შალვა რამიშვილი ვიდეო-კამერებით მალე სააკაშვილსაც მიუვარდება?!

შალვა რამიშვილი ვიდეო-კამერებით მალე სააკაშვილსაც მიუვარდება?!

ჯერ შორიდან აკვირდება “მსხვერპლს”, სწავლობს მის ილეთებს, როგორც სუსტ, ასევე ძლიერ მხარეებს და თავს მოულოდნელად ესხმის. უნდა, ახალი, ორიგინალური სიტყვა თქვას ჟურნალისტიკაში (არ ხიბლავს “სტერილური” ჟურნალისტიკა), ცდილობს, “დაამსხვრიოს პროპაგანდისტული მითები”... მასზე ამბობენ, რომ თამამი, პროვოკატორი, “იდეინი” და ცოტა ავანტურისტია... ახარებს კრიტიკა და “ამპარტავნებაზე მკურნალობის შესანიშნავი კურსი” საპყრობილეში ჩაიტარა. ასე რომ, “ხოტბის წვიმაში” რომც მოჰყვეს, “თავში ავარდნის” საშიშროება არ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს... ეს შალვა რამიშვილია, საავტორო გადაცემით - “აკრედიტაციის გარეშე”.


შალვა, მას შემდეგ, რაცაკრედიტაციის გარეშე“- აკეთებ, უამრავი მაკრიტიკებელ-მლანძღველი გამოგიჩნდა. ბევრი პროვოკატორს, ავანტიურისტს, ნაძირალას, გარეწარს და ათასგვარ ეპითეტს იყენებს შენი მისამართით. როგორ ხვდები ამ ყველაფერს, ხომ არ ღიზიანდები?

 

კრიტიკა ლანძღვისგან განსხვავდება. ლანძღვაა, როდესაც დაუსაბუთებელი, ცუდი რაღაცები ითქმის ჩემზე. კრიტიკა კონსტრუქციული უნდა იყოს. ლანძღვა, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, კრიტიკას კი, სიამოვნებით ვხვდები და რაღაცებს ვითვალისწინებ კიდეც.

 

ფეიქსბუქზეშენი მაგინებლის კომენტარიდადე სტატუსად”: “მაგარ ტრ...ში ვართ, შალვასნაირი გარეწრების და პროვოკატორებისსაკაიფოდრომ გაიხდი საქმეს.” ეს ციტატა იმიტომდაასტატუსე”, რომ გაინტერესებს, თუ რას ფიქრობს შენზე ხალხი და არც ისეთინაგლიხარ, როგორც ზოგიერთებს ჰგონია?

- დიდი სიამოვნებით ვდებ ხოლმე ჩემთვის არცთუ სასიამოვნო კომენტარებს, მაინტერესებს ჩემდამი უარყოფითად, კრიტიკულად განწყობილი ხალხის აზრი. ეს ანონიმი ადამიანი “მიშისტია”, ჩემდამი უარყოფითადაა განწყობილი, მაგრამ ობიექტურად დაინახა ის მძიმე სურათი, რაც ჩემმა კამერებმა ასახეს.

 

თუმცა, ბევრი ხოტბას არ იშურებს და ამბობს, შალვა ფრიად ნიჭიერი და  “იდეინიჟურნალისტიაო. ქება როგორ მოქმედებს შენზე, თავში ხომ არგივარდება”?

- საკუთარ თავს ასე ვერ განვიხილავ. “თავში ავარდნას” რაც შეეხება, მე ეგ საშიშროება უკვე გავიარე. იყო ასეთი ტელეკომპანია - „202“, სადაც ყოველდღე მიმყავდა გადაცემები და იყო ამის საშიშროება, მაგრამ ამპარტავნების ყველაზე კარგი მკურნალი ციხეა და, შესაბამისად, მე ამპარტავნების “მკურნალობის შესანიშნავი კურსი” გავიარე და არ მგონია, ეს კიდევ დამემართოს.

 

აკრედიტაციის გარეშეუჩვეულო ფორმატისაა. რა არის გადაცემის მიზანი?

