,,კურდღლებს ვთხარე'

,,კურდღლებს ვთხარე'

რატომ არ იძია პატიმარმა გიორგი ჩ-მ შური ძმის მკვლელზე

შიში ერთ-ერთი იმ ადამიანურ თვისებათაგანია, რომელიც, მეტ-ნაკლებად, ყველას აქვს და, როგორც ჭაბუა ამირეჯიბი ,,დათა თუთაშხიაში' ამბობს, საბოლოოდ, ყველა შიში სიკვდილის შიშისკენ მიდის და სწორედ ამის გამო, ბევრი ადამიანი ისეთ რამეს სჩადის, გაოცებისგან პირს აღებ, თუმცა არავინ იცის, როცა სიკვდილს თვალებში ჩახედავ, შენ როგორ მოიქცევი...

მაშინ, როცა თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და უბნებს საძმოები აკონტროლებდნენ, ბევრი ახალგაზრდა უაზროდ დაიღუპა. ვისაც იარაღი ჰქონდა, თითქმის ყველა ისროდა, ვისაც - არა, შოულობდა და ისიც ისროდა. ამ სრო-ლებს საჯიშე ბიჭები ეწირებოდნენ. საბურთალოელი გურამ ჩ-ც სწორედ ამ ომს შეეწირა - სადარბაზოსთან რეზო ქ. დაუხვდა, შუბლზე იარაღი დაადო და სას-ხლეტს გამოკრა. მკვლელობის მიზეზი მოპარული ავტომობილი გახდა, რომელიც არ თუ ვერ ,,დავაზვრატდა'...
,,აი, იმ ტიპს ხომ ხედავ, ყველაზე დიდი რომ არის. ეგ გიორგია, გურამ ჩ-ს ძმა. ახლა იარაღზე დაიჭირეს, მაგრამ არაუშავს, პრისტუპნიკია. თავის ძმასთან ახლო-საც ვერ მივა - მაგის ძმა ლეგენდა იყო. დაუმეგობრდი, მოაყოლე ძმის ამბები, დამიჯერე, ბევრს არ ექნება ისეთი ისტორიები, როგორიც მაგას', - რუსთავის #17 ზონაზე მიყვანილ ახალ პატიმრებს მაყურებელი ათვალიერებდა და თან პა-ტიმარი #0578-ს ესაუბრებოდა.
,,გურამი კი გამიგია, მაგრამ მაგის ძმაზე არაფერი მსმენია. ისე, მართლა რამ-ხელაა, სპორტსმენი იქნება, ალბათ', - თქვა #0578-მა.
,,ჰო, წყალბურთელია, თან ცოტ-ცოტას პრისტუპნიკობს ხოლმე. მოკლედ, დამი-ჯერე, დაელაპარაკე და არ ინანებ', - ურჩია მაყურებელმა.
,,ისე, მთელმა თბილისმა იცის, ამის ძმა ვინ მოკლა, ამასაც ეცოდინება და შუ-რი რატომ არ იძია? თბილისში პირადად მყავს ნანახი რეზო და ამას რომ მონ-დომებოდა, ნახავდა, უეჭველად. არაფერს უპირებს, ვითომ?!' - დაინტერესდა #0578.
,,მაგიტომ გითხარი, რომ თავის ძმასთან ახლოსაც ვერ მივა', - გაეღიმა მაყუ-რებელს.
გიორგი ზონას მალე გაუშინაურდა, თბილისელების სასტავში გაითქვიფა, თუმ-ცა #0578-ს ახლოს არ ეკარებოდა. რამდენჯერაც საუბრის დაწყება დააპირეს, გი-ორგიმ იმდენჯერ ცხვირი აიბზუა, მოსაყოლი არაფერი მაქვს, მით უმეტეს, აქ და ამ სიტუაციაშიო. ის იყო, #0578 საინტერესო ისტორიებზე ხელის ჩაქნევას აპი-რებდა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: ვიღაცამ თქვა, რეზო სწორედ რუს-თავის #17-ში მოჰყავთო და #0578-მა მაშინვე მაყურებლების კამერას მიაშურა.
,,ახლა გავიგე, გიორგის ძმის მკვლელი აქ მოჰყავთ, თქვენც გეცოდინებათ ეს ამბავი და ასე მშვიდად რატომ ხართ? უთხრათ ნაჩალნიკს, რომ შეიძლება, უბე-დურება დატრიალდეს, ეგებ, ან ეს წაიყვანონ სხვაგან, ან ის არ მოიყვანონ აქ', - ერთ ამოსუნთქვაზე თქვა #0578-მა.
