რითი დაემუქრა კოტე გოგელია “ოცნებას” და რატომ ფიგურირებს საქმეში მიხეილ ხუბუტია - რუსული თამაშების უცნობი დეტალები

რითი დაემუქრა კოტე გოგელია “ოცნებას” და რატომ ფიგურირებს საქმეში მიხეილ ხუბუტია - რუსული თამაშების უცნობი დეტალები

ზუსტად ორი თვის წინ, კარგად ინფორმირებულმა კონფიდენციალურმა წყარომქართულ სიტყვასაცნობა, რომ დეკემბრის მიწურულს ტელეკომპანიამაესტროშიდიდი ორომტრიალი ატყდებოდა და ყველაფერ ამის საფუძველი რუსული ინტერესი იქნებოდა. გარდა ამისა, წყარომ პირად საუბარში ისიც აღნიშნა, რომმაესტროსსკანდალის საფუძველი ის ბიზნეს-გარჩევა გახდებოდა, რომელსაც რამდენიმე ფიგურანტი ჰყავდა... გარკვეული მოსაზრებით, “ქართულმა სიტყვამამ კულუარული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, თუმცა დღეს დასამალი აღარაფერია, რადგან ყველაფერი, როგორც იტყვიან, ხელის გულზეა. მაშ, ასე: როგორ, სად და ვისი თანამონაწილეობით დაიგეგმამაესტროსსკანდალი?

როგორც “ქართულ სიტყვას” ჯერ კიდევ ორი თვის წინ აუხსნეს, ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, კოტე გოგელიამ, რომელიც საზოგადოებისთვის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ბეგრაუნდითაა ცნობილი, ერთ-ერთ “სხადნიაკზე” გარკვეულ ბიზნესში შესვლა მოითხოვა. წყაროს თქმით, ამ “სხადნიაკის” მთავარი ფიგურანტი ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანი იყო, რომელმაც გოგელიას, თურმე, უთხრა, რომ მის მოთხოვნებს “ზევით” გადასცემდა... წყარო ვერ აკონკრეტებს, “ზევით გადაცემა” მოხდა თუ არა, მაგრამ ამბობს, რომ გოგელიას ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდა.

“კოტემ - არც აცია, არც აცხელა და შუამავალს უთხრა, შენს პატრონებს გადაეცი, რომ “მაესტრო” ოპოზიციურ რელსებზე გადავა და ისეთ ამბებს ატეხს, 2003 წლის ნოემბრის “რუსთავი 2” მონაგონი იქნებაო. სხვათა შორის, ამ “სხადნიაკზე” კიდევ ერთი ბიზნესსაკითხი განიხილეს, მაგრამ დეტალებისგან თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს ბიზნესსაკითხი ერთ ცნობილ ოჯახს უკავშირდება”, - ამბობს “ქართული სიტყვის” წყარო.

ნიშანდობლივია, რომ წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არაპირდაპირი გადაზიდვების თემაც ფიგურირებს, თუმცა ინფორმატორმა, “ქართული სიტყვის” მცდელობის მიუხედავად, ეს თემა არ განავრცო...

მოკლედ, “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინფორმაციით, “მაესტროს” სკანდალი არხიდან ჟურნალისტების წასვლით არ დამთავრდება და ცვლილებები დამფუძნებლებსაც შეეხებათ. ისე, დამფუძნებლებს ცვლილებები უკვე შეეხოთ - რამდენიმე კვირის წინ, “მაესტროს” წილი მამუკა ღლონტმა დათმო, თუმცა ინფორმატორის სიტყვებითYრომ ვთქვათ, ეს მხოლოდ ჟურნალია. კიდევ რა მოხდება “მაესტროზე” და ვინაა ის ადამიანი, რომელთანაც კოტე გოგელია მოლაპარაკებას აწარმოებდა? - “ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა” არ იყოს, ეს პერსონა ფართო საზოგადოებისთვის ზომაზე მეტადაა ცნობილი - პოლიტიკოსი არაა, მაგრამ მუდამ პოლიტიკური მოვლენების ავანგარდშია, ანუ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის მხოლოდ მემატიანე კი არა, თანამონაწილეცაა და, როგორც ამბობენ, გარკვეული კავშირები ჩრდილოეთთანაც აქვს...

