კატაკლიზმები ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მოხდება დედამიწაზე, თუმცა, თუ თვალს ბოლოდროინდელ სტატისტიკას გადავავლებთ, საკმაოდ შემაშფოთებელი სურათია: მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკმაოდ გახშირდა დამანგრეველი მოწისძვრები, წყალდიდობები, ცუნამები თუ ეკოლოგიური კატასტროფები. აქვს თუ არა ამას კავშირი ბიბლიურ აპოკალიფსთან და ვარსკვლავების განლაგება-ზემოქმედებასთან. თემაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვესაუბრება.
იაპონიის მიწისძვრის შემდეგ გამოქვეყნებული სტატისტიკით, არცთუ სახარბიელო მდგომარება ყოფილა. დედამიწა ყოველთვის ზანზარებდა და ამას ყურადებას არ ვაქცევდით თუ, მართლაც გახშირდა სტიქიური უბედურებები?
– ვუსამძიმრებ იაპონელ ხალხს ამ დიდ უბედურებას, მაგრამ ვიცი, რომ აღმოსავლეთის ხალხია და უფრო სწორად გამიგებენ, ვიდრე დასავლელები: მათ კარმული პრობლემები აქვთ, რის გამოც დასჯის მექანიზმის ქვეშ მოხვდნენ. ეს ყველას მოსდის: როგორც ქვეყანას, ისე - ადამიანს. თუმცა იაპონელებმა ძალიან გამაკვირვეს. ქვეყანაში თვეში, დახლოებით, 100-150 მიწისძვრაა და, საერთოდაც, სიტყვა „ცუნამი“იაპონურია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ცუნამი სწორედ იაპონიაშია. შესაბმისად, მათ ძალიან კარგად იცოდნენ თავიანთი საფრთხეები და ამ პირობებში სანაპირო ზოლთან ააშენეს ატომური სადგური. დაუშვეს შეცდომა და დაისაჯნენ.
მხოლოდ ამიტომ?
– ეტყობა, ბევრი კარმული ვალი დაუგროვდათ, რადგან შემთხვევით არაფერი ხდება. საქართველო რატომ დაისაჯა? აქ დაგროვილია წლების, შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაში ჩადენილი შეცდომები. რატომ ხდება, რომ ადამიანი კარგად არის, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეწყება პრობლემების სერია? იმიტომ რომ შეცდომები დაუგროვდა. არის კარმის ჭურჭლის ცნება. ამ ჭურჭელში გროვდება ნეგატიური ენერგია: ნეგატიურ ენერგიას ადამიანი აგროვებს ყოველდღიური არასწორი ქცევით, ემოციით, რომელსაც აგზავნის სამყაროში. ძალადობა, მკვლელობა, ქურდობა, ორმაგად სწრაფად აგროვებს ნეგატიურ ენერგიას, წვრილმანი ნეგატიური მოვლენები კი – უფრო ნელ-ნელა. ივსება ჭურჭელი ნეგატიური კარმით და ყველაზე კარგ ვარიანტში უნდა მოხდეს გაწმენდა. განწმენდა კი რით ხდება? ტკივილით. კარგია, თუ ადამიანმა გაიაზრა დაშვებული შეცდმები და გაითვალისწინა, მაგრამ უმეტესობა არ ითვალისწინებს დაშვებულ შეცდომებს, იმავეს განაგრძობს, ისევ ივსება კარმული ჭურჭელი. როდესაც პრობლემა ჩნდება, ეს მინიშნებაა სამყაროდან და ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რატომ მოვიდა ეს პრობლემა. უნდა ჩაიხედოს საკუთარ თავში და მხოლოდ განწმენდის იმედზე არ უნდა იყოს. განწმენდა შეიძლება, მოხდეს ერთხელ, ორჯერ, მაგრამ შემდეგ უკვე საერთოდაც გაგაქრობენ ამ სამყაროდან, როგორც არაერთი დიდი ცივილიზაცია გაქრა. კოსმოსს აქვს პრინციპები, რომლებიც ეხება თითოეულ ადამიანს, თითოეულ ქვეყანას, სამყაროს და ასე შემდეგ.
რუსებს რატომ არ სჯის კოსმოსი?