,,დაწყნარდი, არაფერი მოხდება, გიორგას რამის თავი რომ ჰქონოდა, სვაბოდა-ზე ნახავდა მაგას და იქ მოთხოვდა პასუხს. აქ ვერაფერს გაბედავს და თან ეს რეზო ვიღაც არ არის, ნახავ შენ თვითონ', - დაამშვიდეს მაყურებლებმა.
ახალი ეტაპი სამ დღეში მოვიდა. პატიმარი #0578 შემოსასვლელთან იდგა და გიორგის თვალებით ეძებდა. მალე იპოვა, ფანჯრიდან იყურებოდა. ახალი პატიმ-რების ნაკადი მალე გამოჩნდა და #0578-მა თვალი გიორგის მზერას გააყოლა. ის ერთ-ერთს მიშტერებოდა და პატიმარი მიხვდა, რეზო ეს იქნებაო. მაყურებლებმა ახალ პატიმრებს ადგილები მიუჩინეს, მერე ყველა კამერაში დაიბარეს, აუხსნეს, რა, როგორ ხდება და ზონამ ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძო.
მეორე დღეს, #0578-მა დაინახა, როგორ მიესალმნენ ერთმანეთს გიორგი და რეზო, ცალყბად მოიკითხეს და დაშორდნენ. 
,,შეგიძლიათ, ვინმემ ამიხსნათ, რა ხდება? ძმის მკვლელს ხელს ისე ართმევს, გეგონება, ძველი ძმაკაცი იყოს. რატომ, რისთვის? მტყუანიც რომ ყოფილიყო გუ-რამი, ძმის მკვლელი მაინც ძმის მკვლელია და მისალმებას ვინ აიძულებს? ან მე გავგიჟდი, ან თქვენ ხართ გიჟები, ყველაფერი ეს ჩვეულებრივი ამბავი რომ გგო-ნიათ', - ვერ ცხრებოდა #0578.
,,მომისმინე, შენა, აქ რამდენი ხანია ხარ და გაგებული გექნება ფრაზა ,,კურ-დღლებს ვთხარე'. კურდღელი კიდევ შიშთან ასოცირდება, კურდღელია, ის ჩემისა და მე რა ვუყო, ხომ ვერ ვეტყვი, შემი ძმის მკვლელი დაბრიდე-მეთქი. ამიტომ, შენც ერთი ადგილი დააყენე და გაჩერდი', - ურჩია მაყურებელმა.
,,გასაგებია, შიშით შეიძლება, ბევრს ეშინია, მაგრამ ძმის მკვლელს ყოველდღე როგორ უნდა უყუროს, ნუ გადამრიეთ მართლა', - არ დანებდა #0578.
,,როგორ და მარტივად', - გაეცინა მაყურებელს.
პატიმარი #0578 თავისქნევით გამოვიდა მაყურებლების ოთახიდან და გიორგის კამერაში ავიდა. ის მშვიდად ამზადებდა ჩაის, #0578-ს მიესალმა, ჩაი ხომ არ გინ-დაო და როცა თანხმობა მიიღო, მეორე ჭიქაც მოამზადა. ჩაის წრუპვის დროს, #0578-მა ვერ მოითმინა და დაიწყო:
,,სვანებში, ხევსურებში, ფშავლებში, მთიულებში... ჩეჩნებში და ინგუშებში, მოკ-ლედ, მთის ხალხში დღემდე შემორჩენილია სისხლის აღების ტრადიცია. ვიღაც ამას ველურობას ეძახის, დიდი ნაწილისთვის კი მისაღებია. იქ სისხლის აღება ვაჟკაცობად ითვლება და... შენ სადაური ხარ?', - სასხვათაშორისოდ ჰკითხა #0578-მა.
,,იმერელი', - ჩუმად უთხრა გიორგიმ.
,,ააა... ჰო, იმერეთშიც იყო ერთეული შემთხვევები', - არ გაჩერდა #0578.
,,ვხვდები, რასაც მეკითხები და მოდი, ასე გიპასუხებ - სხვა თემა და სხვა ბა-ზარია, რა, ეგ. დამიჯერე, რომ ასეა', - უთხრა გიორგიმ და თავისივე კამერიდან გავიდა.
,,არაფრის გამკეთებელი არ არის ეგ კაცი. არ ვიცი, ამას შიში ჰქვია თუ სხვა რამე, მაგრამ რეზოს არაფერს დაუშავებს', - გამოუცხადა #0578-მა მაყურებ-ლებს.
,,მოკლედ, ჯერ მომენტი არ ყოფილა და, ასე ვთქვათ, ერთ დღეს, როცა მომენ-ტი იქნება, შენ მოისმენ იმას, რასაც სხვაგან ვერ მოისმენ და რაც ნაკლებ კომენ-ტარს გააკეთებ, მით უკეთესი. გასაგებია?!' - უთხრა მაყურებელმა და #0578-მაც უხმოდ დაუქნია თავი.
