შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული გიორგი ხ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 1 აბი და აბის 16 ნატეხი ამოიღეს, რომელიც ექსერტიზის დასკვნით 0,0552 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით, გიორგი ხ. დაკავებისას მარიხუანისა და „სუბუტექსის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).