– როგორ გეკადრებათ?! რუსებს ჰქონდათ უამრავი რევოლუცია, ომი, გაუთავებელ სასოწარკვეთილებაში იყვნენ. ეს არის ქვეყანა, სადაც მუდმივი სისხლისღვრაა. მაგრამ ამჯერად სხვა უბედურება ემუქრებათ, გაცილებით უარესი: დააკვირდით, რა დემოგრაფიული ვითარებაა რუსეთში?! ჩინელების შემოსევას ვერაფერს უპირისპირებენ. მალე რუსი სანთლით საძებარი იქნება. ნელ-ნელა ძლიერდება ანტირუსული დამოკიდებულება: თათრეთში, ბაშკირეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში ისედაც ვხედავთ, რა ხდება. სულ მალე გამოცოცხლდება კარელია, ციმბირის მხარის რუსეთი. რუსეთს დიდი ძვრები ელის წინ და მგონია, რომ ის ყველაზე არასტაბილური ქვეყანაა, რაც არსებობს დედამიწაზე. როგორც ყველა იმპერია, რუსეთიც ისჯება. იმპერიები ქრება, თვით ისეთიც კი გაქრა, როგორიც რომის იმპერია იყო და რუსეთსაც იგივე პერსპექტივა ელის.
მაინცდამაინც ახლა რატომ გააქტიურდა სტიქიური კატატსროფები, რომელთა წინაშე ნებისმიერი ქვეყანა უძლურია, განვითარების რა ეტაპზეც უნდა იყოს?
– ნუ დაგავიწყდებათ, რომ იაპონია დიდი იმპერია იყო, რომელიც მუდმივად ჩაგრავდა თავის მეზობლებს. იაპონია ყოველთვის აგრესიული სახელმწიფო იყო. საერთოდ, კოსმიური საზომით ერთი და ორი საუკუნე არაფერია, ეს ჩვენი საზომითაა ბევრი, თუნდაც, ერთი წელიწადი, ამიტომ ადამიანის ცხოვრებაში კარმის დაბინძურება უფრო სწრაფად ხდება. ქვეყნებისთვის კი ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება, საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდეს. არა მხოლოდ იაპონიაში, გადახედეთ, რა ხდება არაბულ სამყაროში; გაიხსენეთ მიწისძვრები ჩილეში; წყალდიდობა ავსტრალიაში; რა დღეში ჩავარდა ახალი ზელანდია და ეს კატაკლიზმები უკავშირდება მსხვერპლს, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ამაზე ოდითგანვე იყო საუბარი: სწორედ ახლა ჩვენ აპოკალიფსის ზონაში ვართ. 1999 წლის 11 აგვისტოს საგანგებოდ განვაცხადე მაშინ პოპულარულ გადაცემა „პიკის საათში“, რომ 11 აგვისტოს 1999 წლისა იწყებოდა ეპოქალური ცვლილებების პერიოდი მთელ მსოფლიოში. მართლია, მაშინ ნაკლებად თუ ვინმემ მიაქცია ამას ყურადღება, მაგრამ მე აღვნიშნე, რომ 2000 წელიწადში ერთხელ რადიკალურად იცვლება პოლარიზაცია, ანუ გეომანტია ჩრდილოეთი და დასავლეთი პოლუსებისა. ეს უკავშირდება სამყაროს ენერგეტიკულ ცვლილებას. შესაბამისად, 2 000 წელიწადში ერთხელ იცვლება დიდი ზოდიაქალური ეპოქა. თუ ჩვენ 2 000 წლის წინათ შევედით „თევზების“ განვითარების დიდ ეპოქაში, ახლა კაცობრიობა შევიდა „მერწყულის“ დიდ ეპოქაში, რომელიც 2 160 წელს გასტანს და ეს პერიოდი ძალიან რთულია.
რთული, ანუ?