საერთოდ, “მაესტროს” სკანდალში ცალკეული პერსონები რუსულ ხელწერას ხედავენ. ასე, მაგალითად, “რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი პირდაპირ მიხეილ ხუბუტიას ასახელებს.

საგულისხმოა, რომ სატელევიზო აურზაურამდე ერთი ინციდენტი მოხდა - რესტორან “თავადურში” ხუბუტია სცემეს. მართალია, თავად დაზარალებული უარყოფს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური ანგარიშსწორების საბაბი პუტინის სადღეგრძელო გახდა, რომელიც ვოვას მეგობარმა მიხეილმა შესვა...

სიტყვამ მოიტანა და, ხუბუტიასა და, საერთოდ, რუსეთში მცხოვრებ სხვა ქართველებზე, რომლებსაც კრემლთან იდეალური ურთიერთობა აქვთ, “ქართულ სიტყვას” ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაწოდეს, რომელიც უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკმა, უსაფრთხოების ექსპერტმა კონსტანტინე ფორჩხიძემაც დაადასტურა.

ამ ინფორმაციით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ნინო ბურჯანაძემ პირწმინდად წააგო, პუტინმა ქართული წარმოშობის “ყმები” იხმო და უბრძანა, რომ საქართველოში წასულიყვნენ და ყველაფერი გაეკეთებინთ, რომ ხალხში პრორუსული განწყობა ამაღლებულიყო. პუტინს, თურმე, ისიც უთქვამს, გეყოთ, რაც “მწველეთ”, ახლა კაპიკსაც აღარ მოგცემთ, მიზნის მისაღწევად თქვენი ფული დახარჯეთ და თუ არაფერი გამოგივათ, რუსეთში ჩამოთრეულები აღარ გნახოთო.

ეს კულუარული ცნობა, შესაძლოა, გადაჭარბებულია, მაგრამ ფაქტია: ხუბუტია და სხვები საქართველოში “სასწრაფო წესით” ჩამოვიდნენ და თითქმის ყველა სფეროში ფულის დაბანდება დაიწყეს. ერთი ვერსიით, მთავარი სამიზნე მედიაა (ამ კონტექსტში “მაესტროს” მოვლენები საეჭვოდ ჯდება). ამასთან, “ქართული სიტყვისთვის” ცნობილია კონკრეტული ფაქტი, როცა პუტინის ემისრები ერთი-ორ, დასავლურად მოაზროვნე ბიზნესმენთან მივიდნენ და, ინვესტიციის სახით, სერიოზული თანხა შესთავაზეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ...

ახლა, რაც შეეხება “მაესტროს” სკანდალის რუსულ ფესვებს, ამაზე აქცენტს, როგორც აღვნიშნეთ, დავით ბერძენიშვილი აკეთებს.

“როდესაც ბატონი კოტე გოგელია ამბობს, რომ მისი პოლიტიკა უნდა იყოს ქართული და როცა ქართული ამ კატეგორიის ხალხისთვის რუსულის სინონიმი გახდა, მაფიქრებინებს, რომ ტელევიზია, რომლის განვითარების მოსურნეც ვარ, მარგინალიზდება და შეიძლება, ხუბუტია-გოგელიას ევრაზიული გემოვნების შესაბამისი გახდეს”, - ამბობს ბერძენიშვილი...

როგორც “მაესტროს” ჟურნალისტები ამბობენ, მთელი ეს ვაკჰანალიის “რაიხსკანცლერკი” კოკა ყანდიაშვილია. მართალია, თავად ყანდიაშვილი “მაესტროზე” მუშაობის დაწყებას უარყოფს, მაგრამ ადასტურებს, რომ ახალი სტუდიის გაკეთებას გეგმავს, რომლის გადაცემებიც სხვადასხვა ტელევზიის ეთერით გადაიცემა. ამჯერად, საუბარია გადაცემაზე, რომელსაც “ლაპარაკობს თბილისი” ერქმევა. ყოფილი “მაესტროელების” შიშს უსაფუძვლო ნამდვილად არ ეთქმის, რადგან ისეც შეიძლება მოხდეს, რომ “ლაპარაკობს თბილისი” “ლაპარაკობს მოსკოვად” ტრანსფორმირდეს თუნდაც იმიტომ, რომ ყანდიაშვილს სწორედ რუსული ჟურნალისტიკის სკოლა აქვს გავლილი. სხვათა შორის, ჟურნალისტმა სოფო ზურაბიანმა ყანდიაშვილს ბეგრაუდნი შეახსენა...

ისე, “ქართული სიტყვა” “ოცნების” კარზე ყანდიაშვილების პრივილეგირებულ გავლენაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა. აქვე, შეგახსენებთ, რომ მაშინ ნონა ყანდიაშვილმა, რომელიც ახლა, თურმე, პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახურის ხელმძღვანელია, მედია ცენტრალურად და არაცენტრალურად დაყო, რამაც საბჭოური ასოციაცია გაჩინა...

ასე რომ, “ლაპარაკობს თბილისი” მოსკოვისა თუ “რაიხსკანცლერის” დროით?

ჩვენში ევროპული ღირებულებები უნდა გავაღვიძოთ!”

ერთი სიტყვით, ყველაფერი ნათელყოფს, რომ საქართველოსთვის, ბოლო ორი საუკუნის მსგავსად, 2015 წელსაც მთავარი გამოწვევა რუსული აგრესია იქნება. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, “ქართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში, რომელიც მომავალ წელსაც გაგრძელდება, ამბობს, რომ კრემლისგან მართული მცირე პოლიტიკური დაჯგუფებების ინტერესში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ შედის, რადგან თვლიან, რომ დრო მათ სასარგებლოდ იმუშავებს, 2016 წლამდე ქულებსაკრეფენდა ხელისუფლებაში მოვლენ, თუმცა ფორჩხიძე ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ ეს სცენარი თავდაყირა ირაკლი ალასანიამ დააყენა, რომელმაც, ოპოზიციაში გადასვლით, ჩვენებურ პოლიტიკურ დაფაზე ჭეშმარიტად პროდასავლური ნიშა დაიკავა... გარდა ამისა, ქართველი სპეცსამსახურელიცე-რე-”- ყოფილი თანამშრომლის სკანდალურ წერილსაც ეხება, რომელიც აშშ-ში არცთუ დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა და 2015 წლის თებერვალ-მარტში რამდენიმე მინისტრის შეცვლასაც პროგნოზირებს...       

 

- ბატონო კონსტანტინე, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, პრაქტიკულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორებით დაგვემუქრა. თქვენი ანალიზით, ომი რეალურია?

- პუტინის ეს განცხადება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციასა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე პასუხია. სხვათა შორის, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, პუტინს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე შეკითხვა “მაესტროს” ჟურნალისტმა დაუსვა და ასეც უნდა მომხდარიყო.

- რას გულისხმობთ?

- რას და, - პუტინი ამ თემაზე საუბარს თვითონ ვერ დაიწყებდა...

საგულისხმოა, რომ მან ბევრი სატყუარა გადმოაგდო, მაგალითად, ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი მოსკოვში დაპატიჟა. დაპატიჟება ერთია, მაგრამ ეს შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული, თორემ მოსკოვში გამარჯობის სათქმელად და ხელის ჩამოსართმევად ჩასვლა ქვეყანას არაფერს მოუტანს - ამ ვიზიტმა შეიძლება, უფრო დაგვაზიანოს.

ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე დიალოგის დაწყება თავად რუსეთს არ აწყობს.

- რატომ?

- 2016 წელი, ანუ საპარლამენტო არჩევნები მოახლოებულია.

- მერე, ეს რა შუაშია?

