდებულება ასე უცებ როგორ უნდა შეიცვალო, მაგრამ ეს ღრმა ფილოსოფიურ დებატებამდე მიგვიყვანს. გზა, რომელიც ხორგუანმა და სუბარმა აირჩიეს, თავადაც კარგად იციან, რომ უშედეგოა. ხოლო იმ კითხვას, რატომ აძლევენ ხალხს მაქსიმალისტურ დაპირებებს, პასუხი მაისში გაეცემა.    

 

იმ კითხვას, რომელსაც ღრმა ფილოსოფიური კი არა, პრაგმატული პოლიტიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს, თქვენი ყოფილი მოკავშირეებისა და ახლანდელი მეგობრების ქართულ პარტიაში ამ რაოდენობით ხილვა აჩენს. ეს აკაკი ასათიანის მოსაზრებასაც უფრო ამყარებს. თქვენ შორის პოლიტიკური კავშირირვიანისკრახის შემთხვევაში არ იგეგმება?  

მინდა, ყველა სპეკულაციას ნათლად ვუპასუხო - განცხადება, რომ მე და ქართული პარტია, ეროვნულ ფორუმთან ერთად, რაიმე ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებაში ვიქნებით, არასწორია! ასათიანის ნათქვამი ან არასწორად იქნა გაგებული, ან მისი გეგმები “თავისუფალ დემოკრატებს” არ უკავშირდება.

იქნებ, თავად არ იცით მისი გეგმების შესახებ?

- ვაცხადებ, რომ ეს გეგმები “თავისუფალ დემოკრატებს” არ გვეხება. ხოლო “რვიანს” რაც შეეხება, მოლაპარაკების პროცესი გაყინული რომაა, ეს კონკრეტულად პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო. უკვე ყველასთვის და პირველ რიგში, სააკაშვილისთვის ნათელი გახდა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამ მოლაპარაკებებიდან კონკრეტულ შედეგს ელის.

გასაკვირი ისაა, უცებ რატომ გახდა .. ინდივიდუალური რეჟიმი ასეთი მიუღებელი? მით უმეტეს, არც ისაა ვინმესთვის დაფარული, რომ თქვენ ბოკერიას ხვდებოდით, თარგამაძე - ბაქრაძეს. ამას რა რეჟიმში აკეთებდით?

- მოლაპარაკების პირველივე დღეებიდან “რვიანი” ერთი გეგმითა და ერთი ჩანაფიქრით მუშაობს. მეც ყველა შეხვედრაზე “რვიანს” წარმოვადგენდი. დარწმუნებული ვარ, ყველა სხვა პარტიაც ასე იყო. ამ შეხვედრების წინ კი  “რვიანი” ერთობლივად იღებდა გადაწყვეტილებებს. 

მერე თქვენ და ბოკერია რაიმე კონკრეტულზე თუ შეთანხდებით

- ყველაფერი გაცხადებულია და დამატებით არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩვენი საუბარი პოლიციის დეპოლიტიზაციას და ზოგადად, მთელს საარჩევნო სისტემას ეხებოდა.

მაშინ ვერ გავიგე, რით განსხვავდება კუბლაშვილის მიერ შემოთავაზებული ინდივიდუალური რეჟიმი ამ რეჟიმისგან?

- იცით რა, კუბლაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკვე ფიქრობენ, რაიმე ფორმით საკუთარი პოლიტიკური სახის შენარჩუნებას.  სიმართლე გითხრათ, შედეგს მოლაპარაკების რა ფორმა მოიტანს, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. მთავარია, “რვიანი” ერთსულოვანია და ერთობლივი ჩანაფიქრით ესაუბრება ოპონენტებს.

ისე, უშიშროების საბჭოსთვის გაზრდილი უფლებამოსილებების ფონზე, იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილი საარჩევნო მაგიდასთან ბოკერიას დასმას აპირებდა.

- ბოკერიაზე შეგიძლიათ ბოკერიას ესაუბროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, “რვიანი” მოლაპარაკების პროცესს ერთად დაასრულებს. მიზანია, შედეგი მივიღოთ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შედეგს ვერ მივაღწიეთ, საზოგადოებას შეუთანხმებლობის ფაქტსაც ერთად წარვუდგენთ.

და ამის თავიდან ასაცილებლადრვიანის” “გეგმა ბერეგიონებში გასვლაა?

- ეს უკვე დაწყებული გვაქვს და გავაგძელებთ მანამ, სანამ ხელისუფლებას რიგ საკითხებს არ შევაცვლევინებთ.

შემოგომაზე საკანონმდებლო ცვლილებები თუ არ აქვთ ჩაფიქრებული, რეგიონებში სიარულით ამას როგორ მოახერხებთ? თუ თქვენც ფართომასშტაბიან აქციებს აპირებთ?

- მაისის ბოლოს ჩვენთვის შედეგი უკვე ცნობილი იქნება. ამის მერე დავიწყებთ ფართომასშტაბიანი პროტესტის დაფიქსირებას, მათ შორის, ქუჩის აქციებითაც.