შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“

შს სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მისმა მოადგილემ, ადმინისტრაციის, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოების უფროსებმა და თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

შს სამინისტრო რამდენიმე წელია თანამშრომლობს მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“. აღნიშნულ აქციაში უწყების მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

სისხლის ჩაბარების აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართული.