სააკაშვილი ბაქრაძეს გააპრეზიდენტებს

სააკაშვილი ბაქრაძეს გააპრეზიდენტებს

ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინაღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვაზე უარი თქვა. საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ჰააგის სასამართლომ სარჩელის განხილვა ტექნიკური მოტივაციის საფუძველზე შეაჩერა და ეს სულაც არ ნიშნავს სარჩელის განხილვაზე უარის თქმას. მინაშვილმა თავი იმითიც დაიმშვიდა, რომ საქართველო სარჩელს ჰააგაში თავიდან შეიტანს. პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილის აზრით კი ამ შემთხვევაში არანაირ ტექნიკურ მოტივაციებზე არ არის საუბარი.

 

ბატონო ჰამლეტ, დავუჯეროთ მინაშვილს და ბურჯალიანს თუ ამ ყველაფერს კიდევ სხვა ახსნაც მოეძებნება?

- არავითარ ტექნიკურ საბაბს არ ქონია ადგილი, ეს საქმე თავიდანვე იყო განწირული, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ის სასამართლო არ იღებს ასეთ სარჩელს და თავიდანვე ეთქვა ქართულ მხარეს, რომ თქვენ თუ გაქვთ რაიმე პრეტენზია, და პრეტენზია იყო ასეთი, რომ რუსეთი ქართული მხარის მიმართ ჩადიოდა დისკრიმინაციას 1990 წლიდან დაწყებული, და ასევე ის, რომ ქართველებს რუსეთშში დევნიან და ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ქართული მხარე ითხოვდა კომპენსაციას, და ეს ყველაფერი იყო აბსოლიტური აბსურდი ქართული მხარის მხრიდან ვინაიდან, ასეთ რამეს არ იღებს ჰააგის სასამართლო, რამეთუ მას მიაჩნია, რომ ეს უნდა გადაწყდეს ორთა შორის მოლაპარაკებით, ანუ მას ჯერ უნდა დაეწყო ლაპარაკი რუსეთთან, თუკი არაფერი გამოვიდოდა, მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლო იქნებოდა, რომ წარედგინათ სარჩელი ჰააგის სასამართლოში. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, მოგეხსკნებათ ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყო მას შემდეგ რაც 2008 წელს ქართულმა მხარემ ჩაიდინა დანაშაული და დაიწყო აგრესია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მან თავის გასამართლებლად გადაწყვიტა, რომ მიემართა ჰააგის სასამართლოსათვის და ამით

ყურადღება თავისი დანაშაულიდან გადაეტანა სხვა რამეზე, ეს არ გამოვმდა, არ მიიღო ჩვენი სარჩელით ჰააგის სასამართლომ, მაგრამ ეს ასე არ დაფიქსირდა ქართული პოლიტიკოსების მხრიდან.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე რომ არის გოგონა, ბურჯალიანი, მან სასამართლოს დამთავრების შემდეგ ილაპარაკა ხანგრძლივად და გაუგებრად, იმდენად გაუგებრად, რომ ვერავინ ვკრაფერი ვერ გაიგო, ვერ გავიგე რა უნდოდა ბურჯალიან ეთქვა, შემდეგ ილაპარაკა პარლამენტის დიდმა კორიფემ მინაშვილმა, აკოს როს უძახიან, და მან განამტკიცა ის აბსურდი რის თქმასაც ცდილობდა ბურჯალიანი და ეს ყველაფერი დააგვირგვინა ვიღვც ამერიკელმა, რომელმაც თქვა, რომ ეს ძალიან დიდი საქმე მოხდა ვინაიდან, ქართველებმა შებედეს ისეთ სახელმწიფოს როგორიც რუსეთია და ეს არს თურმე წარმატება. იმ ამერიკელს ცხადია სხვა არაფერი დარჩენოდა, ვინაიდან მან წააგო ეს პროცესი და ამ წაგებისთვის მან მიიღო ათეულ ათასობით დოლარი. მოგეხსენებაპთ მარტო ბურჯალიანი იმ საქმეს ვერ გაქაჩავდა, ამერიკელი ადვოკატები იყვნენ ამ საქმეში ჩართული, ამერიკელი ადვოკატები თითს არ გაანძრევენ ისე თუ დიდი ფული არ ჩაახუტეს და ხელისუფლებამაც ჩაახუტა ამერიკელებს დიდი ფული, მაგრამ სამწუხაროდ ამით არაფერი გამოვიდა და არც გამოვიდოდა ვინაიდან ეს საქმე წინასწარვე იყო განწირული. ასე, რომ მოხდა ფულის მორიგი გადაყრა არაფრის გამო, ნაცვლად იმისა, რომ ცოტა გონს მოეგოს ჩვენი ხელისუფლება და რუსეთის ლანძღვის ნაცვლად დაიწყოს სხვა პროცესი რასაც ქვია მოლაპარაკება, თუმცა რუსეთი ამხელისცფლებასთან არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავა.

 

მირაშვილი მგონი თავიდან აპირებს სარჩელის შეტანას...