- ეს, მართლაც, უჩვეულო ფორმატია ქართული ტელევიზიისთვის და მინდა, რომ ეს გადაცემა ყურებადი იყოს - ჟურნალისტი თვითონ მიდის კამერებით და  მისთვის საინტერესო ობიექტებს ესაუბრება ღიად და თამამად. გადაცემის მიზანი? საერთოდ, მედია-სივრცე ძალიან შეზღუდულია საქართველოში, რაც, პირველ რიგში, ხელისუფლების ბრალია. ეს იმის ბრალიცაა, რომ მედია-სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალები, გაზეთები, რომლებიც ხელისუფლებაზე არ არიან დამოკიდებულნი, ჩემი აზრით, არ არიან თამამნი და “აწვებიან” ე.წ. დაბალანსებულ, სტერილურ ჟურნალისტიკას, რომელიც სახელისუფლებო მონსტრებთან ვერაფერს გახდება. შესაბამისად, მედია-სივრცე მთლიანად უზურპირებულია სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ. ბოლო გამოკვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 84%-ი ახალ ამბებს ტელევიზიით იგებს. ამ შემთხვევაში, მინდა, ამ დახშულობის გარღვევის მცდელობა იყოს ეს გადაცემა, ეს არის პროპაგანდისტული მითების დამსხვრევის მცდელობა. გამომდის თუ არა, ეს უკვე მაყურებელმა უნდა განსაჯოს.

 

მაესტროდა შენი გადაცემა თუ არის ვინმეს პარტიული ინტერესების გამტარებელი?

- იმისთვის, რომ ამაში ბრალი დამდონ, მოიყვანონ კონკრეტული მაგალითი. თუ ვინმე მოიყვანს მაგალითს, რომ მე რომელიმე კონკრეტულ გადაცემაში რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესი გავატარე, კი ბატონო, მაშინ მზად ვარ, ბოდიში მოვიხადო, მაგრამ ვინმეს ინერესს არ გავატარებ, რადგან ეს რომ გავაკეთო, ჩემი რეიტინგი დაიკარგება და ამას ვუფრთხილდები.

 

თამამი და რისკიანი რომ ხარ, დახშულობას რომ მიარღვევ, გასაგებია, მაგრამ არ გიფიქრია, რომ შესაძლოა, „აკრედიტაციასშენი დისკრედიტაცია, ან ხელახალი იზოლაცია მოჰყვეს?

- მგლის შიშით ფარა ვის გაუწყვეტია?! დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩემი გადაცემა კარგად “აკრიფავს” რეიტინგს, ხელისუფლება რაღაც კონტრზომას მოიფიქრებს.

 

და მზად ხარ ამისთვის?

- მზად ვარ.

 

შალვა, შენ თვითონ რა რეაქცია გექნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს, თუნდაცრუსთავი-2” შემოგეჭრებამაესტროში”, მყუდროებას დაგირღვევს და ეცდება, პროვოკაციაზე წამოგაგოს?

- ალბათ, ანალოგს ავლებ ჩემს გადაცემასთან, ხომ? მე არავის პროვოკაციაზე წამოგებას არ ვლამობ. არც ერთ ჩემს გადაცემაში არავინ წამომიგია პროვოკაციაზე. მე, უბრალოდ, მივედი “რუსთავი-2”-ში, რათა მენახა ის ადამიანები კამერების თანხლებით, ვიდექი გარეთ და ვაკეთებდი ჩემს საქმეს. რამდენად ავსახე რეალობა “რუსთავი-2”-ის შესასვლელთან მიმდინარე მოვლენებისა, რამაც აჩვენა, თუ როგორი კომპანიაა, ეს უკვე მაყურებელმა უნდა განსაჯოს. არაფერი დამიმონტაჟებია, როგორც ზოგიერთმა თქვა, არაფერი მომიგონია, გავუშვი ის, რაც ჩემმა კამერებმა დააფიქსირა. “იმედშიც” მივედი, გამოვიდა ორი ადამიანი და დამელაპარაკა, “რუსთავი-2”-ში კი - არავინ. ჩემი გადაცემა სარკეა - როგორიც ხარ, ისეთს და იმას გაჩვენებს.

 

ჩემი აზრით, ამსარკესწითელ ზოლად გასდევს შიში, რომელიც ყველა გადაცემაში იგრძნობა. შენი აზრით, რისი, ვისი და რატომ ეშინია საზოგადოებას?