- იმ შუაშია, რომ პუტინმა იცის, “ქართული ოცნების” მთავრობა კრემლის ყველა ინტერესს არ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, კრემლი საქართველოს ხელისუფლებაში სასურველი პოლიტიკური ძალის მოყვანას ცდილობს, მაგრამ ეს აუცილებლად არჩევნებით უნდა მოხდეს, რათა ახალ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია ჰქონდეს. პუტინმა განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობსო და ამით იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებზეც “სტავკას” აკეთებს, ფარული მხარდაჭერა გამოუცხადა.

- პუტინისტავკასმაინც, რომელ პოლიტიკურ ძალებზე აკეთებს?

- ქალბატონ ბურჯანაძესა და სხვა მცირე პოლიტიკურ ჯგუფებზე. შეიძლება, ბევრი უარყოფს, რომ მათი მფარველი კრემლია, მაგრამ წარსული არ იშლება! ალასანიას გუნდის ოპოზიციაში გადასვლა რომ არა, პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის პროცესი შეუქცევადი იქნებოდა. ამიტომ, ალასანიას გადაწყვეტილება ისტორიულია - ბოლოს და ბოლოს, ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა ძალა, რომელიც ნამდვილად დასავლეთზეა ორიენტირებული, თან ალასანიას გუნდზე ვერავინ იტყვის, რომ ერთს ფიქრობს და მეორეს ამბობს. რუსეთს სწორედ ეს აღიზიანებს...

...არ ვიცი, მიზანმიმართულად აკეთებენ თუ მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია: “ქართული ოცნების” იმიჯი კატასტროფულად ნადგურდება...

- “ოცნებისიმიჯის განადგურებას რუსეთის გაღიზიანებასთან რა კავშირი აქვს?

- ვანო, თუ გახსოვთ, ადრეც გითხარით, რომ ამ მოცემულობით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნებას” უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება და რომ არა ალასანიას ოპოზიციაში გადასვლა, შეიძლება, ისეც მომხდარიყო, რომ პრორუსულ ძალებს გარკვეული წარმატებისთვის მიეღწიათ.

- ამ ფონზე, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას საქართველოდან მხოლოდ პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრო. ეს მესიჯია?

- რატიფიკაციას წარმომადგენლობითი დელეგაცია უნდა დასწრებოდა, რადგან ეს ისტორიული დღე იყო, მაგრამ გაიგეს, რომ რატიფიკაციას სააკაშვილიც დაესწრებოდა და...

- მაპატიეთ, მაგრამ აქ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზეა ლაპარაკი, სახელმწიფო კი, არც სააკაშვილია და არც - მოქმედი პრეზიდენტი ან ნებისმიერი სხვა ჩინოვნიკი!

- დიახ, სააკაშვილი სახელმწიფო არაა და ამიტომ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ხელისუფლება სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით უნდა იღებდეს! რა მნიშვნელობა აქვს, სააკაშვილი რატიფიცირებაზე ვინ მიიწვია? შენ ხელისუფლება ხარ, ანუ ხალხის ლეგიტიმაცია გაქვს და მთავარიც სწორედ ესაა. ისე, ჩემთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, პოლიტიკურ ველში სააკაშვილის ასეთი აქტიურობა მიუღებელია და ეს ხელისუფლების უნიათობაზე მიუთითებს.

- კოტე ბატონო, მთელი წელია, ამტკიცებთ, სააკაშვილი პოლიტიკური გვამია და დასავლეთი მის მოცილებას ცდილობსო, მაგრამ ყველა ბოლოდროინდელი მოვლენა საპირისპიროზე მეტყველებს...

- როგორ გეკადრებათ! ბოლო დროს აშშ-ში არაერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც სააკაშვილის დანაშაულობებზეა ლაპარაკი.

- ჯერ ერთი, სტატიის გამოქვეყნება არაფერზე მეტყველებს. მეორეც, მაინც, რა სტატიებზე ლაპარაკობთ?

- მაგალითად, ჩაკ ნეიგლის სტატიაზე.

- ჩაკ ნეიგლი ვინაა და რა დაწერა?

- ჩაკ ნეიგლი “ცე-რე-უ”-ს ყოფილი თანამშრომელი და აშშ-ში უსაფრთხოების ერთ-ერთი გავლენიანი ექსპერტია, რომელიც იგივე თემებზე საუბრობს, რაზეც - ჩვენ.

