საჭირო მასალა: 1 კონა მწვანე სალათის ფოთლები, 2 ღერი პიტნა, 1 ცალი ფორთოხალი, 2 ცალი კვერცხი1 ს.კ. 35%-იანი ნაღები, 0,5 ჩ.კ. მდოგვი, 0,5 ჩ.კ. კარის ფხვნილი, 1-2 ს.კ. ზეთი, პაპრიკა, მარილი, წიწაკა – გემოვნებით
მომზადების წესი: კვერცხი მოვხარშოთ, გავჭრათ შუაზე და ამოვუღოთ გული. კვერცხის გულებს დავამატოთ სანელებლები, ნაღები, მდოგვი, და საკონდოტრო ტომრის საშუალებით მოოვათავსოთ ისევ გულამოცლილ კვერცხებში. ლანგარზე დავყაროთ ხელით დაქუცმაცებული სალათის ფოთლები, დაჭრილი პიტნა, ფორთოხლის რბილობი და მოვასხათ ერთმანეთსი არეული ფორთოხლის წვენი, მარილი და წიწაკა. სალათის ფოთლებზე დავაწყოთ მზა მოხარშული კვერცხები და ისე მივიტანოთ სუფრასთან.