ორიოდე კვირის შემდეგ, #0578-ის კამერაში თბილისელი ვანჩო შევიდა და პა-ტიმარს ჩუმად უთხრა, მაყურებლებმა დამაბარეს, ჩვენთან ჩამოვიდეს და ჩუმად იყოსო. პატიმარი #0578 მაშინვე პირველ სართულზე გაჩნდა. კამერაში შესვლის-თანავე დაიძაბა, რადგან მაგიდასთან ოთხი კაცი ჯოკერს თამაშობდა. ამ ოთხი-დან ორნი - გიორგი და რეზო იყვნენ.
,,მაყუთზე თამაშობენ?!' - ჩასჩურჩულა ვანჩოს.
,,არა, ერთ კოლოფ სიგარეტზე', - გაუღიმა თბილისელმა.
თამაში ჩუმად გაგრძელდა და მოულოდნელად, მაყურებელი #0578-ს მიუტრი-ალდა.
,,შენ რომ გაინტერესებდა ამას წინათ, გურამა როგორ მოკლესო, ხომ გახსოვს? ჰოდა, აი, ამან მოკლა', - მიუთითა რეზოზე და თამაში გააგრძელა.
გიორგის შუბლზე ოფლმა დაასხა, მაგრამ ხმა არ გაუღია, რეზომ ირონიულად გაიღიმა, #0578 კი ადგილზე გაშეშდა და მხოლოდ ესღა მოახერხა: ,,როგორ?!'
,,როგორ? - შეუბრუნა კითხვა მაყურებელმა, - როგორ და მარტივად - დაუპა-დიეზდა, იარაღი ამოიღო, შუბლზე დაადო და გამოკრა. ასე იყო, ხო, მგონი, რამე ხომ არ შემეშალა?!' - ახლა რეზოს მიუბრუნდა მაყურებელი.
,,არა, ასე იყო', - დაუდასტურა რეზომ.
#0578-მა გიორგის შეხედა. მართალია, მას მკვდრის ფერი ედო, მაგრამ მშვი-დად აგრძელებდა თამაშს.
,,კურდღლებს ვთხარე', - კბილებში გამოსცრა #0578-მა, კამერიდან გავიდა და თან მაყურებლის ღიმილი გაიყოლა. მეორე დილით პატიმარი ისევ მაყურებლებს ეწვია.
,,ახლა ან თქვენ ამიხსნით რა ხდება, ან მართლა გავგიჟდები', - #0578 უკვე აშკარად არაადეკვატური იყო.
,,რა ხდება და, მშიშარაა ეგ გიორგა, მაგარი კურდღელია, იმის ეშინია, რომ რეზო მაგასაც მოკლავს, არადა, ხომ ხედავ, მაგისხელა ცალი ფეხი აქვს. პრინ-ციპში, ახლა რომ მოკლას, პასუხს სხვანაირად მოთხოვენ, კაცთან ერთად ყომა-რობს, ესალმება და გამოდის, რომ პრეტენზია არ აქვს. სულ ეს არის, შიში ძმაო, შიში... სიცოცხლე ტკბილია, შიშს კიდევ დიდი თვალები აქვს', - უთხრა მაყურე-ბელმა.
,,კი, მაგრამ ასეთ კაცთან თქვენ რატომ მეგობრობთ? გვერდით რატომ ისვამთ? ვინ გავალდებულებთ? უთხარით მაინც, არაკაცი ხარ-თქო და გაუშვით, რა', - ვერ ჩერდებოდა #0578.
,,არა, შენ მართლა ვერ გაიგე. მაგას ძალიან კარგი ძმა ჰყავდა, გურამა მგელი იყო, ნამდვილი მგელი, ამ დებილს კი არ ჰგავდა. ძმაკაცების გამო შვიდი ტრუპი ჰყავდა აკიდებული, ეს ბოთე რომ მოეკლა ვინმეს, უეჭველი ისისხლებდა, მაგრამ ეს ცოცხალია, ის - მკვდარი და იმ მკვდრის ხათრით არაფერს ვეუბნებით', - და-ასრულა მონოლოგი მაყურებელმა.
,,მაინც, არ ხართ სწორი. ამან ძმობა არ იცის და ძმაკაცობა ეცოდინება?!' - გაბრაზდა #0578.
,,და ვის უნდა რო ამის ძმაკაცობა... დადის, ვარჯიშობს, კუნთებს იყენებს. შეეშ-ვი, რა', - ურჩიეს მაყურებლებმა.
დღეს გიორგიც და რეზოც თავისუფლებაზე არიან, ორივე საბურთალოზე ცხოვრობს და ერთმანეთს ისევ ისე, მშვიდად ესალმებიან.
პატიმარი #0578