- ანუ, იარაღით უკანონო ვაჭრობაზე?

- დიახ. ჩაკ ნეიგლიმ თავის სტატიაში, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო ნარკოტრაფიკი და ნარკოტრანზიტია...

ისე, ვანო, თუ დააკვირდებით, ხელისუფლება “ქართულ სიტყვაში” გამოქვეყნებული ჩვენი ინტერვიუების ციკლზე, შეიძლება ითქვას, პირდაპირ რეაგირებს და ამას, მაგალითად, ძალოვანი უწყებების რეფორმებზე საუბრის დაწყებაც მოწმობს, თუმცა სხვა საკითხია, ეს პატარა ბიჭები და გოგოები რეფორმების გატარებას შეძლებენ თუ ვერა.

სხვათა შორის, ახლახან, ამერიკული დაზვერვის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა უმნიშვნელოვანესი განცხადება გააკეთა და პირდაპირ განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, თურქეთის ტერიტორიაზე, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ეს აფეთქება თავის თავზე “ქურთისტანის მუშათა პარტიამ” აიღო. ამერიკული დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ისიც ღიად თქვა, რომ “ქურთისტანის მუშათა პარტიას” იარაღით რუსეთი ამარაგებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია.

- რატომ?

- ზემოხსენებული განცხადებები ნათელყოფს, რეგიონში დღეს არსებული ვითარება მყიფე, საშიშია და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ დასავლეთი ენერგომატარებლების გარეშე დარჩეს. სხვათა შორის, ქალბატონი ბურჯანაძე გამოვიდა ინიციატივით და განაცხადა, საქართველო რუსეთს ახალი დერეფნის მოსაწყობად შევთავაზოთო, რაც აზერბაიჯანელებისა და ვროპელების მიმართ, რბილად რომ ვთქვა, არამეგობრული ჟესტია და პირდაპირ რუსულ ინტერესებზე მიანიშნებს.

- ბატონო კონსტანტინე, ქალბატონი ბურჯანაძისგან რუსული ინტერესების დაცვა, როგორც იტყვიანარ ახალია”, მაგრამ თქვენი ნებართვით, საუბრის თემას შევცვლი: 2014 წელსოცნებისმთავარი ღირსება და ნაკლი რა იყო?

- “ოცნების” მთავარი და, ალბათ, ერთადერთი ღირსება დავით სერგეენკოა, ყველაფერი დანარჩენი კი, ნაკლია. ავიღოთ, თუნდაც, სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად, ჩავარდა - მოხნული მიწების გარდა, ვინმემ მანახოს, ამ პროგრამამ რა სარგებელი მოიტანა? გაიძახიან, ასი აგროსამრეწველო საწარმო შეიქმნაო, მაგრამ ამ ასი საწარმოს წილი ქართულ ეკონომიკაში რამდენია? ეკონომიკა ჩემი საქმე არაა და ნაკლებს ვილაპარაკებ, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც “ნაციონალების” 9-წლიანი მმართველობისას იყო. ორი წელია, “ოცნება” ხელისუფლებაშია და მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ამ სისტემით ცხოვრება შეუძლებელია, რადგან ეს სისტემა ხელისუფლების სათავეში მყოფ ადამიანებს ავტორიტარებად აქცევს. აქ კოსმეტიკური ცვლილებები კი არა, ფუნდამენტური რეფორმების გატარებაა საჭირო.

ისიც “ოცნების” ნაკლია, რომ სამართლიანობის აღდგენა ყასიდადაც არ დაწყებულა...

- როგორ არ დაწყებულა? - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საპატიმროები იმ უამრავმა ადამიანმა დატოვა, რომელიც თავს უკანონო პატიმრად თვლიდა...

- კი ბატონო, მაგრამ წართმეული ქონება ვინმეს დაუბრუნეს? დაბრუნებას ვინ ჩივის, ისიც კი არავის უთქვამს, რომ ეს ქონება ოდესმე დაბრუნდება. “ოცნებას” “ნაცმოძრაობასთან” კოჰაბიტაციაც ძალიან გაეწელა...

