საფრანგეთში, შამონიში, 27 წლის პარაპლანისტი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, ტრაგედია გამთენიისას მოხდა, ახალგაზრდა აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
პოლიციის განმარტებით, ჩამოვარდნა, სავარაუდოდ, პარაპლანის გაუმართაობამ გამოიწვია.
მედიის ცნობით, პარაპლანისტი პლანპრაზის პლატოდან აფრინდა, რომელიც 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ჟანდარმების განცხადებით, ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზის შედეგად, პლანერს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მფრინავმა სტაბილურობის აღდგენა ვერ შეძლო და ჩამოვარდა.
როგორც მედია იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცი 2 525 მეტრის სიმაღლის მწვერვალ ბრევენტის რაიონში დაეცა, სადაც მაშველებმა მისი ცხედარი იპოვეს.