– 2 000 წელიწადში ერთხელ ცის კაბადონზე ასტრალურ დონეზე დიდი ბრძოლა იმართება შავსა და თეთრ ძალებს შორის. 2 000 წლის წინათ ეს ბრძოლა შავმა ძალებმა მოიგეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ხელში იყო სამყარო, მათ შეეძლოთ დაენგრიათ ის და გაენადგურებინათ თეთრი რასა. ეს რომ არ მომხდარიყო, საჭირო იყო დიდი პიროვნული მსხვერპლი სულიერი პიროვნებისა. ასეთი მსხვერპლი მოვიდა იესოს სახით, რომელმაც თავის გარდასახვასთან ერთად წაიღო თეთრი რასის დიდი ცოდვები და ამით გადარჩა თეთრი რასა. იესომ მოიტანა „თევზების“ ეპოქა, მაგრამ ეს ეტაპი გავიდა და 2000 წლის შემდეგ, 1999 წლის 11 აგვისტოს ასტრალურ დონეზე იმართებოდა ახალი ბრძოლა შავსა და თეთრ ძალებს შორის. შედეგად გაიმარჯვეს თეთრმა ძალებმა. მაგრამ, სანამ მათ მიეცემათ ამ სამყაროს მართვის საშუალება, მოდის ანტიქრისტეს პერიოდი, როგორც ბიბილია გვამცნობს და ეს 1999 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე გრძელდება. ამ პერიოდში ძალაუფლება ეძლევა არმაგედონს და იგი მათხარს ურტყამს სამყაროს.
და რით გამოიხატება?
– იმით, რასაც ვხედავთ. ცუნამი, ნგრევა, დიდი სიკვდილიანობა, სტრესები, ეკო და სხვა სახის კატასტროფები, – ეს არის არმაგედონის მათრახი. აპოკალიფსი ნიშნავს მესიის მოსვლას, მაგრამ ეს მოხდება არმაგედონის წასვლის შემდეგ. შეგახსენებთ, 1999 წლის 11 აგვისტოს რუსეთმა პირველად დაბომბა ქართული სოფლები; მეორე დღეს მოხდა უზარმაზარი მიწისძვრა თურქეთში უზარმაზარი მსხვერპლით; მიწისძვრა იყო საბერძნეთში, აგრეთვე, დიდი მსხვერპლით; დიდი წყალდიდობა არგენტინაში, ურუგვაიში; ურუგვაიში თოვლი მოვიდა ზაფხულში. მაშინ ეს ყველაფერი ჩაითვალა ბუნების საოცრებებად და არავინ შეაფასა იმ კუთხით, რომ ეს იყო ეპოქალური ცვლილებების დაწყების წერტილი. გადახედეთ, როგორ გამძაფრდა სიტუაცია სამყაროში 1999 წლის 11 აგვისტოს შემდეგ: როგორ მოიმატა ეკოკატასტროფებმა, გასამმაგდა თვითმკვლელობების, ფსიქიკური აშლილობების რაოდენობა, გაიზარდა მსხვერპლის ოდენობა. აი, ეს არის არმაგედონის მათრახი. ბიიბლიაში წერია, რომ ამ ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ადამიანები წავლენ, განსაკუთრებით, ისინი, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს და არ დაიმსახურეს აქ ყოფნა.
აპოკალიფის გულისხმობს მესიის მოსვლას, თუ უკვე დაიწყო ეს ეპოქა, მესიაში ვის გულისხმობთ?