- ჩემდაუნებურად კომუნისტების ეპოქა გამახსენდა: სასწავლო დაწესებულებებსა თუ სახელმწიფო უწყებებში სპეციალური კედელი რომ იყო გამოყოფილი წარწერით - “ვინ გვარცხვენს”. თუკი დავით სერგეენკოოცნებასახარებს, ვინღა არცხვენს?

- მთავარი სირცხვილი საყდრისია! კულტურული მემკვიდრეობის ხელის ერთი აღებით განადგურება არ შეიძლება!

- აქაც რუსული ინტერესებია?

- რა თქმა უნდა. ოქროს მოპოვებაში სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც რუსული ინტერესი იდო... “კვარციტი” და “მადნეულიც” რუსების ხელშია...

- საყდრისის გამო პასუხი ვინ უნდა აგოს?

- როცა ხელისუფლებაში ხარ და ამ დროს კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება, პასუხისმგებლობას მთელი მთავრობა უნდა გრძნობდეს.

- თქვენი ინფორმაციით, საყდრისის პრობლემა იმის საბაბი ხომ არ გახდება, რომ 2015 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს?

- საყდრისი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველს არ იძლევა. საამისოდ, სხვა, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური პრობლემებია საჭირო, მაგალითად, ბიუჯეტის არდამტკიცება, მაგრამ პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, თუმცა არაა გამორიცხული, სახელისუფლებო კრიზისი შეიქმნას და პრეზიდენტმა მთავრობასთან ერთად, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილებაც მიიღოს. ყველაფერი ეს უსაფრთხოებასთანაცაა დაკავშირებული, ანუ თუკი ხელისუფლება დაინახავს, რომ ქვეყანაში პრორუსული სეგმენტი გაძლიერდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი გახდება, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ვადამდელი არჩევნები თავად პრორუსულ ძალებს არ აწყობთ - ისინი ცდილობენ, პროცესები გაწელონ და 2016 წლამდე ქულები დააგროვონ...

- თქვენი ინფორმაციით, 2014 წლის მიწურულს ხელისუფლებაში დაწყებული გარკვეული როტაცია ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით ხდება? უკვე აღარავინ მალავს, რომ ყოფილი პრემიერი მთავრობაში საკუთარ გავლენას ისევ ზრდის და ამას, სხვა თუ არაფერი, ქვემო ქართლის გუბერნატორად პაატა ხიზანიშვილის დანიშვნაც მოწმობს, რომელიც, როგორც ამბობენ, “ქართუ”- კადრია...

- პაატას 25 წელია, ვიცნობ და ვიცი, რომ პატიოსანი ადამიანია... დიახ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ მთავრობა საკუთარი კადრებით დააკომპლექტოს.

- 2015 წელს თანამდებობას რომელი მინისტრი დატოვებს?

- იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმების დაწყება შსს-სა და მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა, 2015 წლის მარტამდე თანამდებობებს, ალბათ, შს მინისტრი და მთავარი პროკურორი დატოვებენ! ასევე, გამორიცხული არაა, რომ ნოდარ ხადურიც მოხსნან!

- გამოთავისუფლებულ ადგილებს ვინ დაიკავებენ?

- ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ თუკი შს მინისტრი, მართლაც, მოხსნეს, მის ადგილს ან ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ან ანზორ ჩუბინიძე. ორივე ივანიშვილის დაცვაში მუშაობდა და გასაგებია, რომ ახალი შს მინისტრი ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება.

ისე, ჩემი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ძალიან გაბრაზებულია, რადგან “ოცნების” მიერ გაკეთებული თუ გაფუჭებული საქმე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის იმიჯს ურტყამს. დააკვირდით, “ნაციონალებიც” ძირითადად ივანიშვილს ურტყამენ - ისინი ტვინგამორეცხილები არიან და იციან, პოლიტიკაში რა და როგორ გააკეთონ.

- ნიშანდობლივია, რომოცნებისწევრები, პირდაპირ თუ ირიბად, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე მიანიშნებენ...

