ლონდონში, აქციების დროს, პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელეს.
ბრიტანეთის დედაქალაქში ქვეყნის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ გააპროტესტა. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება; ძალოვნებმა ხელკეტები გამოიყენეს. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის 26 პოლიციელი.
პროტესტს გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. კირ სტარმერი ამბობს, რომ მოქალაქეებს მშვიდობიანი ფორმით აზრის გამოხატვის უფლება აქვთ.
ამავდროულად, პრემიერმა დაგმო პოლიციაზე თავდასხმის შემთხვევები.
"არ შევეგუებით თავდასხმებს პოლიციელებზე, რომლებიც საკუთარ საქმეს ასრულებენ",-აცხადებს სტარმერი.