– ჩვენ ვგქონდა დიდი ხიფათი, რომ თეთრი რასა გამქრალიყო, მაგრამ სამყარომ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, რადგან ჩაითვალა რომ თეთრი რასა არ იმსახურებს განადგურებას. კოსმოსში არსებობს კორექციის შესაძლებლობა. მართალია, მაიას ტომებმა დაინახეს, რომ 2012 წელს სამყარო უნდა დანგრეულიყო, რადგან გაიმარჯვებდა არმაგედონი, მაგრამ ხდება კორექცია: თუ გაგაფრთხილებთ, რომ ხვალ საფრთხე გელით, თქვენ შეგიძლიათ, მადლობა გადამიხადოთ და არ დამიჯეროთ ან დამიჯეროთ და იმ დღეს სახლში დარჩეთ. დარტყმა მოვა, ოღონდ გაცილებით უმნიშვნელო. ანუ, როდესაც ხიფათს აცნობიერებთ, ჩართავთ ნებისყოფას, შეცვლით რაღაცას და დარტყმას აიცილებთ. ასევე ხდება სამყაროშიც, ამიტომაც სამყარომ კორექციის სახით მოიყვანა იისფერი რასა ჩვენი ბავშების სახით, რომლებმაც კანტიკუნტად დაიწყეს შემოსვლა 1995-1996 წლებიდან. თუმცა პირველი შემოსვლა სამწლიანი იყო: 1979-1981 წლებში დაბადებულების სახით, 2002 წლის თებერვლიდან კი მასობრივად წამოვიდნენ. ისინი სულ სხვა თანავასკვლავედიდან არიან (იფიქრებს ვითომ მკითხველი ჩემზე, საცოდავმა გააფრინაო?!). ამ ბავშვებს ერთი შეხედვითანავე განასხვავებთ: მათ ახსიათებთ საოცარი გონებამახვილობა, ძლიერი ინტუიცია და სასწაული ენერგეტიკა. მშობლებს ძალიან უჭირთ მათთან ურთიერთობა, რადგან განვითარებით ისინი ჩვენზე წინ არიან. ისინი სუფთა ენერგიას ატარებენ და გააწონასწორებენ თეთრი რასის, ჩვენ მიერ დაგროვილ ბინძურ ენერგიას. იისფერი რასის შემოსვლამ შემოიტანა ის დადებითი ენერგია, რითაც აჯობეს არმაგედონს. დავამატოთ ერთი მოვლენაც, რომ მთლიანი სურათი დავხატოთ: დედამიწა ელიფსურად მოძრაობს თავისი ღერძის ირგვლივ და ამ სრულ წრეს ჰქვია პრეცესია. ამ დროს დედამიწა გადის ნათელ ეპოქას, ტრეტასა და სატიას ეპოქას, ქართულ ენაში არ შემხვედრია ეს ტერმინები, ამიტომ გეუბნებით ინდურ დასახელებებს და კალიუგას, ნუ ბნელ პერიოდს. ჩვენ აქამდე კალიუგას ზონას გავდიდოდით, 2012 წლის 21 დეკემბერს კი დგება პერიოდი, როდესაც კალიუგადან გამოვდივართ და შევდივართ ტრეტას ეპოქაში. ის არ არის ისეთი ნათელი ზონა, როგორიც სატია, მაგრამ არის სინათლის შემოსვლის პერიოდი.
რას ნიშნავს ეს კონკრეტულად?
– ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქაა, როდესაც ნელ-ნელა ჩვენი ცნობიერება, რომელიც განვითარების მესამე დონეზე იმყოფება, გადადის განვითარების მეოთხე დონეზე. თანდათან ისე გაძლიერდება ინტუიცია, რომ ადამიანმა შეიძლება, უცბად დაინახოს, რა ხდება კედლის მიღმა და აღმოაჩენს, რომ ეგვიპტის პირამიდა არა ქვათა ერთობლიობაა, არამედ მის ქვეშ უზარმაზარი ქალაქებია, უბრალოდ მათ მესამე განზომილებაში ვერ ვხედავთ. ამიტომ, როდესაც პოლიტიკაზე მესაუბრებიან, მეცინება იმდენად პრიმიტიული საკითხია იმ დიდ მოვლენებთან დაკავშირებით, რაშიც კაცობრიობა ფეხს დგამს. ამასთან ჩვენ ვართ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქვეყანაში: ჩვენ რომ, მაგალითად, გერმანიაში ვცხოვრობდეთ, ამ პროცესს გაცილებით უმტკივნეულოდ გავივლიდით, თუმცა სირთულეები იქაც არის, მაგრამ ჩვენთან ეს განსაკუთრებულად მძაფრად იგრძნობა. მით უმეტეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ენერგეტიკული ცენტრში სამყაროში.
სულ რამდენია?
– ინდოეთი, ტიბეტი, ეგვიპტე, პერუ, საქართველო. წინ მნიშვნელოვანი მოვლენები გველის, მაგრამ ჯერ ნეგატიური ზონა უნდა გავიაროთ. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ამ ნეგატიურ ზონას გაუცნობიერებლად გავდივართ, ძირითადად, ტკივილით. 2020 წლისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერობები სასწაულად მოწესრიგდება და თქვენ ამის მოწმენი იქნებით. ეპოქალური ცვლილებების პერიოდია და ნუ გაგიკვირდებათ მომრავლებული დაავადებები თუ ეკოლოგიური კატატასტროფები. თუმცა დააკვირდით, საქართველოში ნაკლებია.