- არ მგონია, რომ ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს, თუმცა აქ ლაპარაკი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” შენარჩუნებაზეა - ხელისუფლება სწორედ ამ პარტიასთან ასოცირდება და ხალხის პრეტენზიები “რესპუბლიკელებისა” თუ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებისკენ ნაკლებადაა მიმართული. საერთო ჯამში, მხოლოდ ხელისუფლების კი არა, იმ პოლიტიკური ძალის რეიტინგიც ეცემა, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილის პირმშოა. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ თუკი პოლიტიკაში ხელახლა შემოსვლას გადაწყვეტს, ივანიშვილი სწორედ პარტია “ქართულ ოცნებას” გააძლიერებს და იდეების აკუმულატორად აქცევს. “ქართულ ოცნებაში” პარტიული მუშაობა, პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს და ესეც ერთ-ერთი მთავარი მინუსია. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, 2016 წელს “ქართული ოცნება” პოლიტიკიდან, შეიძლება, საერთოდ, გაქრეს, ამას კი, ივანიშვილი არ დაუშვებს და ამიტომ, არც 2016 წელს დაელოდება. პოლიტიკის ბარომეტრი ხალხია, ხალხში კი, ძალიან ცუდი ფონია შექმნილი - მოსახლეობის უმეტესობას მხოლოდ “ნაცმოძრაობის” კი არა, “ოცნების” გაგონებაც აღარ უნდა! ვთქვი და ვიმეორებ: ერთადერთი მინისტრი, რომლის მიმართაც ხალხს სიმპათია აქვს, სერგეენკოა. სხვებს კი, ბეგრაუნდიც არ აქვთ.

- ისე, პრემიერიც აღიარებს, რომ კადრების ნაკლებობაა!

- როგორ გეკადრებათ! ხუთმილიონიან საქართველოში კადრებს ვერ პოულობენ?! სხვა სფეროზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სპეცსამსახურის კუთხით ისეთი კადრების მოძებნა შემიძლია, რომელთაც ცოდნით თავები უსკდებათ, მაგრამ დღეს ქუჩაში არიან და შიმშილით კვდებიან. მოკლედ, მთავარი პოლიტიკური ნებაა, თორემ კადრები არსებობს!

- ოპოზიცია  9 წელი გაიძახოდა, ხელისუფლებაში არაპროფესიონალები არიანო. ჰოდა, თუ ასე იყო, “ოცნება” “ნაციონალებსთანამდებობებზე სულცამპა-რუმპითრატომ ნიშნავს?

- ეს შეკითხვა მე კი არა, “ოცნებას” უნდა დაუსვათ... 

- “ოცნებას” “ნაცმოძრაობისმაგალითი ჰქონდა, თუმცა პრაქტიკულად, იგივე გზას დაადგა, ანუ ახალ ხელისუფლებას რა აიძულებს, რომ წინამორბედის შეცდომები გაიმეოროს?

- ალბათ, მართვასა და მენეჯმენტზე წარმოდგენა არ აქვს და არ იცის, სახელმწიფო რა არის და როგორ უნდა იმართებოდეს. გარდა ამისა, თანამდებობა ადამიანებს, რომლებსაც ძალაუფლება არასოდეს ჰქონიათ, რყვნის.

- ის, რომ ხელისუფლება რყვნის, ცნობილი სენტენციაა, მაგრამოცნება” “ნაციონალებსყველაზე მეტად პრემია-სახელფასო დანამატების გამოწერაში ბაძავს...

- როგორც ჩანს, მოსწრებაზე არიან...

- სხვათა შორის, ამას წინათ, მედეა ვასაძემ, აჭარელი უფლებადამცველი რომაა, ამაყად განაცხადა, ხელისუფლებაში მოსასვლელად 23 წელი ვიბრძოდიო...

