გუშინ, For.ge-მ გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათონელის რეზიდენციაში შესაძლოა პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფმა ეროვნულმა უშიშროების საბჭომ დაიდო ბინა. for.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირინა იმერლიშვილმა თანხმობა გასცა აღნიშნულ შენობაში გადასვლაზე, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია გუშინ უშიშრობის საბჭოს პრეს-სამსახურის უფროსმა გოგი ახლაკაცმა არ დაგვიდასტურა. ამ საკითხზე კომენტარი არც სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთეს.
დღეს For.ge-მ მთავრობის კანცელარიიდან გამოითხოვა უშიშროების საბჭოსა და მთავრობის კანცელარიას შორის არსებული მიმოწერა ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით, რითაც დასტურდება, რომ იმერლიშვილი ნამდვილად თანახმა იყო ეროვნული უშიშროების საბჭო განთავსებულიყო თბილისში, ათონელის ქ N25-ში, თუმცა, რატომ გადაიფიქრა უშიშრპოების საბჭოს მდივანმა ათონელზე გადასვლა, ამ ეტაპზე უცნობია.
უშიშროების საბჭოსა და მთავრობის კანცელარიას შორის არსებული მიმოწერა ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით მოცემულია მისამართზე:
მთავრობის ადმინისტრაციის შეთავაზება უშიშროების საბჭოს
წერილი ქონების მართვის სააგენტოს უშიშროების საბჭოსთვის ქონების გადაცემის თაობაზე
მ. ცქიტიშვილის წერილი იმერლიშვილს 2011 წლის 1 თებერვლის N8 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ
მთავრობის ბრძანება 2011 წლის 1 თებერვლის N8 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ
წერილი ქონების მართვის სააგენტოს (1)
წერილი ქონების მართვის სააგენტოს (2)
იმერლიშვილის უარი ათონელზე გადასვლის შესახებ
მთავრობის ბრძანება 2011 წლის 1 თებერვლის N8 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ (1)
მთავრობის ბრძანება 2011 წლის 1 თებერვლის N8 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ (2)