- კი, არის შიშის პრობლემა. არ ვიცი, ამ შიშს, ალბათ, ორი მიზეზი აქვს. ერთია, თვითონ ხელისუფლების მცდელობა, შიში დანერგოს რეპრესიებით და მეორე - წარუმატებელი მანიფესტაციების გამო ხალხში უიმედობაა, რომელიც შიშთანაც ასოცირდება.

 

შალვა, როდესაც ციხიდან გამოხვედი, მითხარი, დიდი სურვილი მაქვს, სააკაშვილს შევხვდე, თვალებში ჩავხედო და ვკითხო: არ გრცხვენია, მიშა? შეხვდი მიშას?

- არა, არ შევხვედრივარ.

 

და რისი უნდა რცხვენოდეს მიშას?

- მიშამ, პირველ რიგში, პირწმინდად უღალატა ყველა იმ იდეალს, რომლითაც ის მოვიდა და რაც ყველაზე მძიმეა ჩემთვის, მიშამ ააგო ისეთი სისტემა, სადაც იერარქიის კიბეზე ადიან მხოლოდ უნიჭო, მაგრამ მლიქვნელი ადამიანები. ეს ჩემთვის მტკივნეულია.

 

მასთან არ აპირებშევარდნას”, ოღონდ - კამერებით?

- როგორ არა, ჩემი გადაცემის ფარგლებში ვოცნებობ ამაზე და, ალბათ, მოხდება კიდეც.

 

კობა ბექაურს თუ შეხვედრიხარ, ან თუ აპირებ შეხვედრას?

- არა და არც მაინტერესებს ამ კაცთან შეხვედრა.

 

შალვა, ხომ არ ნანობ, რომ ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის პიარით იყავი დაკავებული?

- არა, არ ვნანობ. მაშინ ასე იყო საჭირო, ასე ვფიქრობდი და ჩემს გადადგმულ ამ ნაბიჯს ნამდვილად არ ვნანობ.

 

არც იმას ნანობ, ციხიდან გამოსვლისთანავე სახელისუფლებო არხზე, „იმედშირომ დაიწყე მუშაობა, მიუხედავად იმისა, იცოდი, ეს შენს იმიჯს სასიკეთოდ არ წაადგებოდა?

- კი, ამას ვნანობ და ეს არაერთხელ მითქვამს კიდეც. მაშინ ეს ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მომეჩვენა ჩემი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებისთვის.

 

შენს ერთ გადაცემაში იხვეწებოდი, მაია ასათიანის გადაცემაში მინდა მივიღო მონაწილეობა, მიშაზე ისტორია უნდა მოვყვეო. სავარაუდოდ, იქ არ მოგიწევს ამის მოყოლა და იქნებ, მე მიამბო შენი და მიშას ისტორია?

- არა, არა, არ მინდა ამის გაზეთში მოყოლა, სხვა შოუებისთვის შევინახავ.

 

ვანოს თუ მოეწონა შენი პოლიციის ჰიმნი, დაგირეკა?

- არა, არ ვიცი.

 

წინასწარ მართლა არავის აფრთხილებ, ვისაც თავდასხმას უპირებ?

- არა, რა თქმა უნდა.

 

ბოლომდე თუ მიჰყევი გელაშვილების და ნიკოლაიშვილების პრობლემას  და რა დაადგინე, იმან, ცარიელიბუმაჟნიკითრომ დადის - კობა სუბელიანმა მისცა ამ ოჯახებს საცხოვრისი?

- არა, სუბელიანი მათ არ დახმარებია.

 

შალვა, რამ გაიძულა, “ფეისბუქზედაგედო შენს სისხლის სამართლის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება?

- ბევრი მითქმა-მოთქმაა ამ საქმეზე. ჩემი კრიტიკოსების მთავარი ბრალდება ისაა, რომ მე ვარ მექრთამე. ჯერ ერთი, მექრთამე არ ვარ, ფულის გამოძალვა დამაბრალეს. მეორეც, მე არც ის დანაშაული ჩამიდენია. სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, სხვა ფაქტებთან ერთად, ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებს.