ენერგეტიკოსებს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მინდა, გადაგიხადოთ მადლობა ყველა იმ საქმისთვის, რაც გაკეთებული გაქვთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის, რასაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ენერგეტიკული სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება და ხელისუფლებას ამ მიმართულებით ამბიციური მიზნები აქვს.
„დღეს, ჩვენ ვართ ენგურჰესზე, რომელიც არის არამარტო ჩვენი ენერგეტიკული სისტემის, არამედ ჩვენი ქვეყნის სიამაყე და ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განვითარებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველმა ენერგეტიკოსებმა. მათ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ დღევანდელ დღეს. ზოგადად, ენერგეტიკა ყოველთვის ასახავდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მდგომარეობას და ქვეყნის განვითარების მდგომარეობას. ყველას გვახსოვს 90-იანი წლების კრიზისი, რომელიც პირდაპირ აისახა ენერგეტიკის მდგომარეობაზე, თუმცა მაშინაც, იმ უმძიმეს წლებსა და პერიოდში ენერგეტიკოსების შრომამ და თავდადებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენს ხალხს ეს კრიზისი იმაზე მსუბუქად გამოევლო, ვიდრე შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ამისათვის ქართველ ენერგეტიკოსებს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ქართველი ენერგეტიკოსები ქმნით ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შეგაქვთ უდიდესი წვლილი ეკონომიკისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ენერგეტიკული სისტემის გა