- ეს მთლად სასაცილოა, მათ გარკვევით უთხრეს, რომ წადით ბიძიებო, ჯერ ისწავლეთ რას ნიშნავს ჰააგის სასამართლო, მისი წესდება კარგად შეისწავლეთ და მერე ვმილაპარაკოთ მაგ თემებზეო, ეხლა აკოს თუ მაკოს განცხადება ეს არის დიდი სისულელე. აქ ერთი რამ მოხდა, რომ ქართულ მხარეს რუსეთის მორიგი გაშავება უნდოდა, სამწუხაროდ ამ საქმეში მათ ხელი მოეცარათ და თვითონ აღმოჩდნენ გაშავებულ მდგომარეობაში. ჯერ ერთი როგორც ბრიყვები და უცოდინარები და მეორეც როგორც თავხედები ვინაიდან.

 

ბურჯალიანმა და მინაშვილმა თუ სისულელე ილაპარაკეს ამ სისულელის უკან

ხომ ქართული სახელმწიფო დგას და მისი იმიჯი ილახება?

- ცხადია ეს ყელაფერი უარყოფითად აისახება საერთაპშორისო იმიჯზე მაგრამ სააკაშვილიდან დაწყებული ნებისმიერი მაღალი თუ დაბალი რანგის მოხელით დამთავრებული ვის აინტერესებთ საქართველოს იმიჯი, მათ ფეხებზე კიდიათ საქართველო, მთავარი არის, რომ დღეს ამ წუთას რაღაცნაირად უჩხვლიტონ რუსეთს, ეს არის მათი უპირველესი სურვილი და მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ საქმეზე რომელიც შორს არის იმ პრობლემებისგან როგორიც არის ეკონომიკური ჩავარდნები, ინფლაცია და ასე შემდეგ. საზოგადოება არის უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე რაღაცნაირად, რომ ამ საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ სხვა რამეზე, სწორედ ამას ემსახურება ის ვაიუშველებელი რაც აკობ, ბურჯალიანმა და ვიღაც ამერიკელმა ატეხეს ქართულ მედიაში. ევრონიუსმა ეს ცნობა მაშინვე გაავრცელა ისე, როგორც მე მოგახსენეთ, ყოველგვარი მიკიბვ მოკიბვის გარეშე.

 

სააკაშვილის ამერიკულ იმიჯზე ბევრს ლაპარაკობენ, ისევ ყალბი თვალით უყურებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, არჩეკვნებზე რამდენად მყარი პოზიციები ექნება?

- 2013 წლამდე ან ვირი იქნება და ან ვირის პატრონი, მოგეხსენებათ ამერიკაში მანამდეა საპრეზიდენტო არჩევნები და სააკაშვილს ისეთი ბედი აქვს, რომ დარწმუნებული ვარ მომავალ არჩევნებში შესაძლოა გაიმარჯვოს რესპუბლიკელმა, თუ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გაიმარჯვებს დარწმუნებული იყავით იმაში, რომ სააკაშვილს ექნება მხარდაჭერა. სააკაშვილს ექნება მხარდაჭერა ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან არა ისეთი როგორსაც ის მოელდა მაკკეინის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მაგრამ მაინც, ვინაიდან სააკაშვილი ითვლება საკუთრ კაცად კავკასიაში, იმ ადამიანად რომელიც ყოველ წუთს სისხლს გაუშრობს რუსეთს, ასეთი ჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუჯედავად იმ გადატვირთვის პროცესისა რომელსაც ადგილი აქვს რუსეთ-ამერიკას შორის, ანუ ამერიკას ჭირდება ისეთი კაცი, რომელიც პრემანენტულად უხურხულ მდგომარეობაში ჩააყენებს რუსეთს, ასეთად მოიაზრება სააკაშვილი, სააკაშვილი ძალიან კარგად იციან ვინ არის და რა არის, მაგრამ ის მათია, ამტომ რადგან მათია მას აქვს გარკვეული შენდობა ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან.

 

სააკაშვილის შეცვლა მომავალ არჩევნებზე ფაქტია, რომ გარდაუვალი იქნება, ასეთ კაცად ვინ მოიაზრება?

- მე არ ვიცი სააკაშვილის შეცვლა როგორ იქნება, ჯერ ერთი სააკაშვილის შეცვლა მოხდება, მაგრამ ის პრეზიდენტი რომელიც ჩაანაცვლებს სააკაშვილს არ იქნება ისეთი უფლება-მოსილებით აღჭურვილი როგორიტთაც არის აღჭურვილი სააკაშვილი. არ არის გამოიცხული, რომ გამარჯვებულმა ნაციონალურმა პარტიამ სააკაშვილი დაასახელოს პრემიერ-მინისტრად და პრემიერ-მინისტრს მოგეხსენებათ ახალი კონსტიტუციიტდან გამომდინარე უფრო მეტი უფლებები აქვს ვიდრე პრეზიდენტს, ასე, რომ სააკაშვილის პოლიტიკური არენიდან წასვლა არ მოხდება. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ვარიანტი გათამაშდება მომავალი არჩევნების პრერიოდში და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს სააკაშვილი ისე გააკეთებს როგორც მას სურს.

 

თქვენი აზრით ვინ განიხილება ასეთ კაცად?

- პრეზიდენტად რომელიც აბსოლიტურად არაფერს წარმოადგენს? ასეთად განიხილება ალბათ ბაქრაძე რომელიც აბსოლიტურად არაფრის მატნისია, ასეთი არაფრის მაქნისი პრეზიდენტი აწყობს სააკაშვილს, მისგან თავის ტკივილს სააკაშვილი როგორც პრემიერ-მინისტრი არ მიიღებს.