ჯერ ერთი, ნაკლებია და, როგორც მეჩვენება, სხვებთან შედარებით იოლად გამოვდივართ.
– საქართველო განსაკუთრებული ენერგეტიკული ცენტრია და სამყაროსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ მოდიოდნენ აქ ბერძნები, ოქრო აკლდათ?! საქართველოში არის ეზოთერული ცოდნა, რაც ბერძნებმა არ იცოდნენ, მაგრამ მედეამ გაატანა, ჩვენ კი მზაკვრობისთვის ძეგლი დავუდგით. თუმცა, ეს ეპოქაც გაივლის. ჩვენ გვაქვს განდობილთა ინსტიტუტი - ადამიანები, რომლებიც მთებში ცხოვრობდნენ, ვეფხისტყაოსნები და ერთ-ერთი მათგანი იყო შოთა, რომელმაც კოსმიური კოდი დაგვიტოვა.
ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა რომ ზედმიწევნით იცის ასტრონომია, ფაქტია.
– მან იუპიტერისა და სატურნის შეხვედრას, რაც ოც წელიწადში ერთხელ ხდება, დაამთხვია ტარიელისა და ნესტანის შეხვედრა. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში იყო იყალთოს და გელათის აკადემიები, რომლებშიც ისწავლებოდა ვარსკვლავთმრიცხველობა. ხევსურეთი ვერაფრით დაიპყრეს მონღოლებმა. რატომ? აღმოჩნდა, რომ საბრძოლო ილეთების 70-80 პროცენტი ერთი და იგივე გვაქვს ჩვენ, მონღოლებს და ჩინელებს. საოცარი ერთიანობაა სანსკრიტულ და ქართულ სიტყვებს შორის: მათაც „სული“ აქვთ და ჩვენც. ჩვენ „სამოთხე“ გვაქვს, მათ „სამათხ“, „გარდასვალებ“, იგივე, რაც ჩვენი „გარდაცვლება“. საიდან? ძალიან დიდი კავშირი იყო ინდოეთსა და საქართველოს შორის. ასე რომ, საქართველოს დიდი მისია აქვს, მაგრამ ეს კოსმიური მისიაა. ეს არის არა ტექნოლოგიების განვითარება, არამდე სულიერი განვითარება და ამის გადაცემა სხვა ქვეყნებისა და ადამიანებისთვის. ერთი სიტყვით, ბევრი რამ გვაქვს აღმოსაჩენი. ის, რაც დღეს ხდება დროებითი მოვლენებია. ჩვენ უნდა გავიაროთ განწმენდა: ტკივილით, ტერიტორიების ნაწილის, ტრადიციების, ცნობიერების ნაწილის დაკარგვით, მაგრამ ეს ყველაფერი აღდგება. ჩვენი ქვეყანა გარდატეხის ზონაში შედის.
პოლიტიკურად აქტიური წელი იქნება?
– ოპოზიცია წელს, ძირითადად, ურთიერთგარკვევას მოუნდება. ამიტომ წელს ოპოზიცია რამე მნიშვნელოვანს ვერ მოახდენს. თითქოს რაღაცას აპირებს მაისისთვის „სახალხო კრება“. პირდაპირ მინდა, ვთქვა, რომ მაისი წყნარი იქნება. თუმცა აი, ივნისში მზისა და მთვარის სამი დაბნელება გვექნება, რაც ამძიმებს სიტუაციას. ანუ ენერგეტიკულად რთულია ივნისი, ივლისის ბოლო და აგვისტო. იქნება შეცდომები სამთავრობო სტრუქტურების მხრიდანაც. თანაც აქტიური მზის წელიწადია, ამიტომ დიდი სიფრხილე გვმართებს ჯანმრთელობასთან. 2011 წელს დაშვებული შეცდომები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ბევრი პოლიტიკოსის საქმიანობას. საქართველოს უახლოვდება ცვლილებების პერიოდი, მათ შორის, სამთავრობო დონეზეც. განწმენდის ზონა სრულდება და 2014 წლიდან თვალშისაცემი გახდება ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება, 2016 წლიდან კი ქვეყანა ფეხზე დგება.