- შე მამაცხონებულო, ხელისუფლებაში იმიტომ მოდიხარ, რომ პირადი ამბიციები დაიკმაყოფილო?! ადამიანის უფლებათა დამცველი რომ გქვია, საკუთარ თავზე კი არა, ხალხზე უნდა იფიქრო, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს და ჩვენი უბედურებაც სწორედ ესაა! კარგად მესმის ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც დრო არ ჰქონდა, რომ სწორი კადრები შეერჩია. ისე, კომუნისტები სულელები კი არ იყვნენ, ადამიანს ბიოგრაფიას რომ სთხოვდნენ. დასავლეთშიც ასეა, ჩვენთან კი, თანამდებობებზე ისეთ ადამიანებს ნიშნავენ, რომლებიც შრომის წიგნაკებს ამ თანამდებობებზე დანიშვნის დღეს ხსნიან!

- ბატონო კოტე, წეღან უნდა მეთქვა და დამავიწყდა: რამდენიმე თვის წინ, რუსული გეგმის ერთ ნაწილზე ისაუბრეთ, რომელიც მეგრულის, როგორც ენის, ასე ვთქვათ, წარმოჩენას ითვალისწინებს. ეს პროგნოზი ახდა - არსებული ინფორმაციით, გალში მეგრულენოვანი ტელევიზია იხსნება...

- ეს პროგნოზი კი არა, ინფორმაციაა, რომელიც წყაროებიდან მომაქვს. ვანო, კარგად გამიგეთ: მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის გასაღები საქართველოა, რომლის ევრაზიულ კავშირში მოქცევაც, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის აღდგენას ნიშნავს! ჟირინოვსკი მართლა სულელი კი არაა, როცა ამბობს, თითქმის 200 წლის განმავლობაში, რუსეთი ქართულ-რუსული იმპერია იყოო. ჟირინოვსკის ეს შეხედულება არ მომწონს, მაგრამ ფაქტია და სწორედ ამიტომაც, ნატო-ში შეიძლება, გვიან შევიდეთ, მაგრამ ევროკავშირის წევრები ძალიან მალე გავხდებით, რადგან დღეს მხოლოდ ჩვენ კი არა გვჭირდება ევროპა, არამედ, ევროპას უფრო ვჭირდებით!

- და ბოლოს, თქვენი ინფორმაციით, სოლოლაკის სასახლეში რა ხდება?

- ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, ყველაფერზე, რაზეც ვსაუბრობთ, ფიქრობს... ზოგს ჰგონია, რომ მართვის სადავეები გაექცა, მაგრამ როგორც ვიცი, სიტუაციის მიშვება ბიზნესშიც ახასიათებს და ამით ადამიანებს სწავლობს...  

- მოკლედ, ჩვენ, რიგითმა მოკვდავებმა რა ვქნათ?

- უნდა ვიაქტიუროთ და ჩვენი სათქმელი ხმამაღლა ვთქვათ! აბსოლუტურად უშეცდომო და მართალი მხოლოდ მამა ღმერთია, მაგრამ კამათში ჭეშმარიტება იბადება და ხალხს სწორედ კამათის საშუალება უნდა ჰქონდეს.

- კამათი, როგორც წესი, ჩხუბში გადადის... ისე, იმ ყბადაღებული 9 წლის დროსაც ვკამათობდით და ვმიტინგობდით...

- არ მინდა, სხვანაირად გამიგოთ, მაგრამ იმ 9 წელს უკვე ეს ორი წელიც მიემატა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ხალხს ქუჩაში არ კლავენ, “წამალს” არ უდებენ და ასე შემდეგ... შეიძლება, ცალკეული შემთხვევები ახლაც ხდება, მაგრამ ყველაფერი ეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში არაა აყვანილი და ხელისუფლება არ გაიძახის, ყველანი ციხეშიო, ანუ იმის თქმა მინდა, რომ გარდატეხა მენტალობაში მოხდა და საბჭოთა აზროვნებიდან ნელ-ნელა გამოვდივართ. ევროპა, პირველ რიგში, ადამიანების გონებაში უნდა შემოვიდეს. ჩვენში ევროპული ღირებულებები უნდა გავაღვიძოთ!

P.S. ბოლო დღეების მოვლენებმა ერთი ქართული ანდაზა გამახსენა, კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანსო...